მაკედონიური მედია: მაკედონია კლასია - ახალი ისტორიის დასაწერად თბილისში მიემგზავრებიან!

AutoSharing Option
ევროპირველობის ნახევარფინალში საქართველომ ბელარუსი (1:0), ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ კოსოვო დაამარცხა (2:1) და ერთმანეთს ფინალში თბილისში შეხვდებიან.

კოსოვოს ძლევის შემდეგ მაკედონიელები აღფრთოვანებულები არიან. მათი წამყვანი სპორტული გამოცემა "სპორტმედია" წერს, რომ ევროზე გასვლის დიდი შანსი აქვთ.

"მაკედონია ფინალშია. ჩვენ გვაქვს კლასი კოსოვოს დასამარცხებლად და...

ჩვენი ლომები ეპოპეისაკენ მიისწრაფვიან! ახალი ისტორიის დასაწერად თბილისში მიემგზავრებიან!

გამარჯვება! შესანიშნავია! მაკედონიას მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. ოცნება მალე ასრულდება. გუნდი გეგმის მიხედვით მიიწევს წინ. მაკედონია - ეს კლასია. ახლა კოსოვომ იცის, ვინ ვინაა. ჩვენ პანდევის სახით გვყავს
"ათიანი" დიდი გულითა და გონებით.

ახალი სიხარული, ყოჩაღ მაკედონია! ერთი თვის შემდეგ ელიტაში მოსახვედრად თბილისში მივემგზავრებით. გაიხარე მაკედონიავ ამ ბიჭებით!".

მკითხველის კომენტარები / 21 /
კარგით ხალხო, რა გჭირთ. არ მინდა იმ ქალივით გამომივიდეს, მაგრამ არაფრისთვის არ მიგვიღწევია ჯერ ისეთისთვის, რომ ასე ავჟიტირდეთ. რეალობა ისეთია, რომ მაკედონია იქნება ცოტა უფრო ფავორიტი, გამომდინარე პანდევის ფაქტორისა და კიდევ ყავთ რამდენიმე ფეხბურთელი ძლიერ ლიგებში. ალბათ საშინაო ფაქტორიც (უმაყურებლობის მიუხედავად) დაგვეხმარება, ცოტაც უნდა გაგვიმართლოს და გავიდეთ იქნებ ამ ევროპაზე, მაგრამ ახლა დავშოშმინდეთ რა, უხერხულია ცოტა არ იყოს...
levani
18:03 09-10-2020
0
ჩაკვე ჩადგეს ფორმაში და აქედან დაგანახებთ ინდოეთს!!! მგონი მანდ ჩაისვარა ნამდვილმა მაკედონელმა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული