არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
ისეთ პენალტს, უმეტესობა არ დებს და გაგვიმართლა რომ დაგვიდეს. რომ არ დაედოოთ? ლორია, კაშია,კვერკველია, კვეკვესკირი, ვაკო და ოოქრი ვეღარ არიან ნაკრების დონისანი სამწუხაროდ, მეორე ტაიმში შეტევის ხაზი იყო ნული, კიტე რატომ გაიყვანა არ ვიცი. ნუ ახალგაზრდებს ვაისა აშკარად არ წყალობს, აბა შე კაცო, ლაკვეხელიანი გყავდეს და ნავალოვსკის იძახებ? ყაზაიშვილს ბევრად სჯობს ლობჟანიძე, ოქრი კიდე გულიანია , მარა ერთი ტაიმის მოთამაშეა. ბევრი იმსახურებს ნაკრებში თამაშს უფრო მეტად დღეს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ბიჭები, თუნდაც მაკარიძე ავიღოთ, ერთ მომენტში ლორიამ ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ დაუძახეს კიდეც, რას შვრებიო. ამდენი შეცდომას არც კოსოვო გაპატიებს , და არც არავინ. კანკავა რომ არ გვყავდეს, არ ვიცი რა გვეშველებოდა. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ ვაისს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ თვითონ დააკომპლექტოს სასტავი და ნაკრების ნაცვლად გვაქვს კლასტერი, რომლებსაც ევროპაზე არაფერი ესაქმებათ. ერთს ვიტყვი, ეს შემადგენლობა, ფინალს ვერ მოიგებს
ვასო
08 ოქტომბერი 2020 23:32
34
ვასო რა გინდა?
საქართველოს ნაკრების ფანი
09 ოქტომბერი 2020 07:49
0
კიტე იდგა და სწორედაც მოიქცა, რომ გაიყვანა. ყველაზე ცუდად ნახევარდაცვა გამოიყურებოდა. ერთი კანკავაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. კვეკვესკირი და კიტეიშვილი აშკარად დაიღალნენ. ზოგადად ეგ იყო მთავარი პრობლემა აქაც და მაკედონიასთან - აქ სუსტ ბელარუსს ვერ გაიტანეს თამაშიდან და ის კაცნაკლულ მაკედონიას.
????
08 ოქტომბერი 2020 23:44
2
გილოცავთ ყველა ქარველს
გიორგი დაშნიანი
08 ოქტომბერი 2020 23:19
0
თოკო, გილოცავ შენს გუნდთან ერთად, სულ გამარჯვებებით გევლოთ. შენი მუდამ მჯეროდა. ევროპაზე გატანილი გოლებიც მომელოცოს. გაიხარე, უფალმა დალოცოს.
გაიოზი
08 ოქტომბერი 2020 23:19
0
გილოცავთ ქართველებო! რაც შეეხება მატჩს: მთავარია მოვიგეთ! არ იყო ეს ფეერეული თამაში, ვერც იქნებოდა ბევრი მიზეზის გამო. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქეც ჩვენსავით ნახევარფინალს თამაშობდა და ყველაფერი დადო მინდორზე. ფიზიკურად კარგად მომზადებული, ხისტად მოთამაშე და ორგანიზებული გუნდი, რომელთანაც თამაში დარწმუნებული ვარ არავისთვის არ იქნებოდა მარტივი. ვინერვიულეთ, მაგრამ მოვიგეთ, თან ისე, რომ მეტოქეს პრაქტიკულად კარში არ დაურტყია. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს! ახლა მთავარია დავაგვირგინოთ ნოემბერში ეს ყველაფერი.
გიორგი
08 ოქტომბერი 2020 23:16
0
კაკაბაძე საუკეთესო იყო,კანკავასთან ერთად.ძალიან ნერვიულობდნენ,თორემ უფრო დამაჯერებლად მოიგებდნენ.ფინალი უფრო მძიმე იქნება.ნამდვილი ნერვების თამაში.ვაისი აშკარად ძალიან უკმაყოფილო,გაბრაზებული იყო.ალბათ მომენტების გამოუყენებლობის და სათამაშო დისციპლინის დარღვევის გამო.ღმერთმა არ ქნას და თუ წავაგეთ ფინალი ვაისის ბრალი არ იქნება,ნერვების ბრალი იქნება.წარმატება საქართველოვ...
Master
08 ოქტომბერი 2020 23:09
1
მე მეჩვენებოდა თუ მოედნის საფარი იყო საშინელ მდგომარეობაში?
sane
08 ოქტომბერი 2020 23:07
2
გეჩვენებოდა კი არა, მსგავსი სისაზიზღრე ვერც კი წარმომედგინა დინამოზე
სიმართლე
08 ოქტომბერი 2020 23:27
2
კი, მოედნის საფარი იყო ძალიან ცუდი. აბა ასე წარა-მარა წაქცევა არაფრიდან. ბურთო დახტოდა . ზევიდან ჩამოვარდნილი რაღაცნაირად ხტებოდა. იქნებ მომეჩვენა, მაგრამ იმის შემდექ რაც მაკედონიასთან წყალბურთი ვითამაშეთ , რა გიკვირთ ?!
giorgi
08 ოქტომბერი 2020 23:21
0
ორ უვარგის მკვდარ გუნდში ერთმა გაიმარჯვა შემთხვევით. ფეხბურთის გარდა ყველა სპორტს გავდა...........
გია
08 ოქტომბერი 2020 23:06
32
გიას—- შენ შემთხვევით ალბათ სხვა სტრიმი ჩართე
ემზარ დუისბურგი
08 ოქტომბერი 2020 23:37
1
შენ რა და რა სპორტი გაქვს ნაყურები?
საქართველოს ნაკრების ფანი
08 ოქტომბერი 2020 23:32
8
მე კმაყოფილი ვარ გებაცვალეთ გილცავთ უმაგრესი ბიჭები ხართ წინ კიდევ უფრო დიდი ბრძოლა გველოდება
თ.ქ
08 ოქტომბერი 2020 23:04
3
სამარცხვინოზე სამარცხვინო ჭ-კლასის გუნდი გვყავა სამწუხაროდ
კაკო
08 ოქტომბერი 2020 23:00
41
ჭკაკო მაგდენი ლუდი არ უნდა დაგელია, ხომ ხედავ გააპათოლოგე
სიმართლე
08 ოქტომბერი 2020 23:10
3
მეამაყებით, ბრძოლისთვის.
გავიმარჯვეთ.
ხარისხი მოვა.
(თორნიკეს ერთ მომენტში, ხვიჩასთვის პასი უნდა მიეცა).
100%
08 ოქტომბერი 2020 22:53
2
მაგ მომენტში,თორნიკემ ვეღარ გაიგო,ხვიჩა,მარჯვენა ფლანგზე გადავიდოდა თუ თვითონ უნდა წასულიყო მარჯვნივ.ხვიჩას მოძრაობას დაელოდა და ყოყმანში დრო დაკარგა.საერთოდაც გადაწყვეტილების მიღება,შეტევის განვითარებაში,ძალიან გვიჭირდა და ყოვნდებოდა.ამ თამაშში,ეს ჩვენი,ყველაზე დიდი ნაკლი იყო.მუდმივად ორჭოფობდნენ,გაემწვავებინათ თუ ბურთი დაეჭირათ და ამან დაშალა თამაში.პრესინგით,მეტოქის კართან ართმევდნენ ბურთს და მერე,აღარ იცოდნენ რა ექნათ.გამთამაშებელი და გამტანი,ისევ უდიდესი პრობლემაა,ფიზიკურ მომზადებასთან ერთად.უკვე მერამდენე თამაშია,გოლი პენალტებით გაგვაქვს.სხვათა შორის ამ ორჭოფობის გამო,ენერგიაც გაცილებით მეტი გვეხარჯებოდა და ამიტომაც დაიღალნენ,უკვე ერთი საათის შემდეგ
სოსო
09 ოქტომბერი 2020 15:03
0
100 % :) კარგია რომ დაწერე, თავის დროზე უნდა მიეცა და გოლი იქნებოდა, მერე ხვიჩას დაბრალდა ფაქტიურად და მაგის ბრალი არ იყო. დააგვიანა თორნიკემ , იღორა მოკლედ :)) მარა დღეს ყველას ეპატიება, მით უფრო ოქრის და ხვიჩას, გილოცავთ ყველას
გადასარევი გიორგი
09 ოქტომბერი 2020 01:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული