არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
ბრავო ხვიჩა!
ვაისი - ყაზახეთში
კობიაშვილი- ტელევიზიაში
გოგი
08 ოქტომბერი 2020 22:17
12
კობი ტელევიზიაში არა ძამიკო, უზბეკეთშია გასაყიდი ))))
Geo
08 ოქტომბერი 2020 22:28
4
სამარცხვინო გუნდი გვყავს ძალიან სამწუხაროდ
mmm
09 ოქტომბერი 2020 11:46
19
ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას, გადაჭარბების გარეშე უდიდესი შედეგის ზღვარზე ვართ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ზღვარზე და ალბათ აჯობებს არ შევიდეთ ეიფორიაში ბელარუსთან გამარჯვების გამო მითუმეტეს ნაჩვენები თამაშის ხარისხი ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა (ეხლა არ დაიწყოთ ვაისმა თამაში დაუმალა მომავალ მეტოქესო !!!). P.S. ყველაფრის მიუხედავად, კარგათ ვითამაშეთ და მაგრამ წავაგეთ-ს ალბათ ესეთი საზიზღარი თამაშით მოგება მაინც ჯობია!!! წარმატებები ფინალში !!! თუნდაც ესეთივე უსახური თამაშით!!!
?!
09 ოქტომბერი 2020 09:18
1
მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მე პირადად შემრცხვა ამ გუნდთან ასეთი თამაშის....ეს ვაისი კიდე სულ გამოყლ...და,89წთ.1:0-ზე 3 ზამენას აკეთებს,6წთ.დამატებულზე.ფეხბურთელი ხომ უნდა შევიდეს თამაში,აზზე ხომ უნდა მოვიდეს და ამ დროს ბურთის გაშვება სულ თავისუფლად შეიძლება.ვერაა ჯანზე,სულ შეიძლება ზამენები ბოლო 10წთ-ში აკეთო.შეიძლება არ იცის რომ მანამდეც შეიძლება,ვინმე დაეხმარეთ სამწვრთ.შტაბიდან,თუ თქვენც არ იცით......
კახა ქ.
08 ოქტომბერი 2020 22:21
18
ცაიშის გაუგებრობების საზღვარი არ აქვს...ყაზაიშვი,კიტეიშვილი,კვარაცხელია,ოქრიაშვილი,ანუ ყველა შემქმნელი და ძირითადის ფეხბურთელი გაიყვანა და შემოიყვანა ტაბიძე,გვილია,შენგელია,ლობჟანიძე,ქვილითაია...შემთხვევით რო ბელარუსში გოლი გაეტანა და დამატებითი დანიშნულიყო,წარმოგიდგენიათ რა სიტუაცია შეიქმნებოდა?!
ქუთაისი
09 ოქტომბერი 2020 15:11
2
ორ რახიტ გუნდში, შემთხვევით ერთმა გაიმარჯვა. სირცხვილია ესეთი გუნდით თამაში ევროპაზე, პატრონი გვინდა ჯერ ნორმალური
გიგა
09 ოქტომბერი 2020 11:55
10
ყველაფერში პატრონს რანაირად ვეძებთ.ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს! 2 საუკუნის წინ თქვა იმ დალოცვილმა კაცმა. რა პატრონი რის პატრონი!
ექსპერტი
09 ოქტომბერი 2020 16:45
0
კოსოვო ძალიან სწრაფი გუნდია და ისევ მაკედონიასთან გვერჩივნა თამაში.
David
09 ოქტომბერი 2020 11:15
2
გამარჯვება კარგია და მისალოცია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც კარგია. თამაშს, რაც შეეხება მაგაზე კარგს ვერ ვიტყვი. ბელარუსი საკმაოდ სუსტი გუნდია. უამრავი შეცდობა დაუშვეს და ვერცერთი ვერ გამოვიყენეთ. შემადგენლობაშიც უბდა შეიტანოს ცვლილებები და ტაქტიკაშიც, თორე მაკედონიას ვერ მოვუგებთ. ყაზაიშვილ ძირითადში რა უნდა?ლორიაც ვეღარაა ისეთი, როგორც ადრე
miro
09 ოქტომბერი 2020 09:55
1
გაიხარეთ ბიჭებო!!! მადლობა დიდი!!! / შეცდომები იყო რათქმაუნდა , ეს ბელარუსიაც ხო გულზე ხელებდაკრეფილი არ იდგებოდა, შემოგვიტევდა რათქმაუნდა, ჩვენებს ნერვიულობა ძალიან ეტყობოდათ, მთავარია გავიარეთ ეს ეტაპი და აწი უფრო მეტი სითამამეა საჭირო! მე არც ფერგიუსონი მგონია თავი და არც დელ ბოსკე , მაგრამ შემადგენლობას რო დავხედე თავიდანვე არ მომეწონა, ვაისმა კი მოიგო მაგრამ ვთვლი რომ ეს მოგებები უფრო ინდივიდუალური შესრულების წყალობით ხდება, და არა მწვრთნელის ტაქტიკით და სიბრძნით, ძალიან ბევრ შევდომას უშვებდა ვაისი, ნუ ეს ჩემი აზრია , ერთი რიგითი გულშემატკივრის... / კვარცხელიას ძალიან ბევრი მოხვდა ფეხებში, უსამართლობა!!! კანკავა მომეწონა ძალიან, ყვითელი რომ არ აეღო კარგი იქნებიდა../ ასეა თუ ისე გაიხარეთ და აწი უფრო და უფრო მეტჯერ გაგეხარებინოთ საქართველო!!!!!
Vasili
09 ოქტომბერი 2020 00:06
1
ყაზაიშვილი აღარ უნდა იყოს ნაკრებში,ყოველ მატჩში იჩენს ზერელე დამოკიდებულებას თამაშს,მაგ პოზიციაზე მოიძებნება უკეთესი ფეხბურთელი
Smouk
09 ოქტომბერი 2020 15:11
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული