არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
გილოცავთ გამარჯვებას. თქვენი არვიცი მაგრამ თამაშის ხარისხი იყო საშინელი, ამ თამაშით კოსოვოსთან და მაკედონიასთან ძალიან გაგვიჭირდება. რაიყო ბოლო ნახევარი საათი ყველა დაცემაზე ფეხის გაჭიმვა შეიძლება? ანაც ნაწვიმარი არ იყო და ყოველ ნაბიჯზე ფეხის ასრიალება? მოკლედ ბელარუსთან რო ბოლო ნახევარი საათი დროის გაყვანაზე იჩალიჩებ ძალიან ტეხავს. ძალიან დაბალი დონის ნაკრები ყოფილა ბელარუსი, ნორმალური გუნდი ერთს მაინც შეირგებდა 10 უხეში შეცდომიდან რაც დაუშვეს. ოქრიაშვილმა სასიამოვნოდ გამაკვირვა, ძალიან ბევრი იბრძოლა, ეტყობა ქეცბამ ცოტა აზრზე მოიყვანა, მაგრამ ამ ქუსლს მაინც ვერ გადაეჩვია :დდდ
nedved
08 ოქტომბერი 2020 22:08
6
გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, ბიჭებმა ძალა და ენერგია შეალიეს ამ თამაშს. თამაშის ხარისხს რაც შეეხება ესეთი დაძაბული ემოციური ფონისა და პლუს გულშემატკივრების გარეშე მოსალოდნელი იყო. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე თამაში იყო და ამ დროს თამაშის ხარისხი ვარდება. ნებისმიერ თქვეგან შეუძლია გაიხსენოს ძალიან ბევრი მსგავსი ხარისხის თამაში უმაღლესი დონის ნაკრებების მიერ როცა გადამწყვეტია და ბევრი რამ დევს სასწორზე.
zaza
08 ოქტომბერი 2020 22:39
1
არაა ფაქტი რომ მაყურებლებით ესენი უკეთ ითამაშებენ
ტატო
08 ოქტომბერი 2020 23:10
6
რაც გვყავს და რისი რესურსიც გვაქ იმით უნდა გავიდეთ ფონს, ასეთი თამაშით იქნება, უარესით თუ უკეთესით გამარჯვება მაინც უხარია ამ დატანჯულ ქვეყანას, ხოდა მეგობრებო ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს და იღბალიც არ გვაქცევს ზურგს
ლეჩხუმელი
09 ოქტომბერი 2020 00:17
2
ძალიან გულმავიწყები ვართ 6-7 წლის წინ ლიხტენშტეინთან მოგებას ვნატრობდით და ახლა ევროპაზე ლამაზი ფეხბურთით გასვლა გვინდა... შეეშვით ვაისს შევირგოთ რა... უარესად უთამაშიათ და ევროპა მოვიგოთ იღბლით მე თანახმა ვარ...
A
08 ოქტომბერი 2020 22:31
5
moviget esaa mtavari gilocavt mtel sakartvelos
KUTAISELI
08 ოქტომბერი 2020 22:23
0
მე მეჩვენებოდა თუ მოედნის საფარი იყო საშინელ მდგომარეობაში?
sane
08 ოქტომბერი 2020 23:07
2
გეჩვენებოდა კი არა, მსგავსი სისაზიზღრე ვერც კი წარმომედგინა დინამოზე
სიმართლე
08 ოქტომბერი 2020 23:27
2
კი, მოედნის საფარი იყო ძალიან ცუდი. აბა ასე წარა-მარა წაქცევა არაფრიდან. ბურთო დახტოდა . ზევიდან ჩამოვარდნილი რაღაცნაირად ხტებოდა. იქნებ მომეჩვენა, მაგრამ იმის შემდექ რაც მაკედონიასთან წყალბურთი ვითამაშეთ , რა გიკვირთ ?!
giorgi
08 ოქტომბერი 2020 23:21
0
გამჟვრა სული. გილოცავთ! ბევრია სამუშაო, ჩაკვე გვინდა!
ქომაგი
08 ოქტომბერი 2020 22:08
1
კანკავა არის ნაკრების სული და გული,ის არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული კაპიტანი,ნამდვილი ლიდერი
levan
09 ოქტომბერი 2020 12:04
0
ორ უვარგის მკვდარ გუნდში ერთმა გაიმარჯვა შემთხვევით. ფეხბურთის გარდა ყველა სპორტს გავდა...........
გია
08 ოქტომბერი 2020 23:06
32
შენ რა და რა სპორტი გაქვს ნაყურები?
საქართველოს ნაკრების ფანი
08 ოქტომბერი 2020 23:32
8
გიას—- შენ შემთხვევით ალბათ სხვა სტრიმი ჩართე
ემზარ დუისბურგი
08 ოქტომბერი 2020 23:37
1
ჩვენმა ნაკრებმა მოუგო საკმაოდ ფიზიკურად ჩვენზე ზლიერ გუნდს და თქვენ გინდატ რომ 90 წუთი შეტევაში გაეტარებინა?
dato
08 ოქტომბერი 2020 22:28
5
mougo ara gadauara kidev . uketesi gvinda.msgavsi tamashit ver gavcdebit
suares
08 ოქტომბერი 2020 22:37
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული