არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
ვულოცავ გამარჯვებას ნაკრებს დიდი იმედი მაქვს მაკედონია შეგხვდება ფინალში ჩემი აზრით უფრო სასურველი მეტოქეა ვიდრე კოსოვო რადგან ნათამშები გვაქვს უკვე და კიდე გივწევს
გელა
08 ოქტომბერი 2020 22:12
1
გენაცვალოთ თედო პაპა ღვერებში!!!!
თეოდორ რუზველტი
08 ოქტომბერი 2020 22:11
1
გილოცავთ! რათქმაუნდა სასიამოვნოა მოვლენა, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდით ყველა. არასოდეს ვყოფილვარ პესიმისტი და ცუდად განწყობილი ჩვენი გუნდისა და ფეხბურთელების მიმართ, მაგრამ მინდა გამოვხატო ჩემი შთაბეჭდილება თამაშზე ძალიან მოკლედ - ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი იყო ძალიან დაბალი, მოვიგეთ იმის ხარჯზე რომ გვყავდა ყველაზე სუსტი მეტოქე ამ ოთხეულიდან. ძალიან მინდა ფინალში გამარჯვება, მაგრამ...ასეთი თამაშით....ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე. p.s.ეს ჩემი პირადი აზრია და არავის არ ვახვევ თავს ჩემს მოსაზრებას, ვკითხულობ და ვეცნობი ყველას შეფასებას. წარმატებები ჩვებს გუნდს.
ტარიელი
08 ოქტომბერი 2020 22:10
8
ესეთი თამაშით მაკედონიასთან(კოსოვო) შანსი არ გვაქვს.
ოზეკი
08 ოქტომბერი 2020 22:09
17
მადლობა ბიჭებო ამ გამარჯვებისთვის!!! კი გვანერვიულეთ მაგრამ შედეგი ამად ღირდა. გილოცავთ ყველას!!! წარმატებები ფინალში!!! გისურვებთ მომდევნო შეხვედრის უფრო დამაჯერებელი ანგარიშით მოგებას. მაგრები ხართ!!! ყველამ ბოლომდე იბრძოლეთ. ცოტა რომ გაგმართლებოდათ მინიმუმ ერთ გოლს კიდევ შეგადებდით. ❤️❤️❤️
მალხაზი
08 ოქტომბერი 2020 22:09
0
გილოცაააააააააააააააააააააავთ. საფეხბურთო ღმერთი დღეს ჩვენსკენ იყო და იმედია მომდევნო 4 თამაშშიც მასე იქნება. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და გმირული თამაშისთვის. არავის გამოვყოფ უბრალოდ ყველა ფეხბურთელიან მწვრთნელებიანად და გულშემატკივრებიანად გმირები ხართ. მიყვარხართ ყველა.
roma bejanidze
08 ოქტომბერი 2020 22:09
1
გილოცავთ გამარჯვებას. თქვენი არვიცი მაგრამ თამაშის ხარისხი იყო საშინელი, ამ თამაშით კოსოვოსთან და მაკედონიასთან ძალიან გაგვიჭირდება. რაიყო ბოლო ნახევარი საათი ყველა დაცემაზე ფეხის გაჭიმვა შეიძლება? ანაც ნაწვიმარი არ იყო და ყოველ ნაბიჯზე ფეხის ასრიალება? მოკლედ ბელარუსთან რო ბოლო ნახევარი საათი დროის გაყვანაზე იჩალიჩებ ძალიან ტეხავს. ძალიან დაბალი დონის ნაკრები ყოფილა ბელარუსი, ნორმალური გუნდი ერთს მაინც შეირგებდა 10 უხეში შეცდომიდან რაც დაუშვეს. ოქრიაშვილმა სასიამოვნოდ გამაკვირვა, ძალიან ბევრი იბრძოლა, ეტყობა ქეცბამ ცოტა აზრზე მოიყვანა, მაგრამ ამ ქუსლს მაინც ვერ გადაეჩვია :დდდ
nedved
08 ოქტომბერი 2020 22:08
6
მოსალოცი და გასახარი ამბავია :) მაგრამ რა გაჭირვება იყო რუსული არხიდან რომ არ აგეღოთ ეპიზოდები...
ინოკენტი
08 ოქტომბერი 2020 22:08
0
გამჟვრა სული. გილოცავთ! ბევრია სამუშაო, ჩაკვე გვინდა!
ქომაგი
08 ოქტომბერი 2020 22:08
1
გილოცავთ ,გაიხარეთ ბიჭებო
ემიგრანტი ქაქუცა
08 ოქტომბერი 2020 22:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული