11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს შეხვდება. როგორც იცით, უეფას გადაწყვეტილებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის გამო, მატჩი ერევნის ნაცვლად პოლონეთის ქალაქ ტიხში ჩატარდება.
სომხეთის ნაკრებმა პოლონეთში გამგზავრების წინ ერევანში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გუნდს დაუბრუნდა მისი ტრავმამორჩენილი ლიდერი და კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც ბოლოს 8 აგვისტოს ბოსნიასთან ითამაშა და მას შემდეგ 6 მატჩი გამოტოვა.
სომხეთის ეროვნული გუნდი ტურნირზე პირველ ტურში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს 2:0 სძლია.