საქართველო - სომხეთი 5 ნათამაშები მატჩის ისტორია[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვალ, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.

ეს შეხვედრა ერთა ლიგის მესამე დივიზიონის ეგიდით იქნება გამართული.

საქართველო და სომხეთი ერთმანეთს 5 ჯერ შეხვდნენ , ჩვენების ანგარიშზე 3 გამარჯვება გახლავთ, 1-ში დავმარცხდით, ხოლო 1-იც ფრედ დასრულდა.

პირველი შეხვედრა 1997 წლის 30 მარტს გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით 7:0 იმარჯვა.

გოლები გაიტანეს: შოთა არველაძე(3), გიორგი ქინქლაძე, აჩი არველაძე(2), მიხეილ ყაველაშვილი.

მეორე შეხვედრა 2000 წლის 6 თებერვალს გაიმართა, სადაც ჩვენებმა მეტოქე  2:1 დაამარცხეს.

გოლები გაიტანეს: ზაზა ჯანაშია, ზურაბ
მენთეშაშვილი, სომხეთიდან - ვარდან ხაჩატრიანი.

მესამე შეხვედრა, რომელიც 2000 წლის 26 აპრილს გაიმართა, უგოლო ფრით დასრულდა.

შემდეგი მატჩი 2004 წლის 21 თებერვალს შედგა და ჩვენმა ნაკრებმა დათმო ეს მატჩი, ანგარიშით 0:2.

გოლის ავტორები: არმან და ართავაზ კარამიანები.

ბოლო შეხვედრა 2011 წლის 9 თებერვალს შედგა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა 2:1 დაამარცხა მეტოქე.

ჩვენებიდან იაშვილმა და სირაძემ გამოიჩინეს თავი, ხოლო სომხეთის რიგებიდან - მანუჩარიანმა.

იმედი მაქვს ხვალ მეოთხე გამარჯვებას მოვიპოვებთ მეზობელ ქვეყანასთან.

ეს კი ურთიერთშეხვედრებში ჩვენი ნაკრების პირველი მატჩის გოლებია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
დააკვირდით. დიქტორი თამაშს თითქოს არც უყურებს. გვარებს არც ამბობს, ზოგადი ფრაზები, წინ პასი, დარტყმა. ბოდიშით, ამასობაში გოლი გავიდა. თანამედროვე დიქტორებს ზუსტად ასე უაზრო, უინტერესოდ მიჰყავთ თამაშები. მაშინ სხვა დრო იყო, ეხლა სხვააა. მარტო სტატისტიკა დაამატეს და მთელი მატჩი წინა შეხვედრების სტატისტიკაზე ლაპარაკობენ. კარგი რა ძმებო. დაიწყო თამაში, მორჩა ამ მატჩზე ილაპარაკე. სტატისტიკა დამთავრდა, და გვარები თქვი, სივრცე აღწერე. ოღონდ მოკლედ, თითქოს სამხედრო იყო. და ბოლოს გოლს რომ გაიტანენ ჩვენები, იყვირე გოოოოოოოლ. ისედაც კვარტალში ერთხელ გაგვაქვს.
ჰაჰა
14:34 10-10-2020
3
2:0 მოგვიგეს კვიპროში ჩატარდა თამაში დს საქართველო მეორე შემადგენლობით იყო..
გოგა
14:17 10-10-2020
3

სიახლეები პოპულარული