არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
გილოცავთ მეგობრებო!ვულოცავ ნაკრებს მძიმე გამარჯვებას.ამ ღამით ვიზეიმოთ და კრიტიკა,ხვალისათვის გადავდოთ.სალაპარაკო და გასაკრიტიკებელი,მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს.ხვალ,ცივ გულზე გავაკრიტიკოთ და შევაქოთ.
სოსო
08 ოქტომბერი 2020 23:54
0
გილოცავთ ყველას !

ერთზე ძალუან დამწყდა გული , 15 თუ 20 აუტი მოვაწოდეთ და ყველა არაზუსტად
ბესო
08 ოქტომბერი 2020 23:51
1
ყველას გილოცავთ გამარჯვებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ჯგუფში გამარჯვება, პლეი ოფში გამარჯვება ბელორუსთან არავის ემახსოვრება თუკი ევროპაზე ვერ გავედით, ასე რომ მთავარი თამაში წინაა და ჯერ საზეიმო არაფერი გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ მალე გვექნება! წარმატებები ბიჭებს და საქართველოს!
Irakli
08 ოქტომბერი 2020 23:50
0
ჩაკვეტაძეც რომ ყოფილიყო სულ სხვა თამაში იქნებოდა!...
buba
08 ოქტომბერი 2020 23:47
1

გილოცავთ ყველას! გუნდმა პრაგმატულად შედეგზე ითამაშა,სწრაფი გოლის მერე მეტოქეს კარში არ დაარტყმევინა. ვაისის კომენტარს გავეცანი და ამ შემთხვევაში მართალია ეს კაცი, მთავარი იყო მოგება,სანახაობრივ თამაშს არც ველოდი,ამისათვი მომდევნო ორი შეხვედრა აქვთ ბიჭებს და იმედია ლამაზი თამაშით გაგვახარებენ
irakli81
08 ოქტომბერი 2020 23:47
3
ლისაკოვიჩი არ დაეკარგოს არსად ბელორუსს :დ
გიორგი ბათუმი 97
08 ოქტომბერი 2020 23:45
0
ამას ფეხბურთის გარდა ყველაფერი ჰქვია. გილოცავთ ვისაც გინდათ მაგრამ სირცხვილია ამ გუნდით გასვლა უფრო შევრცხვებით ჩვენი ისტორიის გუნდი. არც ფეხბურთელები ვარგა და არც მწვრთნელი, მართლა სატირლად გვაქვს ამ ეტაპზე საქმე............
დიტო
08 ოქტომბერი 2020 23:44
24
* უფრო შევრცხვებით ჩვენი ისტორიის გუნდი*
რომელ ისტორიას გულისხმობ?
ნაკრები ხომ არ აგერია შემთხვევით?
საქართველოს ნაკრების ფანი
09 ოქტომბერი 2020 07:38
0
რახან მოვიგეთ თამაშის ხარისხზე აღარაფერს ვიტყვი გამარჯვებულებს არასამართლებენ.მთავარი შეხვედრა წინაა და იმ მატჩის ვერმოგების შემთხვევაში ამ სიხარულს აზრი დაეკარგება.წარმატებები
გიო ნოზაძე
08 ოქტომბერი 2020 23:41
1
გილოცავთ, მაგრამ გუნდი გვყავს ნ უ ლ ი. სირცხვილია გუნდიც და მწვრთნელიც..............
დათა
08 ოქტომბერი 2020 23:38
20
შენც.
ლევანი
09 ოქტომბერი 2020 00:22
2
მაგრად მაინტერესებს, ტყუილად რატომ უნდა შეაქო გუნდი, როცა არ ვარგა და შეუქებ თამაშს ეგ სწორი საქციელია?????????? ფარერებთან რომ გაფარჩაკდა გუნდი ეგრე გინდათ ძალად პროფესორებო?????? სტრესის ქვეშ ვერ ითამაშესო მოკლედ მილიონი სისულელის თქმას ჯობია თქვა რომ არაფრად არ ვარგოდა, სამარცხვინოზე სამარცხვინო იყო...................................
გია
08 ოქტომბერი 2020 23:36
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული