ლევან სალუქვაძე საქართველო ბელარუსზე: "ახლა მოგინდათ ლამაზი თამაში?! ძლივს გავედითო ამბობთ და საქართველოს ნაკრები 70-იანი წლების ბრაზილია გგონიათ?!"

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საქართველო ბელარუსის მატჩის შესახებ ისაუბრა.

"მოვიგეთ ბელარუსთან და გავედით პლეი-ოფში... ეხლა თუ მოვიგებთ გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე და თაობების ოცნება ასრულდება.

ბევრი წავიკითხე ძლივს გავედით, ესე გავედით, ისე გავედით... კარგით რა, თქვე კაი ხალხო! თან გავედით და ლამაზად გავიდეთ 70-წლების ბრაზილია ჰომ არ ვართ?!

ვართ საქართველოს ნაკრები და შეეგუეთ და გაუსწორეთ რეალობას თვალი, რომ სადაც მივედით, ძალიან კარგია რომ მივედით.

გვაქვს უნიკალური შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვყავს
გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის ღირსია, მაგრამ მოგვცეს ერთა ლიგით ამის შანსი არ სჯობია გავიდეთ?!

ადრე, რომ ვიტყოდით ანდორასთან მოვიგეთ და თამაში არ მოგვეწონაო, გამოვარდებოდნენ და რა არ მოგეწონათ მთავარია მოვიგეთო და ეხლა რა მოწონება-არმოწონებაზე დამიწყეთ საუბარი ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის მერე?!

მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ირლანდიას და ალბანეთს ასჯერ შევხვდით უკვე და ნიდერლანდებთან ერთხელაც არ გვითამაშია.

მაკედონია ძალიან ძლიერი გუნდია და მგონია, რომ იქ თამაში იქნება დაზვერვა და ფინალური მატჩისთვის მზადება.

სიმართლე გითხრათ, მეც შემტევი და აქტიური ფეხბურთის მოყვარული ვარ, ეს არაერთხელ მინახავს და მინდა კიდევ ვნახო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ თამაშში მთავარია გავიდეთ და როგორ მოხდება ეს ენა არ მომიბრუნდება.

ერთადერთი ენა მომიბრუნდება იმაზე, რომ დააყენეთ ეს კვარაცხელია თავის ადგილას რა... რა კარგი ბიჭია და "თამაში გააკეთა". საუკეთესოა და იმ პოზიციაზე დააყენეთ რაც "რუბინში" აქვს.

მარცხენა ფლანგზეა მაგის ადგილი და ასე არის ბავშვობიდან. მოკლედ, ყველას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 47 /
მართალს ამბობს ეს კაცი! ვაისი რომ არ ურევდეს "სასტავს" უკეთესად ვითამაშებდით. ყველა ხედავს რომ ამ წუთში ყველაზე უკეთესი შეტევაში მარცხნიდან კვარაცხელიაა და მარჯვნიდან შენგელია! ამას ბრმაც დაინახვას! ვაისი ვერხედავს? ესტონეთი- კვარაცხელიას ფლანგური შეტევა და კაჭარავას გოლი! მაკედონია- კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგიდან შესვლა და პენალტი! ბელორუსი- კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგიდან გარღვეა და ზუსტი პასი ისევ პენალტი! აბა ამას კაცი რომ ვერ დაინახავ რა უნდა თქვა! დაამატე შენგელია და ფლანგები ითამაშებენ როგორც ესპანეთი და პორტუგალია!
მწრთვნელი
10 ოქტომბერი 2020 15:28
12
ისე ყველა მაგას ამბობს რომ მარცხნიდან ჯობია კვარა, მარა ბოლო თამაშებში თქვენც აღნიშნავთ რომ ყველა მომენტი და გოლი, კვარას მარჯვნიდან შეტევას მოყვა... არა მეც ვფიქრობ რომ მარცხნიდან ჯობია მარა იქნებ ესეც ჯობდეს, ასე დაბეჯითებითაც ვერ ვიტყოდი
რა მაფიაა?
10 ოქტომბერი 2020 18:06
0
აქ საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს - ლამაზად გავდივართ, თუ უშწოდ, არამედ იმაზე, რომ ისეთი თამაშით, როგორიც განახევრებულ ბელორუსთან ვაჩვენეთ, მაკედონიასთან ვერ მოვიგებთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება და ქართული ფეხბურთი ღრმა ფრუსტრაციაში აღმოჩნდება... რა და როგორ შევცვალოთ და ვინ რომელ ფლანგზე მოვხოდოთ, ამაზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, მაგრამ დასკვნა ცალსახად სწორი უნდა გამოვიტანოთ - თუ ევროპაზე გასვლა გვინდა, იმაზე მთელი თავით გამართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც ბელორუსთან ვითამაშეთ...
მ.ტ.
10 ოქტომბერი 2020 15:08
7
ლევან ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო კომენტატორი ბრძანდებით, პირდაპირი და ობიექტური განცხადებებით, გეთანხმებით ამჯერადაც
Batumi90
10 ოქტომბერი 2020 15:25
9
ამ რეკლამებით რა შეჭამეთ ტვინი შემზიზგდა უკვე ამ საიტზე შემოსვლა რა უბედურებაა
რომა
10 ოქტომბერი 2020 19:54
2
ეს კაცი დინამოშიც მუშაობდა, ეროვნულ ნაკრებშიც და ზოგადად ფეხბურთის ძლიერი სპეცისლისტია და მოეკითხება აზრი. ბუნებრივია არც ვაისია სულელი და ალბათ ყველაზე უკეთ იცის ბიჭების შესძლებლიბები და სათამაშო პოზიცია თუმცა! მე ვიტყვი რომ ვაისი გებიოსია და ჩვენ ყველანი არიფები თუ მომდევნო 2 თამაშშიც ხვიჩას მარჯვნივ დააყენებს და მაკედონიელებთან გადამწყვეთ დაპირისპირებაში მარცხნივ! ხვიჩა დღეს ჩაკვეტაძის არყოფნაში ერთადერთია ვისაცთამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მეტიც, შეუძლია კი არა წყვეტს აგერ უკვე ნახევარი წელია უკლებლივ ყველა თამაშში კლუბშიც და ნაკრებშიც. გვყავს სუპერ ვარსკვლავი ხვიჩა (მარცხნივ) და ძლიერი ხვიჩა მარჯვნივ. მოკლედ დაველოდოთ....
ხვიჩა მარცხნივ!
10 ოქტომბერი 2020 14:53
7
დიდად არ მომწონს ეს ბატონი, როგორც კომენტატორი, მაგრამ ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ხარისხს მნიშვნელობა არა აქვს და მთავარია შედეგი, შედეგი არის და ამისთვის მადლობა ვაისს და ბიჭებს. გადამწყვეტი თამაში ბევრად უფრო მაღალი ხარისხის უნდა გამოვიდეს, მჯერა, რომ ასეც იქნება! ის დინამოც ასე ადვილად ვერ მოუგებდა მინსკის დინამოს, ასეთი პრინციპული თამაში რომ ყოფილიყო.
10 ოქტომბერი 2020 18:12
4
დიახაც ბელორუსიის დონის გუნდთან, სადაც მაქვს მეტი პოტენციალი და შეტევის შანსი, მავს ამბიცია რომ დამაჯერევლად მოვუგო და არა ასე უღიმღამოდ! ესპანეთთან 1-0 რომ გაგვივარდა მაშინ ხომ არ უთქვამს ვინ№ეს რატომ არ ვუტევდით, ბურთის ფლობის პროცენტულობით ვარ უკმაყოფილოო? და საერთოდ ამ კუშნახევარას აზრი რას გამომიჭიმეთ აქ
valeri
10 ოქტომბერი 2020 14:45
23
ამ კაცმა გარისკა და პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი ადგილი არაა ევროპის ჩემპიონატზე,ვაისი აქ არაფერ შუაშია, ეს ფედერაციის , უფრო სწორად კალა-კობის და ძმანნი მისნის , ანუ კლასტერის ბრალია და სანამ გუნდში იქნებიან ფედერაციის ფავორიტები, მანამდე გუნდი არ გვეყოლება. ზუსტად მათ შეეწირა და კიდევ შეეწირება ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც იბლოკებიან და ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევატ. ებრალიძე, არაბიძე, მჭედლიშვილი, ბერიძე, ლაკვეხელიანი, ზარანდია, ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი და ბევრი სხვა კიდევ . მათ, მხოლოდ მაშინ ათამაშებენ, როცა იძულებულნი არიან, თან ათამაშებენ მათთვის შეუფერებელ პოზიციებზე, რომ ვერ გამოჩნდნენ და მერე თქვან რომ ვათამაშეთ და ვერაფერი ვერ ქნესო. არაფრიტ არ ათამაშეს არაბიძე, ებრალიძე, ზარანდია, საბა ლობჟანიძე, მაშინ როცა ისინი უმაგრეს ფორმაში იყვნენ, ეხლა არ ათამაშებენ ლაკვეხელიანსა და ზივზივაძეს, თან ამბობ, რომ ამ პოზიციებზე გიჭირს. ერთხელ ათამაშეს საბა ლობჟანიძე ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე და ყველამ დავინახეთ, რომ აქ ის უალტერნატივოა, მათაც დაინახეს ეს და ის იყო და ის, მერე შანსი აღარ მისცემია, რადგან მერე ფედერაციის პროტეჟეებს ვეღარ ათამაშებდნენ. არადა, როცა ბიჭები თავს იკლავენ , თამაშობენ და ხედავენ რომ ამაოა მათი წვალება, ფუჭდებიან, რადგან თუ ფეხბურთელი ნაკრებში არ თამაშობს, ის ვერც საკლუბო დონეზე ვერ მიაღწევს წარმატებას. ჯგუფი ჩაკვემ მოგვაგებინა, ახლა ხვიჩა ქაჩავს. არჩევნების გარეშე გავიდა პრეზიდენტად კობი. აი შედეგიც. არც ის იყო პენალტი, თურქმა მსაჯმა რომ დადო, ბეჭით იყო ძალისმიერი თამაში, ბრძოლა და ოქრიც დაეცა, მაინც რა მიდრეკილება აქვს მიწაზე გორიალის ამ ბიჭს. პენალტი კი გააქვს და გულიანიც არის, მაგრამ ძალიან შორსაა იმ ოქრიდან რომელიც გვახსოვს. გამოცდილება ამათ აქვთ, მაგრამ ვერ დარბიან ვერააა, ვერ ამწვავებენ, ამ ვაკომ კიდევ კარში დარტყმა ვერ ისწავლა და ჰე. აი, ნახავთ ეხლა სომხეთთან და მაკედონიასთან რაც მოხდება, თუ იმავე შემადგენლობას დააყენებს, დაცვაშიც, კარშიც და შეტევაშიც. ერთადერთი, კვარა თუ მოიპოვებს პენალტს და ოქრი გაიტანს და ეს თუ გვიშველის ან მსაჯი, თურქი არბიტრივით. რა იყო ბიჭო, არ შეიძლება რომ სამართლიანად და დამსახურების , პროფესიონალიურად მივუდგეთ საქმეს? ათამაშე ვინ ფორმაშია, მიეცი შანსი, ეხლა რომ ეს ბიჭები ატამაშონ, შეიძლება ერტ თამაშში ვერ აჩვენონ საკუთარი თავი, რადგან არც იცნობენ ერთმანეთს მინდორზე, არ მისცემიათ შანსი და ვართ ასე წამებაში, როდემდე? ხოდა ეს თქვა სალუქვაძემ ზუსტად და საღოლ. გამგებმა გაიგო. დამესიეთ ეხლა. გუნდი გვინდა, კარგი, სწრაფი, გამარჯვებაზე და წინსვლაზე ორიიენტირებული. ამ ერთხელ დამიბეჭდეთ და მეტს საერთოდ აღარ დავწერ არასოდეს
ვასო
10 ოქტომბერი 2020 17:32
35
ვასო, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც, პოსტის შინაარსის გამოკვეთილად და თვალში საცემი მიკერძოების გამო, ვერცერთ პუნქტში ვერ დაგეთანხმება მეტ-ნაკლებად ობიექტური ქომაგი.
ALEXANDER
10 ოქტომბერი 2020 18:33
2
მშვენივრად განმარტე ოღონდ ცოტა მოკლედ თუ დაწერ ყველა წაიკითხავს რადგან ჭკვიანურის ბევრის კითხვისგან თავი ტკივილს იწყებს ისე საინტერესო მოსაზრებები გაქვს და ბევრს მოეწონება რაც აქ დაწერე
შოკირებული გულშემატკივარი
10 ოქტომბერი 2020 19:08
10
ევროპაზე სუსტი და შემთხვევით მოხვედრილი გუნდი არ არსებობს იმ გამონაკლისის გარდა როდესაც მასპინძელი გუნდი ავტომატურად ხვდება ჯგუფში. შესარჩევი ქვია, ერთა ლიგა, ფლეიოფი თუ სადასასვლელი მატჩები რაც გ უნდა ის უწოდე ბიჭებმა ვაისთან ერთად რთული გზა განვლეს ყოველგვარი ჩავარდნების გარეშე. 7 მოგება და 1 ფრე! აი როგორ მოვედით აქამდე და თუ მეცხრე და გადამწყვეტ თამაშსაც მოვიგებთ მსოფლიოში ვერავინ იტყვის დაუმსახურელად გავიდნენო. ჩვენნაირი “სუსტი” გუნდწბიო რომ ამბობთ, გადახედეთ ფინალისტ გუნდებს - სერბეთი, შოტლანდია, ისლანდია, უნგრეთი, ირლანდია სლოვსკეთი.... ნახევარფინალებში გავარდნენ ნორვეგია, ბოსნია, ბულგარეთი, რუმინეთი... აქამდე ვინც მოვოდა ყველა ღირსეულად მოვოდა და ფინალში ამათ შორის საუკეთესოები გაიმარჯვებენ. ხოდა დიდი ალბათობით მათ შორის საქართველოს იქნება და ეს ფანტასტირად მაგარი შედეგი და მოვლენა იქნება! ნამდვილად ისტორიული მოვლენა რომლის შემოქმედები ჩვენი ბიჭები და ვაისი არიან. ხოდა თქვენ იძახეთ შემთხვევაში, მოვიგეთ, შემთხვევით კიდე მოვიგეთ, შემთხვევით ყველა თამაშები მოვიგეთ (1 ფრე), ფინალშიც შემთხვევით გავედით და ალბათ იქაც შემთხვევით მოვიგეთ და ჩვენი “უსუსტესი” გუნდი შემთხვევით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!
ზაზა
10 ოქტომბერი 2020 19:50
4
ბელორუსთან ძალიან ცუდად ითამაშეს და ამ ლოგიკით ვერც ბელორუსებისთვის ვერ უნდა მოეგოთ.მაკედონიელთა პირველი შემთხვევით გასული ბურთი რომ არა შესაძლოა ვერც იმათ მოეგოთ კოსოვოსთან...ისიც კარგად ახსოვს ყველას რომ თვეების უკან მაკედონია კი არა კოსოვო ითვლებოდა ფავორიტად და ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ ბელორუსებს ვერ მოუგებს საქართველოო!? და უფრო "კონპეტეტურები" ჩანკვეტაძე(ეს ბიჭი კარგად იყოს)თუ ფორმაში არ იქნა ბელორუსთან წასაგებად ვართ განწირულიო. მოკლედ ფეხბურთის ამ "დიდი პროფესორების" შორსმჭვრეტელობა და წინასწარმეტყველება არ გამართლდა.საბედნიეროდ საქართველოს ნაკრებმა შეძლო ბელორუსის დამარცხება და მე მჯერავს მაკედონიასაც დაამარცხებს.
მ.დ
10 ოქტომბერი 2020 15:56
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული