არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
რახან მოვიგეთ თამაშის ხარისხზე აღარაფერს ვიტყვი გამარჯვებულებს არასამართლებენ.მთავარი შეხვედრა წინაა და იმ მატჩის ვერმოგების შემთხვევაში ამ სიხარულს აზრი დაეკარგება.წარმატებები
გიო ნოზაძე
08 ოქტომბერი 2020 23:41
1
მადლობა ზოლოტოვს ოქრიაშვილის წაქცევისათის
შოკირებული გულშემატკივარი
08 ოქტომბერი 2020 22:17
3
ყველას გილოცავთ მოგებას. დღეს მთავარი მოგება იყო. არანაკლებ მოსალოცია რუმინეთის წაგება. ეხლა უკვე ვიცით, თუ მაკედონიას მოვუგებთ, მჯერა ასეც იქნება! - შედარებით ადვილ ჯგუფში ვიქნებით: ავსტრია, უკრაინა, ჰოლანდია. რუმინეთი რომ გასულიყო, მაშინ გენახა საშინელება: საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია. ასე რომ, ევროპაზეც უშანსოდ არ ვიქნებით.
Alexandre
09 ოქტომბერი 2020 01:05
0
ნამდვილად არ ვიცი მართლა ეგრე ლაგდება თუ არა, მაგრამ მჯერავს თქვენი გამოთვლების და ძალიან სასიხარულოა. გმადლობთ!
გიგლია
09 ოქტომბერი 2020 11:45
1
თოკო, გილოცავ შენს გუნდთან ერთად, სულ გამარჯვებებით გევლოთ. შენი მუდამ მჯეროდა. ევროპაზე გატანილი გოლებიც მომელოცოს. გაიხარე, უფალმა დალოცოს.
გაიოზი
08 ოქტომბერი 2020 23:19
0
ეტყობა აქ დაწერილი კომენტარები რო წააკითხეთ მაგიტო იყო ბრძოლა და არა ფეხბურთი, ისე ამ სამარცხვინო მოედანზე უნდა გავმართოთ ფინალი? კაი თუ მინდორს ვერ შევცვლით იქნებ კომენტატორები შევცვალოთ
Semi
08 ოქტომბერი 2020 22:28
4
ასეთი ფეხბურთით ვაპირებთ ევროპაზე თამაშს?
Paata123
09 ოქტომბერი 2020 06:59
4
აბა არის სხვა?
13
09 ოქტომბერი 2020 10:24
3
ამ პატარაიას მე მგონი არავინ არ უქანავებს და რომ აგინებენ იმით იკმაყოფილებს თავს.
კახა ქ.
09 ოქტომბერი 2020 06:40
0
ძალიან გამეხარდა და ყველას გილოცავთ ფეხბურთელებიდან დაწყებული ამ მოგებას. ერთს ვისურვებდი რომ საჯარიმოს გარედან დარტყმები უნდა განხორციელდეს თითქმის ნოლია ყველა თამაშში და ფეხბურთი "დამკა" არ არის და არც რაგბი ბურთს დამიწება არ სჭირდება კარებში.
niko
09 ოქტომბერი 2020 02:34
1
ყველას გილოცავთ გამარჯვებას !!! ჩვენ გუნდს ყავს ყველაზე ძლიერი , ჟილკიან და მეომარი კაპიტანი !!! აი გადახედონ ბიჭებმა როგორი თავდადებით უნდა ითამაშო როცა საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გადიხარ !!! ბრავო ჯაბა , ბრავო ბიჭებს !!!
ჯონი
09 ოქტომბერი 2020 01:40
1
მართალი ხარ, მეგობარო, ჯაბა არის თავდადების ნიმუში, თუ როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის. საუკეთესო იყო მოედანზე!
გიგლია
09 ოქტომბერი 2020 11:39
0
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ძალიან ნერვების თამაში იყო და სათქმელი უნდა ითქვას აშკარად მაღალი დონის მწვრთნელი გვინდა... მარცხნივ კვარა უალტერნატივოა! გ გაგვიმართლა რომ დიდი ზეწოლა არ იყო კაშია ფორმაში არაა თუ დაბერდა არვიცი ძაან არასაიმედოა...ხოჭოლავა კვერკველია დაცვის ცენტრში. ქვილითაია და კაჭარავა სახლში გაუშვით აზრი არ აქვთ მათ ყოფნას რა. და მეტი ნდობა ლობჟანიძე შენგელია გვალიას!!!!
მწვრთნელი გვინდა
08 ოქტომბერი 2020 22:44
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული