"ჯვაროსნებთან" მატჩისთვის სომხეთის ნაკრებს მხითარიანი დაუბრუნდა

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს შეხვდება. როგორც იცით, უეფას გადაწყვეტილებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის გამო, მატჩი ერევნის ნაცვლად პოლონეთის ქალაქ ტიხში ჩატარდება.

სომხეთის ნაკრებმა პოლონეთში გამგზავრების წინ ერევანში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გუნდს დაუბრუნდა მისი ტრავმამორჩენილი ლიდერი და კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც ბოლოს 8 აგვისტოს ბოსნიასთან ითამაშა და მას შემდეგ 6 მატჩი გამოტოვა.

სომხეთის ეროვნული გუნდი ტურნირზე პირველ ტურში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს 2:0 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
სოსოს-ს გასაგებია მეგობარო, იქ ომია კი ბატონო, მარა ჩვენ არ ვართ აზებაიჯანი. მაგ ლოგიკით საქართველოშიც ომია , ომია არაა ? აბა რა არი დავით გარეჯში რაც ხდება, რუსეთი რო ყოველდღე ღობავს ტერიტორიას, დღესვე სრული იფლება გვაქ შეიარეღებულ შეტაკებებში გადავზარდოთ, იმიტომ რო ჩვენ ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯარი შემოიყვანეს უკანონოდ და აღარ გვიშვებენ, ჩვენ არ გვაქ უფლება თითქოს რო ჩვენი ტერიტორიები შეიარაღებული ძალებით დავიცვათ, ესაა მშვიდობა? აბა კითხეთ იმ ხალხს თავის ეზოებიდან ხან რძალს რო ტაცებენ და ხან კიდე გლებეს რო იტაცებენ, ომი თუ არაა. ჩემი აზრით ჩვენ გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვართ , სომხებს ომის წარმოების უფლება მაინც აქვთ და ჩვენ ესე ვზივართ და ვუყურებთ ვინ სად აღშფოთდება, ამაში ჩვენი ხალხის ბრალი იმდენი არაა რაც ჩვენ ხელისუფლებებში, ყველა ჩმორი და მედროვე მთავრობა შეგვხვდა, ედიკაც, მიშაც და ბიძინაც, თორე ასეთ რამეს რო ყლაპავს მთავრობა ესეიგი ჩმორი და უთავმოყვარე ხარ! ( მთავრობას ვგულისხმობ) .// ჩვენ ჩვენი ომი გვაქ და იმის გამო რო ყარაბახში ისვრიან ჩვენ ქულების დაკარგვას და სომხებთან წაგებას გაგებით არ უნდა მოვეკიდოთ! პირიქით უნდა მოვიგოთ რო დავანახოთ რო აქ ვართ ქართველები და არ გადავშენებულვართ!! სპორტია და ყველაფერი ხდება მაგრამ მოსაგებია ეს თამაში თორე მოგვიწევს შემდეგი მსოფლიოს ყურება ისევ საქართველოს გარეშე!! ერთი გაფართხალებით არ უნდა ვკმაყოფილდებიდეთ! ისლანდია ნახე რას შვება, რუმინეთს ისლანდიის ხელა სოფლები აქ და დასვა სახში ამხელა ქვეყანა !!
Vasili
14:18 10-10-2020
2
დრო დაგეწერათ, რომელზეა თამაში?
გადასარევი გიორგი
14:11 10-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული