ჰენრიხ მხითარიანი: საქართველოს კარგი თამაში არაფერს ნიშნავს - უნდა გავაოცოთ

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრები გუშინ ჩაფრინდა პოლონეთში და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგაზე მატჩისათვის სამზადისს შეუდგა. ტრავმით გამოწვეული 14-თვიანი პაუზის შემდეგ მეტოქე გუნდს მისი კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი დაუბრუნდა, რომელმაც პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ბიჩახჩიანთან ერთად პირველად ვივარჯიშე, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. სწავლის სურვილი აქვს. თუ იშრომებს, ბევრს მიაღწევს. ჩვენ ახალგაზრდების დახმარებას ვცდილობთ. ნაკრები ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთის დასახმარებლად მზადაა.

მომავალი შეხვედრის მნიშვნელობა გვესმის, გამარჯვებისა და სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

საქართველოს თამაში გავაანალიზეთ. უკანასკნელი მატჩები ურიგოდ არ ჩაატარეს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ვეცდებით
მეტოქე გავაოცოთ და წარმატებას მივაღწიოთ".

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პოლონეთის ქალაქ ტიხში 11 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 41 /
აგიხდა წინათქმა,გაოცებულები ვართ ჰენრი
ბაჩი
11 ოქტომბერი 2020 22:14
0
საზღვარგარეთ ვინც უყურებს ნაკრებიას თამაშებს, იქნებ ლინკი დადოთ!!! წინასწარ მადლობა!!!
დათო
11 ოქტომბერი 2020 17:48
0
გაგვაოცე ჰენრი და გაოცმაგებული ენერგიით მოგიგებთ
ბაჩი
11 ოქტომბერი 2020 15:47
0
მუდმივი პრესინგი, აგრესია, ვ ე რ შეგუება მეტოქის ბურთის ფლობის,ბურთის შენარჩუნება და მხოლოდ წ ი ნ პასი, იერიში-იერიშებზე, მოგების და გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ი ს ერთადერთი მიზანსწრაფვა და მ ო ვ ი გ ე ბ თ!

გლახუნა
11 ოქტომბერი 2020 13:51
0
(თამაში აჩვენებს ყველაფერს და არა კომენტარები) - მაშინ დაელოდე თამაშს და ამ ტრაბახს მით უმეტეს შენ მოგონილ ტყვილებს დაანებე თავი !!! P.S ისე სპარტაკი არა , მხითარიანის ოცნების გუნდი რუბინის ყაზანია ))))))))))))
გია - s
11 ოქტომბერი 2020 13:25
4
ჰენო მაგარი კაცი ხარ! მიყვარხარ ძმა
John Wick
11 ოქტომბერი 2020 12:19
8
მეგონა კარაბახში იყო. იმ პროვოკაციის შემდეგ (გუნდს რომ არ გაჰყვა ბაქოში და ფინალში არ ითამაშა), ეხლა უნდა ეჩვენებინა რომ მაშინ გულწრფელი იყო.
გია
11 ოქტომბერი 2020 12:03
2
ოღონდ სომხებთან არ წააგონ თორემ მერე მეტი კი არ უნდათ იმათ.
გეგი
11 ოქტომბერი 2020 11:00
1
აი 0:8 რომ წააგოთ ნამდვილად გაგვაოცებთ,ნუ ისე რავი))
ბათუმის ფანი
11 ოქტომბერი 2020 10:12
2
ak somxebis komentarebi magari sainteresoa, bijo somxebi rodis iko kartvelebs pegburts ugebden, armenias da saburtalos tu gulisxmobt armeniachi erti somexi araa camlat ro ezebo kvela legioneria, ranairi somxuri gundia , aucileblad movigebt chven kartvelebi am tamachs.
KUTAISELI
11 ოქტომბერი 2020 08:30
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული