ბელარუსთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ გააკეთა:
"რა თქმა უნდა, გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა. ყველამ ვიცით, რომ ეს თითოეული ფეხბურთელისთვის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში გავიდეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.
სამწუხაროდ, ხვალ მათ გარეშე მოგვიწევს თამაში, მაგრამ ვგრძნობთ უდიდეს მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდება ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას".
ვლადიმირ ვაისი: საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის უნდა გავიმარჯვოთ!
მიხაილ მარხელი: ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს