არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
ორი სუსტი გუნდი. დღეს ძალზე სუსტი ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი არავითარი პასი, არავითარი კომბინაცია, საეჭვო პენალტი. ქაოსი. ასეთი თამაშით მცირე შანსი ფინალში.მოგვეგოს უფლის წყალიბით.
ჯ. ჩ.
08 ოქტომბერი 2020 22:31
34
ბოლოში უფალს რომ უხმობ საშველად ეგ ცოტა გამიკვირდა.
დანარჩენი შენია და შეგეფერება
საქართველოს ნაკრების ფანი
08 ოქტომბერი 2020 23:13
3
პირველ რიგში გეტყვით, რომ საზოგადოებრივ არხზე თამაშის ტრანსლირება იყო და რუსულ ვიდეოს რა პონტში დებთ ვერ გავიგე.
მწვრთნელი გვინდა ნორმალური, ვაისი ძალიან იღბლიანია 98% ჭე კლასის გუნდებთან მოუწია შეხვედრა, ნორმალურ გუნდებთან რომ გადავალთ ძალიან გაგვიჭირდება, არა და ბიჭები მომწონს შეილება კარგი გუნდის დაკომპლექტება.
ჩემი აზრით მაკედონიის შემდეგ უნდა გამოიცვალოს მწვრთნელი და ასეც იქნება თუ მთავრობა შეიცვლება! (კორუფცია ინ ექშენ)!
ემიგრანტი
08 ოქტომბერი 2020 22:21
32
ევროპაზე მწვრთნელმა გაგვიყვანოს და აგდებ გუნდიდან წადი ბამბიკტონს უყურე. ძლიერ გუნდს ესპანეთს მოუგო ისე ვაისმა რასაც ვერცეთი მწვრთნელი ვერ გაიმეორებს თან როგორ ესპანეთს
debili xar
08 ოქტომბერი 2020 22:26
8
ემიგრანტს

მერე იღბლიანი რომაა ცუდია? :) ეს ბიჭები თვითონ კი არ ათამაშდნენ, მწვრთნელმა მისცა შესაძლებლობა. მოვა ვიღაცა იდიოტი და მოიყვანს ისევ ძველ ბიჭებს და ნარკამანებს და დამთავრდება მოგებებიც. კაი რა რეებს წერთ თუ ძმა ხარ
გადასარევი გიორგი
09 ოქტომბერი 2020 02:18
1
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ ყველა ქართველ გულშემატკივარს ისტორიულ მომემნტამდე კიდევ ერთი თამაში გვაშორებს.ძალიან გთხოვთ თამაშის გარჩევა არ დაიწყოთ ვაისს ეს უნდა ექნა ის უნდა ექნა ვასმა მიგვიყვანა იმ ერთ თამაშამდე რომლის მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ვართ რასაც ველოდებით 30 წელია .პ.ს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ასევე 11 ფეხბურტელი იდგა მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან.
zurabi
08 ოქტომბერი 2020 22:18
6
ვულოცავ გამარჯვებას ნაკრებს დიდი იმედი მაქვს მაკედონია შეგხვდება ფინალში ჩემი აზრით უფრო სასურველი მეტოქეა ვიდრე კოსოვო რადგან ნათამშები გვაქვს უკვე და კიდე გივწევს
გელა
08 ოქტომბერი 2020 22:12
1
მაინც უღიმღამო თამაში
ჯუბა
08 ოქტომბერი 2020 22:20
14
შენ ალბათ ღირსეული მარცხი გირჩევნია:)
გოგლიკა
09 ოქტომბერი 2020 01:31
0
ასეტი ტამაშით კოსოვოს ვერ მოუგებენ
aleko
08 ოქტომბერი 2020 22:04
10
ჯერ კოსოვომ მოიგოს თვითონ!! :-)))))))
buba
08 ოქტომბერი 2020 23:49
0
ბიჯო. 20-25 წლის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ფეხბურთელი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მინდორზე გორაობას და დროის გაყვანას რო დაიწყებს, ეგ არის ფეხბურთი და გუნდის შეკვრა-ჩამოყალიბება? ეგეთ რამეს იკადრებს ხორვატიელი ან ისლანდიელი? კაცურად და პატიოსნად თამაშობენ და იმიტომავ გადიან ევროპა-მსოფლიოზე! რა ელენთა-თირკმლის კუნთების კრუნჩხვები დაგეწყოთ ყველას ერთდროულად? სირცხვილია! მე პირადად არც ეგეთი შედეგი მინდა და არც ეგრე მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონიბა. რა თაობა უნდა გაიზარდოს თქვენი შემხედვარე? სისხლისგან რომ იცლებოდეთ მაინც არ უნდა დაეცეთ, თუ გინდათ რომ ხალხმა დაგაფასოთ. ითამაშეთ ლაღად, ვაჟკაცურად და პატიოსნად. იყავით ნამდვილი პროფესიონალები. შოუ-მენებით და აფერიტებით ისედაც სავსეა ბედკრული საქართველო!!
ვაჟკაცურად მოიქეცით და ისე ითამაშეთ
09 ოქტომბერი 2020 12:25
8
მართალი ხარ მეგობარო თუმცა მაგ ყველაფერში, ჩვენი ყანა სტადიონის ხელიც ურევია.
fff
09 ოქტომბერი 2020 14:48
0
ევროპაზე გავიდნენ და თუ უნდათ, მთელი თამაში იხოხონ. შედეგია მთავარი და არა ის, ვინ როგორ ლამაზად თამაშობს. ვერ ნახეთ, სხვა თამაშების უმრავლესობა უგოლოდ, 0:0 დამთავრდა და მხოლოდ პენალებში გაირკვა გამარჯვებული.
ალეკო
09 ოქტომბერი 2020 14:32
7
ჩვენ ბიჭებს მივმართავ არ მიაქციოთ ყურადღება პესიმისტურ მესიჯებს.და ერთი კიდე დავიჯერო ვიდეო არ გადაიღეთ გასახდელში თამაშის მერე ემოციები მაინტერესებს დადეთ რა თუ ვინმეს გაქვთ
თემური
08 ოქტომბერი 2020 22:46
7
მეტიც შეიძლებოდა!! მადლობა მთელ გუნდს!!!!!
ნკ
08 ოქტომბერი 2020 22:40
1
მადლობა ბიჭებო ამ გამარჯვებისთვის!!! კი გვანერვიულეთ მაგრამ შედეგი ამად ღირდა. გილოცავთ ყველას!!! წარმატებები ფინალში!!! გისურვებთ მომდევნო შეხვედრის უფრო დამაჯერებელი ანგარიშით მოგებას. მაგრები ხართ!!! ყველამ ბოლომდე იბრძოლეთ. ცოტა რომ გაგმართლებოდათ მინიმუმ ერთ გოლს კიდევ შეგადებდით. ❤️❤️❤️
მალხაზი
08 ოქტომბერი 2020 22:09
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული