არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
კანკავა არის ნაკრების სული და გული,ის არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული კაპიტანი,ნამდვილი ლიდერი
levan
09 ოქტომბერი 2020 12:04
0
ორ რახიტ გუნდში, შემთხვევით ერთმა გაიმარჯვა. სირცხვილია ესეთი გუნდით თამაში ევროპაზე, პატრონი გვინდა ჯერ ნორმალური
გიგა
09 ოქტომბერი 2020 11:55
10
ყველაფერში პატრონს რანაირად ვეძებთ.ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს! 2 საუკუნის წინ თქვა იმ დალოცვილმა კაცმა. რა პატრონი რის პატრონი!
ექსპერტი
09 ოქტომბერი 2020 16:45
0
სამარცხვინო გუნდი გვყავს ძალიან სამწუხაროდ
mmm
09 ოქტომბერი 2020 11:46
19
კოსოვო ძალიან სწრაფი გუნდია და ისევ მაკედონიასთან გვერჩივნა თამაში.
David
09 ოქტომბერი 2020 11:15
2
სპორტალ მიზანმიმართულად რატომ შეცვალეთ ვაისის კომენტარი ჩაკვეტაძის შესახებ??!!!!!!!!! ის ამბობს, რომ წარმოუდგენელია ბოლო თამაშში ნახევარი საათი კლუბში ტრამვირებული ათამაშესო. ჩაკვეტაძის თავს ძალიან უცნაური ამბები ხდება მრჩევლების გამო. სანამ ჯვარედინებს გაიწყვიტავდა კლუბში შეხვეული მუხლით ათამაშებდნენ თამაშებს. ცოტა გავაკრიტიკეთ და მიზანმიმართულად უარი თქვა ინტერვიუების მიცემაზე. ტქვენს ჟურნალისტის ალეკო კაკაურიძის და მისი აგენტების ლაშა ჯაკობიას ინტერესებს ნუ გადავაყოლებთ ესეთ უნიჭიერეს ფეხბურთელს. არ დაბლოკოთ ეს კომენტარი ამისი მსგავსი ერთხელ უკვე დამიბლოკეთ. აქ თუ არ გაუშვებთ ფეისბუქის გვერდზე დაგიწერთ :))
კონსტანტინე თავართქილაძე
09 ოქტომბერი 2020 10:08
2
ლაშა სალუქვაძესაც შემოსწყრა,გიო ჩაკვეტაძე.ინტერვიუზეც უარი უთხრა.არადა სალუქვაძეს ცუდად არაფერი უთქვამს,ან ცუდად,კონტექსტიდან ამოგლეჯილი მიუტანეს ამბავი,ან კიდევ,უკვე ძალიან ცუდ დღეში აქვს ნერვები.რისი გადატანაც გიოს უწევს,ეს მეორეც არ გამიკვირდება,მაგრამ პირველი მიზეზი მირჩევნია,რომ იყოს.ვარსკვლავურ დაავადებას,გულში არ გავივლებ,არ არის ასეთი ბიჭი.ეტყობა ძალიან ცუდი არჩევანი იყო,გიოს გენტში გაშვება.გასაგებია,რომ კადრებში ძალიან უჭირთ,მაგრამ ახალგაზრდა ბიჭის ფაქტობრივად გამეტება,ლევან ყენიას ისტორიას მაგონებს, ძალიან ცუდად.კარიერა არ დაუნგრიონ,ბიჭს.
სოსო
09 ოქტომბერი 2020 14:47
1
ჩაკვეტაძე ჰაერივით ჭირდება ჩვენ ნაკრებს, მაგრამ რაც ილაპარაკეს ჟურნალისტებმა რა თქვეს ტყუილი?? გააკრიტიკეს კლუბი სადაც მოხვდა და რაც დამართეს ამ ბიჭს კარგად ვხედავთ. ფაქტიურად ტრავმირებულს ათამაშებენ, არ უფთხილდებიან. განსხვავებით სლუცკისა როცა ხვიჩამ ცხვირი დაიზიანა რამდენი ტური გამოატოვებინა სლუცკიმ, შეეძლო ცხვირის ნიღბით ეთამაშა მაგრამ გაუფრთხილდნენ!! ჟურნალისტები ჩაკვეტაძეს კი არა მესის და რონალდოს აკრიტიკებენ და ამის გამო არცერთი არ ებუტება ჟურნალისტებს, ეს არ ეკადრება გიორგის და იმედია მიხვდება ამას. კვარაცხელია ძალიან თავდაბალი ბიჭია და იმედია ესეთიც იქნება მომავალში, აი ამისგან უნდა აიღონ მაგალითი ფეხბურთელებმა!!!
zaza
09 ოქტომბერი 2020 10:40
1
შემდეგ ეტაპზე გასვლა დიდებულა, მაგრამ სწრაფმა გოლმა თამაშის ხარისხი გააფუჭა. გაუმართლებელია ასე ნაადრევად ანგარიშის შენარჩულებაზე თამაში, ანუ დაივიწყეს, რომ ბურთი მრგვალია. ასეთი თამაშით მაკიდონიასთან ნაკლები შანსი გვექნება, მაგრამ მანამდე დროა და ბიჭები ფორმაში შევლიან.
ჟორა გაბრიჭიძე
09 ოქტომბერი 2020 10:08
2
კიი, შევლიან :))))
XXX
09 ოქტომბერი 2020 11:30
1
გამარჯვება კარგია და მისალოცია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც კარგია. თამაშს, რაც შეეხება მაგაზე კარგს ვერ ვიტყვი. ბელარუსი საკმაოდ სუსტი გუნდია. უამრავი შეცდობა დაუშვეს და ვერცერთი ვერ გამოვიყენეთ. შემადგენლობაშიც უბდა შეიტანოს ცვლილებები და ტაქტიკაშიც, თორე მაკედონიას ვერ მოვუგებთ. ყაზაიშვილ ძირითადში რა უნდა?ლორიაც ვეღარაა ისეთი, როგორც ადრე
miro
09 ოქტომბერი 2020 09:55
1
გილოცავთ ყველას!!! წინ გადამწყვეტი მატჩია!!! მაქსიმალური მონდომებით, ყურადღებით და სიფრთხილით, იმედია მაკედონიასაც დავძლევთ!!! (საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ...)
tngh
09 ოქტომბერი 2020 09:28
1
მადლობა ბიჭებს და მადლობა ვაისს! მჯერა გავალთ ევროპაზე!
შოთა
09 ოქტომბერი 2020 09:20
3
ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას, გადაჭარბების გარეშე უდიდესი შედეგის ზღვარზე ვართ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ზღვარზე და ალბათ აჯობებს არ შევიდეთ ეიფორიაში ბელარუსთან გამარჯვების გამო მითუმეტეს ნაჩვენები თამაშის ხარისხი ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა (ეხლა არ დაიწყოთ ვაისმა თამაში დაუმალა მომავალ მეტოქესო !!!). P.S. ყველაფრის მიუხედავად, კარგათ ვითამაშეთ და მაგრამ წავაგეთ-ს ალბათ ესეთი საზიზღარი თამაშით მოგება მაინც ჯობია!!! წარმატებები ფინალში !!! თუნდაც ესეთივე უსახური თამაშით!!!
?!
09 ოქტომბერი 2020 09:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული