არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და ფინალშიც ასევე წარმატებით გვეთამაშოს!!! თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ თამაშით შორს ვერ წავალთ. ფლანგის მცველები, განსაკუთრებით მარცხენა მცველი ფაქტიურად არ გყვავს, გამოჩნდა რომ დვალის დაყენება არ შეიძლება. ძალიან დიდი პრობლემაა მომენტების რეალიზების. ოქრიაშვილმა ბევრი მომენტი შეანელა და სვლა ვერ მისცა, მესმის რომ ნომინალური ცენტრ.ფორვარდი არაა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ არ გამოსწორდება, უბრალოდ გადაგვივლის მაკედონია. მაკედონიასთან 2-3 შანსი გქვექნება და ის უნდა გავიტანოთ!!!
ხოსე იგნასიო
09 ოქტომბერი 2020 08:33
1
ასეთი ფეხბურთით ვაპირებთ ევროპაზე თამაშს?
Paata123
09 ოქტომბერი 2020 06:59
4
აბა არის სხვა?
13
09 ოქტომბერი 2020 10:24
3
ამ პატარაიას მე მგონი არავინ არ უქანავებს და რომ აგინებენ იმით იკმაყოფილებს თავს.
კახა ქ.
09 ოქტომბერი 2020 06:40
0
კლასთან ერთად რაც არასდროს აკლდა, ძაან ბევრი იშრომა ოქრიაშვილმა რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა, აშკარად ეტყობა დაღვინება. ყოჩაღ. საუკეთესი იყო კაკაბაძე. ყველა ელოდება მესის დონეზე თამაშს კვარაცხელიასაგან და მაგიტომაც გააკრიტიკა ზოგიერთებმა მაგრამ ჩემის აზრით ძაან მაგრად ითამაშა. დაცვაც კარგი იყო და ნახევარდაცვაც სოლიდური მაგრამ ის მოთამაშე გვაკლია რომელსაც აქვს “მკვლელის ინსტიქტი” და გოლის ალღო. ბევრ კარგს ვერ ვიტყვი მწვრთნელზე იმიტომ რომ ადრე შეიძლებოდა შენგელიას (ვინც ძაან კარგ ფორმაშია) და გვილიას თამაშში შემოყვანა. უბრალოდ შეუძლებელია მთელი თამაში პრესინგი ეთამაშო გუნდს და თავზე აჯდე. ამიტომაც გახდა შესაცვლელი კაკაბაძე, ოქრიაშვილი და კვარაცხელია.
ყოჩაღ ბიჭებო და მადლობა!
მთავარი თამაში წინაა
გუჯი
09 ოქტომბერი 2020 06:31
1
რა სასიამოვნოა საქართველოს თამაშს თბილისში, რუსულად რომ უსმენ კაცი, უხ გენაცვალეთ ვიდეოს დადებაში
giorgi gorgadze
09 ოქტომბერი 2020 05:02
0
სტადიონზე უფრო მეტ დისტანციას დაიცავდა ხალხი, ვიდრე ის რაც გარეთ ხდებოდა. ნიღბები უმეტესობას არ ეკეთა რაც ვიდეოში გამოჩნდა, დისტანცია 0. არ გჯერავთ კიდევ ამ ვირუსის?

გამარჯვებას რა ჯობია, მაგრამ ესე "ვი არ ზე ჩემპიონს" უსმინო, ჯერ კიდევ ერთი თამაში გაქვს დარჩენილი, ცოტა ზედმეტია მგონი. ვიზეიმოთ ჩრ.მაკედონიას რომ მოვუგებთ, მერე ! ჩამწიხლავენ ეხლა XD
giorgi gorgadze
09 ოქტომბერი 2020 04:59
3
შენ რომ გჯერა რა? სხვამ მასკა უნდა აიფაროს, იმუნური სისტემა გაინადგუროს, როგორც არმიაში მეტრ ნახევარი დისტანცია დაიცვას და მალე ალბათ უნდა ვიჯდეთ სახლში და რასაც ტელევიზიით მოგვაწვდიან სიმართლედ მივიღოთ,? ამ დაჯერებებს , ტელევიზორის მონობას მოეშვით და ცოტა გააზრებულად შესწავლეთ და შეხედეთ რეალობას. გახარიამ თქვა და პირი ამოვიქოლოთ მიდგომა თუ მოგწონთ კი ბატონო მაგრამ სხვას ნუ აძალებთ ამას. თქვენ არ გაქვთ ამის არანაირი უფლება და ვერც დააძალებთ
ნეო
09 ოქტომბერი 2020 09:40
10
მომილოცავს შემდეგ ეტაპზე გასვლა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა! ერთი კითხვა მაწუხებდა ყოველთვის. არა მარტო ამ ონლაინ გაზეთის, არამედ ყველა ანალოგიურ რედაქციების მიმართ. მოდი ვთქვათ ვაკო ყაზაიშვილმა ხოსეიგნასიოსთვის გამამწვავებელი შეტევა წამოიწყო და მაგ ქმედების მიმოხილვას ქართული მედიასაშუალებით ვერ დებთ. მაგრამ როდესაც ქვეყნის პირველი გუნდი ასპარეზობს და მიმოხილვაში არაქართულ ენას ვისმენ და თან ფეხბურთელებს ვავალდებულებთ საქართველო გაახარონ, რატომ არის უფრო ძნელი ქართული მიმოხილვის ვიდეოს დადება, ვიდრე საქართველოს ნაკრების საერთაშორისო ტურნირზე გასვლა?
შ. ჭ.
09 ოქტომბერი 2020 02:50
0
ძალიან გამეხარდა და ყველას გილოცავთ ფეხბურთელებიდან დაწყებული ამ მოგებას. ერთს ვისურვებდი რომ საჯარიმოს გარედან დარტყმები უნდა განხორციელდეს თითქმის ნოლია ყველა თამაშში და ფეხბურთი "დამკა" არ არის და არც რაგბი ბურთს დამიწება არ სჭირდება კარებში.
niko
09 ოქტომბერი 2020 02:34
1
გილოცავთ ყველას ამ წარმატებას, წინ ბევრი გამარჯვება და სიხარულია.
ფეხბურთი
09 ოქტომბერი 2020 02:07
0
ყველას გილოცავთ გამარჯვებას !!! ჩვენ გუნდს ყავს ყველაზე ძლიერი , ჟილკიან და მეომარი კაპიტანი !!! აი გადახედონ ბიჭებმა როგორი თავდადებით უნდა ითამაშო როცა საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გადიხარ !!! ბრავო ჯაბა , ბრავო ბიჭებს !!!
ჯონი
09 ოქტომბერი 2020 01:40
1
მართალი ხარ, მეგობარო, ჯაბა არის თავდადების ნიმუში, თუ როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის. საუკეთესო იყო მოედანზე!
გიგლია
09 ოქტომბერი 2020 11:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული