არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
მაინც უღიმღამო თამაში
ჯუბა
08 ოქტომბერი 2020 22:20
14
შენ ალბათ ღირსეული მარცხი გირჩევნია:)
გოგლიკა
09 ოქტომბერი 2020 01:31
0
მადლობა ყველას. მაგრამ ამ თამაშით ვერც ოსოვოს და ვერც მაკედონიას მოუგებთ
გიორგი
08 ოქტომბერი 2020 22:19
17
მო ვ უგებთ, გიორგი, მოვუგებთ. თუ ვასია ხარ ჰო, სწორად დაგიწერია. და თუ მართლა გიორგი ხარ - ჩვეულებრივი ანტიქართველი ხარ (ეს მაქს. რბილად)
Alexandre
08 ოქტომბერი 2020 22:46
10
გილოცავთ ყველა ქართველ გულშემატკივარს ისტორიულ მომემნტამდე კიდევ ერთი თამაში გვაშორებს.ძალიან გთხოვთ თამაშის გარჩევა არ დაიწყოთ ვაისს ეს უნდა ექნა ის უნდა ექნა ვასმა მიგვიყვანა იმ ერთ თამაშამდე რომლის მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ვართ რასაც ველოდებით 30 წელია .პ.ს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ასევე 11 ფეხბურტელი იდგა მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან.
zurabi
08 ოქტომბერი 2020 22:18
6
გააკეთე რა დროზე შეცვლები!!!
lasha
08 ოქტომბერი 2020 22:18
9
ასეთი უსუსური თამაშით მაკედონიასთანაც და კოსოვოსთანაც განწირულები ვართ
giorgi3
08 ოქტომბერი 2020 22:17
16
მადლობა ზოლოტოვს ოქრიაშვილის წაქცევისათის
შოკირებული გულშემატკივარი
08 ოქტომბერი 2020 22:17
3
ბრავო ხვიჩა!
ვაისი - ყაზახეთში
კობიაშვილი- ტელევიზიაში
გოგი
08 ოქტომბერი 2020 22:17
12
კობი ტელევიზიაში არა ძამიკო, უზბეკეთშია გასაყიდი ))))
Geo
08 ოქტომბერი 2020 22:28
4
ღმერთს მადლობა რომ გავედით, თუმცა... უმეტეს შემთხვევაში ძალიან ცუდად ვთამაშობდით, ვერ ვიყენებდით მომენტებს შეტევაში, ვაგვიანებდით პასებს, სწორ პასებს და მეორე ტაიმში თუ კარგად დააკვირდებოდით სრულიად ქაოსი იყო ჩვენ განლაგებაში... თამაშიდან რომ ბელარუსს ვერ გაუტან გოლს და გააზრებული შეტევა მხოლოდ 3-4 ჯერ რომ გამოგივა და 30 წუთიდან უმეტესად ბურთის შენარჩუნებაზე დაიწყებ ფიქრს ეგ ძალიან ცუდია...
ზუზუ
08 ოქტომბერი 2020 22:15
4
Shegrchat marjveni bichebo tqven genacvalet
Qartveli
08 ოქტომბერი 2020 22:13
1
წადით ბაბა და ითამაშეთ ჰოკეი!!!
კვარას და ჩაკვეს გარდა არარაობაა ეს ყველაფერი! მესხი საფლავში გადატრიალდება თქვენი თამაშით!!! ასეთი თამაშით თქვენ არაგაქვთ მომავალი!!!
Geo
08 ოქტომბერი 2020 22:13
36
ნერვებს მოუფრთხილდი
საქართველოს ნაკრების ფანი
08 ოქტომბერი 2020 22:52
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული