არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
მთავარია გავიმარჯვეთ გილოცავთ ბიჭებო გილოცავთ ისე ჰანდიკაპი მედო :) :) :) საქართველოს გამარჯვებაზე :0
გიორგი
08 ოქტომბერი 2020 22:52
2
ჩვენ ბიჭებს მივმართავ არ მიაქციოთ ყურადღება პესიმისტურ მესიჯებს.და ერთი კიდე დავიჯერო ვიდეო არ გადაიღეთ გასახდელში თამაშის მერე ემოციები მაინტერესებს დადეთ რა თუ ვინმეს გაქვთ
თემური
08 ოქტომბერი 2020 22:46
7
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ძალიან ნერვების თამაში იყო და სათქმელი უნდა ითქვას აშკარად მაღალი დონის მწვრთნელი გვინდა... მარცხნივ კვარა უალტერნატივოა! გ გაგვიმართლა რომ დიდი ზეწოლა არ იყო კაშია ფორმაში არაა თუ დაბერდა არვიცი ძაან არასაიმედოა...ხოჭოლავა კვერკველია დაცვის ცენტრში. ქვილითაია და კაჭარავა სახლში გაუშვით აზრი არ აქვთ მათ ყოფნას რა. და მეტი ნდობა ლობჟანიძე შენგელია გვალიას!!!!
მწვრთნელი გვინდა
08 ოქტომბერი 2020 22:44
11
მეტიც შეიძლებოდა!! მადლობა მთელ გუნდს!!!!!
ნკ
08 ოქტომბერი 2020 22:40
1
გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, ბიჭებმა ძალა და ენერგია შეალიეს ამ თამაშს. თამაშის ხარისხს რაც შეეხება ესეთი დაძაბული ემოციური ფონისა და პლუს გულშემატკივრების გარეშე მოსალოდნელი იყო. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე თამაში იყო და ამ დროს თამაშის ხარისხი ვარდება. ნებისმიერ თქვეგან შეუძლია გაიხსენოს ძალიან ბევრი მსგავსი ხარისხის თამაში უმაღლესი დონის ნაკრებების მიერ როცა გადამწყვეტია და ბევრი რამ დევს სასწორზე.
zaza
08 ოქტომბერი 2020 22:39
1
არაა ფაქტი რომ მაყურებლებით ესენი უკეთ ითამაშებენ
ტატო
08 ოქტომბერი 2020 23:10
6
გილოცავთ!!! კვარა დააბრუნეთ თავის ფლანგზე....
912
08 ოქტომბერი 2020 22:37
1
კარგია ფინალში რომ გავედით,მაგრამ მომეჩვენა რომ ჩვენ ბიჭებს და კერძოთ ხვიჩა კვარაცხელიას მეტი შეუძლიათ.იმედია ფინალურ მატჩში ჩვენი ნაკრების ყველა წევრი მეტად დაიხარჯება,ვიდრე დღევანდელ თამაში.ძალიან ფრთხილ ფეხბურთს ვთამაშობთ!
....
08 ოქტომბერი 2020 22:34
0
გამაგიჟებს ეს ხალხი რომ პროფესორობენ.მიულოცეთ ბიჭებს ხომ გავიდნენ შედეგი დადეს?ეხლა ჩემთვის შედეგია მთავარი და არც ცალ კარა იყო შემოგიტევს და დაგირტყამს გუნდი აბა რას იზამს დარწმუნებული ვარ სულ სხვა ტაქტიკით ითამაშებს ნაკრები ფინალში და მოიგებს კიდეც დატკბით ამ სიამოვნებით გაამხნევეთ ბიჭები პოზიტივიც დაინახეთ ხალხო.გვილია კარგად შემოვიდა და ნოემბეში ჩაკვე გვინდა უეჭველი მიდი რა გიო შეუბერე რომ დაიწყე დააგვირგვინე რაა.მადლობა ყველას ამ სიამოვნებისთვის 30 წელია ველოდები ნაკრების რაღაც წარმატებას და ღმერთის წყალობით მოვიდა კიდეც.ოპტიმიზმი ყველგან.იხარეთ ბიჭებო.ემიგრანტი
თემური
08 ოქტომბერი 2020 22:32
2
მრავარწერტილი, ძმა, მოიხედე აქეთ.
თუ არ გიყურებია თამაშზე სირცხვილი კი არაა, საქმე გქონდა იქნებ. გადაახვიე რომ მოიცლი, უყურე და მერეც თუ იგივეს დაწერ არ ყოფილა შენი საშველი და ეგაა
საქართველოს ნაკრების ფანი
09 ოქტომბერი 2020 12:01
0
ბატონო თემურ,თქვენ არ გაგიჟდეთ და სულ ვაქებთ და ვადიდებთ დღევანდელ ქართულ ფეხბურთს! პროფესორობა აქ არაფერ შუაშია.პირდაპირ უნდა აღინიშნოს,რომ პენალტი უფრო არ იყო,ვიდრე იყო! დამატებულ 6 წუთზე,2 წუთიც არ იყო გასული რომ თურქმა მსაჯმა თამაში დაამთავრა???
....
09 ოქტომბერი 2020 08:48
4
ორი სუსტი გუნდი. დღეს ძალზე სუსტი ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი არავითარი პასი, არავითარი კომბინაცია, საეჭვო პენალტი. ქაოსი. ასეთი თამაშით მცირე შანსი ფინალში.მოგვეგოს უფლის წყალიბით.
ჯ. ჩ.
08 ოქტომბერი 2020 22:31
34
ბოლოში უფალს რომ უხმობ საშველად ეგ ცოტა გამიკვირდა.
დანარჩენი შენია და შეგეფერება
საქართველოს ნაკრების ფანი
08 ოქტომბერი 2020 23:13
3
ცხადია თამაშის ხარისხი არ იყო კარგი, მაგრამ ამას თავისი გამართლება აქვს - ნერვიულობა და სტრესი ასეთი საპასუხისმგებლო მატჩის გამო...

ალბათ რამდენიმე წლის სიცოცხლე მომაკლდა ნერვიულობით და დარწმუნებული ვარ უფრო მეტი წნეხისა და ნერვიულობის ქვეშ იმყოფებოდნენ ჩვენი ბიჭები.

მოკლედ, ჩვენ ამ ეტაპზე გვჭირდება რეზულტატი და არა შოუ.

მადლობა ბიჭებს ჩვენი გახარებისათვის.
თამაზი
08 ოქტომბერი 2020 22:31
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული