არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
ვკითხულობ ამ მატჩის შესახებ კომენტარებს,100 კომენტყარიდან 90% მეტი მხოლოდ დადებითს წერს ჩვენი ნაკრების თამაშის შესახებ??? ზოგიერთი კი თურმე 30 წელია ელოდება საქართველოს ნაკრების ასეთ კარგ შედეგს,მისთვის მთავარია შედეგი??? ბატონებო,თქვენ ქართულ ფეხბურთს დათვურ სამსახურს უწევთ!
მახსენდება თბლისის დინამოს 16 წლის წინანდელი უეფას თასის გათამაშების 2004 წლის საკვალიფიკაციო ტურნირიდან ბელორუსის "ბატეს",პოლონეთის "ვისლასა" და ჩეხეთის "სალვიას" მეტად საეჭვო გამოგდება.სხვათაშორის ჯაბა კანკავამ იმ მატჩებში ბრწყინვალედ ითამაშა.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ფინალურ ეტაპზე ძალზედ სამარცხვინოდ გამოიყურებოდა ქრთული ფეხბურთის ფლაგმანი! მეტოქეები ინგლისის „ნიუკასლი“,ლისაბონის „სპორტინგი“, ფრანგული „სოშო“,ბერძნული „პანიონიოსი“ იყვენენ. დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა. ჩამოთვლილი გუნდებიდან უსუსტეს ბერძნულ პანიოსთან კი ტოტალიზატორზე თამაშით მთელ მსოფლიოში მოიჭრეს თავი! გთხოვთ არ დაბლოკოთ.
....
09 ოქტომბერი 2020 14:30
1
რა სასიამოვნოა საქართველოს თამაშს თბილისში, რუსულად რომ უსმენ კაცი, უხ გენაცვალეთ ვიდეოს დადებაში
giorgi gorgadze
09 ოქტომბერი 2020 05:02
0
გილოცავთ, მაგრამ გუნდი გვყავს ნ უ ლ ი. სირცხვილია გუნდიც და მწვრთნელიც..............
დათა
08 ოქტომბერი 2020 23:38
20
შენც.
ლევანი
09 ოქტომბერი 2020 00:22
2
გილოცავთ ყველას!!! წინ გადამწყვეტი მატჩია!!! მაქსიმალური მონდომებით, ყურადღებით და სიფრთხილით, იმედია მაკედონიასაც დავძლევთ!!! (საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ...)
tngh
09 ოქტომბერი 2020 09:28
1
გილოცავთ ყველას ამ წარმატებას, წინ ბევრი გამარჯვება და სიხარულია.
ფეხბურთი
09 ოქტომბერი 2020 02:07
0
ლისაკოვიჩი არ დაეკარგოს არსად ბელორუსს :დ
გიორგი ბათუმი 97
08 ოქტომბერი 2020 23:45
0
მადლობა ბიჭებს და მადლობა ვაისს! მჯერა გავალთ ევროპაზე!
შოთა
09 ოქტომბერი 2020 09:20
3
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და ფინალშიც ასევე წარმატებით გვეთამაშოს!!! თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ თამაშით შორს ვერ წავალთ. ფლანგის მცველები, განსაკუთრებით მარცხენა მცველი ფაქტიურად არ გყვავს, გამოჩნდა რომ დვალის დაყენება არ შეიძლება. ძალიან დიდი პრობლემაა მომენტების რეალიზების. ოქრიაშვილმა ბევრი მომენტი შეანელა და სვლა ვერ მისცა, მესმის რომ ნომინალური ცენტრ.ფორვარდი არაა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ არ გამოსწორდება, უბრალოდ გადაგვივლის მაკედონია. მაკედონიასთან 2-3 შანსი გქვექნება და ის უნდა გავიტანოთ!!!
ხოსე იგნასიო
09 ოქტომბერი 2020 08:33
1
მაგრად მაინტერესებს, ტყუილად რატომ უნდა შეაქო გუნდი, როცა არ ვარგა და შეუქებ თამაშს ეგ სწორი საქციელია?????????? ფარერებთან რომ გაფარჩაკდა გუნდი ეგრე გინდათ ძალად პროფესორებო?????? სტრესის ქვეშ ვერ ითამაშესო მოკლედ მილიონი სისულელის თქმას ჯობია თქვა რომ არაფრად არ ვარგოდა, სამარცხვინოზე სამარცხვინო იყო...................................
გია
08 ოქტომბერი 2020 23:36
27
გამწარებულები თითოეულ პენსიონერს დასდევენ ხმებისთვის, შენი ფეხბურთისთვის სცალიათ?))))))))))
ანაღვლე ამათ ფეხბურთი
09 ოქტომბერი 2020 19:44
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული