გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავენ!

AutoSharing Option
ფოტო: gff.ge

sportall.ge-ს სტატიაზე "მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ" ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა და ჩვენ ვეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი კომენტარი ამოგვერჩია. ქვევით კი გთავაზობთ იმ კომენტარებს, რომლებმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

"თქვენი პაპის ტოლა ქიზიყელი ბიჭი ვარ, თქვენი ჭირიმე. 76 წელი გავლიე, ლომებო. მიშა მესხისა, სლავა მეტრეველისა, ყიფიანის, ჩივაძის, გუცაევის, დარასელიას, მურთაზის, რეზოს და ბორიას სპექტაკლები მინახნია. ტაშკენტის ფინალის სიტკბო მიგემია, ოქროებო და 81-ის 13 მაისს "დინამოს" სტადიონის ბალახი მიჭამია სიხარულით გადარეულსა. ბალღს ვთხოვე, კარნახით ეს სიტყვები დაეწერა. რომ
დავუჯერო ამ ოხერს, ჩვენი ლომები წაიკითხავენო. ხოდა,  გენაცვალოთ თქვენ თედო პაპა, საქართველოს ხმალიცა და ფარიც ახლა თქვენ გიპყრიათ და ისე მოიხმარეთ, როგორც მამა-პაპას არ შეშლია. დაეცით მახვილი, ურტყით და ურტყით! ვინიცობაა და შემოტევა გაბედეს, ჭკუით მოიგერიეთ და თავბედი აწყევლინეთ! ისე არ მომკლათ, ლომებო, ჩვენი ბედკრულის ჰიმნი არ აგუგუნდეს მთელი ევროპის გასაგონად! პატარა კახის, დიდი დავითის და თამარის ოცნება თქვენი ასასრულებელია, ლომებო და იმას მოვუკითხე დიდი და პატარა, ვისაც თქვენი დიდი გულით არ სჯეროდეს. არც ისინი იყვნენ სხვაზე ნაკლები და არც თქვენა ხართ ვინმეზე ჯაბანი, ოქროებო. ღმერთი გწყალობდეთ, ლომებო და ბრძოლის ველიდან შინ გამარჯვებული დაბრუნდით. ამინ!"

"თედო"

"ყველა მოუთმენლად ველით ამ თამაშს.  ჩვენ აქ აფხაზეთში ვიკრიბებით ერთად, რადგან ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყანას. გვეიმედებით და იმედია, გაგვახარებთ. იბრძოლეთ ბოლომდე!" -

"Irakli"

"როცა მაგრად დაიღლებით და ფეხებში სისუსტეს იგრძნობთ (აქვს ამ დროს მნიშვნელობა, იგებთ თუ აგებთ), იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ უკან სულგანაბული, ჩუმად გიყურებთ ხალხი, რომლებიც გულში გაიძახიან, "მიდით ბიჭებო" და რომლებიც მზად არიან თქვენს ერთ ვარდნაზეც კი სიხარულით იღრიალონ და მთელ სამეზობლოს გააგებინონ, რომ დაღლილ-დაქანცულებიც კი ბოლომდე გულიანად იბრძვით ჩვენთვის, საქართველოსთვის, უბრალოდ ხალხისთვის. თქვენ გენაცვალეთ მე."

"ზურა"

"მე და ჩემი 6 წლის შვილი, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობს, შესარჩევის ყველა საშინაო თამაშზე ვიყავით. წარმოიდგინეთ, როგორ მღერის ჰიმნს 4 წლის ბიჭი და მერე ხმისჩახლეჩამდე გაჰყვირის: ჩაკვეტაძე... კაჭარავა... ვაკო (ყაზაიშვილს ვერ იხსომებდა) და ამხნევებს საყვარელ გუნდს ძალდაუტანებლად, მთელი თამაშის განმავლობაში... გთხოვთ, იყავით მაგალითი მისთვის, რომ იყოს თავისი ქვეყნის გულანთებული პატრიოტი. მამა, რომელიც არანაკლებ გგულშემატკივრობთ!!!"

"ალექსი"

"თამაშის მსვლელობისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მსაჯის უნებლიე ან განზრახ შეცდომა, სწრაფი და მოულოდნელი გოლი საკუთარ კარში, თამაშის არასასურველი სცენარით წარმართვა და ა.შ. გვინდა ისეთი ძლიერი ფსიქოლოგიით და სულისკვეთებით გახვიდეთ მინდორზე, რომ ამ ყველაფერმა არ იმოქმედოს და ბოლომდე, ბოლო წუთამდე იბრძოლოთ! ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის, თქვენ უკან საქართველო დგას!"

"..."


"8-ში ველოდები ბიჭს. ვინც გამარჯვების გოლს გაიტანს, მაგის სახელს დავარქმევ. იმედია ჯიმი არ გაიტანს ))))"

"C"

"შეიძლება ეს თამაში ჩვენთვის ეპოქალურია, მაგრამ სამყაროსთვის სრულიად უმნიშვნელო. ამიტომ ნუ გადააქცევთ ამ თამაშს თქვენს ტვირთად. დაივიწყეთ, რა მოხდება, თუ წავაგებთ, რა მოხდება თუ პასს სწორად ვერ გააკეთებ ან შეცდომას დაუშვებ. ამ თამაშს ყველანი ერთად ვთამაშობთ, 4 მილიონი ქართველი. თქვენ და ჩვენ ყველანი ვიფრენთ, ვიბრძოლებთ და მოვიგებთ. მიყვარხართ ბიჭებო და დღეს ეს სიყვარული მარადისობად იქცევა."

მუხბერი

"გადით და გაიმარჯვეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის, აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის, ჩვენი გმირებისთვის, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირა!.. უბრალოდ გადით და გაიმარჯვეთ საქართველოსთვის!!!

"მაქსიმე"

"თქვენი გამარჯვება ერის გამარჯვებაა! ისტორიაში ჩაეწერებით, ბიჭებო! თქვენზე თაობები ისაუბრებენ! დადეთ ბელარუსი ბეჭებზე! მთელი საქართველო ახლა თქვენ შეგცქერით! ჩვენ არ ვართ სტადიონზე, მარა მთელი გულით და სულით თქვენთან ვართ!

"გაბი"

"დედას გაფიცებთ, მოიგეთ"

"Giorgi4444"

"ქართველ ფეხბურთელს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ამას 8 ოქტომბერს მთელი მსოფლიო ნახავს!"

"..."

"სათქმელი არაფერია. არავისზე ნაკლებად არ გიყვართ სამშობლო და თქვენზე მეტადაც არავის უნდა გამარჯვება. გვჯერა თქვენი და გენდობით. მოედანზე გადით მშვიდად და იქიდან ამაყად გამოდით. მიაწექით, ყველაფერი გამოვა! ღმერთი გფარავდეთ!"

"სოსო თეთრაძე"

"მეცხრე ძმა ხერხეულიძე რო განიგმირა და სისხლიანი დროშა გაუვარდა ხელიდან, მათმა დედამ ააფრიალა ამაყად ის დროშა, რომელიც თქვენ მკერდზე გაქვთ ამოტვიფრული და ასეთი ხალხის წყალობით მოვედით დღევანდელ დღემდე.

ხოლო დღეს ყველანი თქვენ შემოგყურებთ იმ იმედით, რომ სიხარულს მოუტანთ მთელ ერს."

"მეგრელი"


"მუშტაიდის ბაღიდან გაიგებთ თქვენი გულშემატკივრების ომახიან სა-ქა-რთვე-ლოს! ჩვენ თქვენთან ვართ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!"

"არაგველი"


"გამარჯობათ, ბიჭებო. მე ვარ სამხედრო. სამი ნატვრა მაქვს: ქვეყნის გაერთიანება, შვილის ყოლა და ევროპაზე და მსოფლიოზე გასვლა ეროვნული ნაკრების. თქვენ შეგიძლიათ ერთით ნაკლები ნატვრა დამიტოვოთ. თქვენ გვერდით ვარ. წარმატებები."

"ნიკა"

ჯამში, დაახლოებით 400 კომენტარი დაიწერა. თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის!

მკითხველის კომენტარები / 45 /
პორტუგალიაში თუ შეიძლებოდა შეთხელებულად მაყურებლის დასწრება ჩვენ რა გვჭირს.მაგრამ თავის შეწუხება არ უნდათ გაზულუქებულებს.
uvargisebi
08 ოქტომბერი 2020 19:08
1
სსფ, ბიჭები შეკრიბე და ეს წაუკითხეთ! ვისაც სისხლი არ აუჩქროლდება ისინი დააყენეთ!
ქუთაისელი
08 ოქტომბერი 2020 18:31
1
გულშემატკივრებს რო გვაცადოთ ეს თამაში და ნერვიულობა და შეგვეშვათ ცოტა ხანი ის ხალხი ვინც აქ ნეგატიურ სმსბს წერთ არაა??? წადი , გაისეირნე, ან შვილი გაასეირნე ან დიშვილი, ძმიშვილი, ან უბრალოდ გადი რა!!!/ ვერ ხვდები და არც ვარ ვალდებული გაიხსნა რატო არის ეს თამაში ასეთი მნიშვნელოვანი , იმიტომ რომ აზრზს ვერ ვხედავ , რატომ უნდა დავხარჯო დრო იმაში რო დაგარწმუნო ამ თამაშის მნიშვნელობაში, ვიცი რომ შენ მაინც მამლების ჩხუბის ყურება გირჩევნიაა...
Vasili
08 ოქტომბერი 2020 18:20
1
ბელორუსების ნაკრები მორალურად გატეხილია!!! ბელურუსებს ეზიზღებათ ეს ნააკრები , მარხელის თამადობით!!! ამ ნაკრებმა ბელორუსი ხალხის მაგივრად , ლუკაშენკოს დაუჭირა მხარი , მწვრთნელი მარხელი ინაგურაციაზეც კი იმყოფებოდა!!! მათი გინების მეტი არაფერი ისმის მინსკში!!! ფაქტიურად ერის მოღალატეებად თვლიან!!! მოკლედ ტვინში ბევრი სხვა რამ უტრიალებთ, ამიტომ კონცენტრირებული მხოლოდ თამაშზე ვერ იქნებიან!!!
დათო
08 ოქტომბერი 2020 18:11
2
პრინციპში ნახევრაფინალია, მარტო აქ მოგებით არაფერი არ გადაწყდება , მერე მაკედონია ან კოსოვო

საქართველო - ბელორუსი 2:1
მაკედონია კოსოვო 2:3

საქართველო კოსოვო 1:1
პენლებში 5:4
gio
08 ოქტომბერი 2020 17:50
1
თედო შვილო, თამაშის მერე სთადიონზე ჩამოდი, სტო პიატი ვითამაშოთ, პანჩურებზე))))
თედო პაპას პაპის პაპა. ხვლიკიჭამია შაქრო
08 ოქტომბერი 2020 17:49
2
წარმატებები საქართველოს და ჩვენს ბიჭებს! უფალი თქვენსკენ!
ვახო...
08 ოქტომბერი 2020 17:11
0
მიდით შვილებო, მიწექით. რას უნდა მიაწვეთ ან ვის, ეგ არ ვიცი, მაგრამ მაინც მიაწექით რა! ჰკა, ჰკა მააგათა!!!
თედო პაპას მამ ა- გოგია დინამოელი
08 ოქტომბერი 2020 17:09
0
პასუხი მერაბს

1971 წელს როდესაც აშშ და ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება ომის ზღვარამდე მივიდნენ სწორედ სპორტმა (მაგიდის ჩოგბურთმა) მოახდინა გადამწყვეტი გარდატეხა და ასობით ათასი ან მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ჩინელებმს ამერიკელი სპორტსმენები დაპატიჟეს პინგ პინგის ტურნირზე და ამ მოვლენამ საფუძველი დაუდო ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მშვიდობიან მოლაპარაკებებს. “პინგ პონნგის დიპლიმატიის” წყალიბით პეკინში საიდუმლოდ ჯერ ჰენრი კიდინჯერი ჩავიდა, რამდენიმე თვეში კი პრეზიდენტი ნიქსონი და დამყარდა მშვიდობა.

1992 წელს იუგოსლავიაში გაჩაღებული სისხლისღვრის გამო ეს უკვე ყოფილი სახელმწიფო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატიდან მოკვეთრს. მის მაგივრად კი ევრო ჩემპიონატზე დანიელები სრულიად შემთხვევით დაუშვეს. ამ უკანასკნელებმა (თქვენი აზრით ალბათ საცოდავებმა) ოქროს მედლები მოიპოვეს!

მეორე მსოფლიო ომის წარმოების მოტივად მესამე რეიხს და მის პროპაგანდას არიული რასის უპირატესობა მოჰყავდა. ამ საეჭვო ჰიპოტეზას კი დამტკიცება სჭირდებოდა. და რა გამოიყენეს ფაშისტებმა მთავარ მტკიცებულებად? 1936 წელს გერმანელი მოკრივის მაქს შმელინგის გამარჯვება დაუმარცხებელ (აფროამერიკელ) ჯო ლუისზე! ჰიტლები პირადად ესწრებოდა ამ მებრძოლების მატჩ რევანშს და როდესაც აშკარა გახდა ამერიკელის უპირატესობა და ნაცისტების მითი იმსხვრეოდა გერმანულმა რადიომ ტრანსლაცია შეწყვიტა!

გაგანია ცივი ომის პერიოდში სსრკ და აშშ ერთმანეთზე მორალური და პოლიტიკური უპირატესობის დამტკიცებას სწორედ სპორტის მეშვეობით ცდილობდნენ. ბობი ფიშერის და სპასსკის დაპირისპირება ისლანდიაში 1972 წელს, ოლილპიადა მოსკოვში 1980 წელს რომელსაც “ნახევარმა მსოფლიომ” გამოუცხადა ბოიკოტი. ოლიმპიადა ლოს ანჯელესში 4 წლის შემდეგ, ოლიმპიადა მონრეალში 76-ში! ბოლოს და ბოლოს მიუნჰენი 1972 წელი, არაფერი გსმენია?

“საფეხბურთო ომი”1969 წელს ჰონდურასსა და სალვადორს შორის! სისხლისმღვრელი ომის მიზეზი სწორედ რომ შესარჩევი საფეხბურთო მატჩი გახდა! დეტალები შეგიძლია მოიძიო, უბრალოდ გეტყვი რომ ამ ომმა ათასობის ადამიანი შეიწირა!

საცოდავი ერი თუ ვართ მხოლოდ იმიტომ რომ ზოგზოგიერთის უვიცობა ზოგჯერ დსნაშაულს უტოლდება! დღეს საქართველოსთვის ბრძოლის ველი ფეხბურთი და დინამოს სტადიონი იქნება და მართლა საცოდავია ის ვინც ამ დღის და მისი შედეგების მნიშვნელობას ვერ ხვდება!

წინ საქართველო!

ზ. სტოკჰომლი
08 ოქტომბერი 2020 16:07
1
არასწორი ხალხი კაი საქმეს ვერ გააკეთებენ. ჩვენი ბიუჯეტის ფულს ჭამენ ეს უსაქმურები. ბავშვთა ფეხბურთისთვის კი კპიკები იხარჯება. არასწორი ფიზ აღზრდა, უცოდინარი მრჭვთნელები. მოკლედ უბრალოდ ფულის მჭამელები არიან. ამათ არასწორ ხალხს ვუწოდებ, ესენი კი ჭეშმარიტ სიხარულს ქართველ გულშემატკივარს ვერ აჩუქებენ. დღეს წააგებენ, კანონზომირებაა ეს! მინიმუმ 20 წელი ასე იქნება. ან სამუდამოდ!
ლევანი
08 ოქტომბერი 2020 15:59
4
მასტერ არასწორად გამიგე. მე გამიხარდება ყველაფერი კარგი საქართველოს ნაკრებზე, მაგრამ გული მტკივა და განვიცდი. მინიმუმ 20 წელი არაფერ კარგს არ ველოდები ამის შემხედვარე რასაც ვხედავ. არასწორი სტრატეგია აქვს დღემდე საქართველოს ფეხბურთს მთლიანობაში. სისტემაა მთლიანობაში შესაცვლელი. შეხედეთ ისლანდიას რა გააკეთა. ჩვენ კი ვკარგავთ დროს, თაობებს და ფულს ასევე ძალიან ბევრს ჩვენი ჯიბეებიდან.
ლევანი
08 ოქტომბერი 2020 19:03
0
ძალიან მაინტერესებს თქვენნაირი ხალხი,რომელსაც წარუმატებლობა უხარია,თუ უნდა რომ წააგოს საქართველომ,რატომ კითხულობს ასეთ სტატიებს?კანონზომირად არ უნდა კითხულობდეს.მაგრამ ხალხს რომ ნერვები უშალოს თავისი ბოროტულ-პესიმისტური კომენტარით.ეს მავნებლობა და დემაგოგიაა.დემაგოგი ხარ შენ ბატონო ლევან.
Master
08 ოქტომბერი 2020 17:56
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული