სომხეთის ნაკრები გუშინ ჩაფრინდა პოლონეთში და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგაზე მატჩისათვის სამზადისს შეუდგა. ტრავმით გამოწვეული 14-თვიანი პაუზის შემდეგ მეტოქე გუნდს მისი კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი დაუბრუნდა, რომელმაც პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:
"ბიჩახჩიანთან ერთად პირველად ვივარჯიშე, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. სწავლის სურვილი აქვს. თუ იშრომებს, ბევრს მიაღწევს. ჩვენ ახალგაზრდების დახმარებას ვცდილობთ. ნაკრები ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთის დასახმარებლად მზადაა.
მომავალი შეხვედრის მნიშვნელობა გვესმის, გამარჯვებისა და სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
საქართველოს თამაში გავაანალიზეთ. უკანასკნელი მატჩები ურიგოდ არ ჩაატარეს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ვეცდებით
მეტოქე გავაოცოთ და წარმატებას მივაღწიოთ".
საქართველოს თამაში გავაანალიზეთ. უკანასკნელი მატჩები ურიგოდ არ ჩაატარეს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ვეცდებით
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პოლონეთის ქალაქ ტიხში 11 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
თამაში აჩვენებს ყველაფერს და არა კომენტარები)