არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
ბურთი მიიღე დაიწყე ფიქრი - არა ხარ ფეხბურთელი
რაგბის ფანი
09 ოქტომბერი 2020 00:15
12
დისლაიქებს ის ხალხი წერს, ვინ ბურთის თრევა - დაგვიანებული პასის დამღუპველობას ვერ აცნობიერებს!
რაგბის ფანი
09 ოქტომბერი 2020 07:45
1
ზოგიერთი ვაისს აკრიტიკებს რასაც არ ვეთანხმები. ვაისმა აირჩია ის ტაქტიკა, რომელიც შედეგზე იყო გათვლილი. შეხედეთ სტატისტიკას: ბელორუსებს კარში ერთხელაც არ დაატყმევინეს ჩვენმა ბიჭებმა ბურთი. აი ამიტომ იყო ეს თამაში შედეგზე გათვლილი.
რეზო
10 ოქტომბერი 2020 12:12
0
გილოცავთ გამარჯვებას, დღეს 9 ში, გორში ახალგაზრდული თამაშობს, არც ფედერაციას არც ერთ საიტს, არც შენ ადმინ, სიტყვაც არ დაგიძრავთ, ეს ის ბიჭები არიან რომელთაგან ბევრი იიმ ევროს ითამაშებენ, ასე რო ახლოა, გადახედე 1 გუნდის დაბ.წლებს, მაგრად აიგნორებთ ხო? ამ მოწერილსაც ალბათ.
gela
09 ოქტომბერი 2020 19:02
0
ამ ტამაშით წავაგებთ უეჭველი მაკედონიასთან!
...........................
09 ოქტომბერი 2020 17:33
1
რა უცნაურია, რომ აქ ბევრი გვეჩხუბება თუ რატომ გვიხარია ეს გამარჯვება და რატომ არ ვლანძღავთ ვაისს. ისე ახურებთ ვითომ შედეგი ისედაც სულ გვქონდა და ეს წლები თამაშის სრულყოფისკენ ვისწრაფვოდით და გუშინდელი თამაში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. გავიგეთ, რომ ბელარუსი ჩვენზე დაბალი დონის გუნდია მაგრამ ისიც გასათველისწინებელია, რომ ისინიც ძალიან მოტივირებულნი იყვნენ და ერთი მატჩის შედარებით მაღალ დონეზე თამაში ყველა გუნდს შეუძლია და თან ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდებთან. თავს ასეთ ფავორიტებად ბევრად ძლიერი შემადგენლობა როდესაც გვყავდა მაშინ არ მივიჩნევდით, როგორც გუშინ. სანამ ვაისს შედეგთან ერთად ლამაზ ფეხბურთს მოვთხოვთ კარგად გაიხსენეთ სად თამაშობენ ჩვენი ნაკრების წევრები. ერთი ფეხბურთელიც არ გვყავს, რომელიც მართლა საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატში ან მაღალი დონის კლუბში თამაშობს. იმის ილუზია, რომ ამ ერთი გამარჯვებით და თუნდაც ევროპაზე გასვლით ქართულ ფეხბურთდი არსებული ყველა პრობლემა მოგვარდება არავის აქვს. უბრალოდ კარგია, რომ უეფამ ჩვენი დონის ნაკრებეს ასეთი შანსი მისცა და ასე თუ ისე ვიყენებთ და აქაც მაჩანჩალები არ ვართ.
H
09 ოქტომბერი 2020 17:26
2
ვაისი ან ძალიან მშიშარა და კურდღელი მწვრთნელია, ან ყველაფერს აკეთებს რომ გუნდმა ვერ მოიგოს. პირდაპირ ხომ ვერ ეტყვის ბიჭებს, რომ წააგეთო. ეს გამორიცხულია. ხოდა, ყველაფერს იმიტომაც აკეთებს უკუღმა. რუბინის ყველა თამაშს ვუყურე და ხვიჩა თავის კრაიზე მეფეა! 2-3 კაცი ვერ აჩერებს, თვითონ თუ არ გააქვს, სხვას გააქვს მაგის წყალობით. რამდენს აკიდა წითელი ბარათი და კაცნაკლული დატოვა მოწინააღმდეგე გუნდი. აი ჯერ მარტო ამას რომ არ გამოიყენებ,არ ან ვერ დაინახავ, რბილად რომ ვთქვათ ან იდიოტი ხარ, ან იცი და სპეციალურად აკეთებ. რუსეთის ნაკრების დამცველები ვერ აჩერებენ, როგორ არ უნდა გამოიყენო ამხელა უპირატესობა არ მესმის. ამ თამაშებს ვაისი კი არა, უბრალოდ ბიჭები იგებენ ინდივიდუალური ცოდნის ხარჯზე. დააკვირდით სიმეონეს ან სლუცკის სიხარულს, ბავშვებით ხტუნავენ სიხარულისგან როცა გოლი გადის. სხვა ბევრ მწვრთნელებს აღარ ჩამოვთვლი. მე ეს ამ კაცს ვერ შევატყე. ყველაფერი მოჩვენებითი აქვს და არადამაჯერებელი. ჩემი აზრით ან დიდი ფული აქვს რუსეთიდან აღებული რო დაგვძიროს, ან მართლა მაგარი დაბალი დონის მწვრთნელია. ვიმეორებ, ბიჭები იგებენ და არა ვაისი. და საერთოდ, რას ნიშნავს სომხებთან ხვიჩას და ოქრის არ ყოფნა? ვის წისქვილზე ასხამს წყალს? 3 თამაშში გადაიწვება ხვიჩა? თუ დაიღლებიან, შეცვალოს, ვინ უშლის? არ მგონია მე ეგ მაინც წმინდა წყლის დამლევი კაცი!
ქუთაის-ს
09 ოქტომბერი 2020 16:02
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული