საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
შენგელია აუცილებლად უნდა იყოს სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა ფლანგზე, მარცხენა ფლანგზე კი კვარაცხელია! თავით მოთამაშ ცენტრალური თავდამსხმელები კი კარგია, მაგრამ მგონი საბა ლობჟანიძე ყველას (ქვილითაი, კაჭარავა, ლობჯანიძე) აჯობებს! ყაზაიშვილი ოქრიაშვილი ამ ტრიოს უკან, ამათ უკან კი კანკავა, კვეკვესკირი. დაცვაში კაკაბაძე, კვირკველია, ტაბიძე! მოკლედ, სისტემა 3-4-3.
1. ლორია
2.კაკაბაძე, კვირკველია, ტაბიძე
3.კვეკვესკვირი, კანკავა
4.ყაზაიშვილი ოქრიაშვილი
5. შენგელია, ლობჟანიძე, კვარაცხელია.
რადგან კანკავა ვერ ითამაშებს, არ ვიცი ვინ უნდა შეცვალოს?! ასეთი ამპლუის, ჯიგარის და ფიზიკური შესაძლებლობების სხვა ფეხბურთელი არ გვყავს!
კარგი იქნება თუ დაწერთ კაკაბაძის ტრავმა რამდენად სერიოზულია?
aburjga
12 ოქტომბერი 2020 10:56
4
დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს თამაში ფრედ უნდა დამთავრებულიყო. სპექტაკლი რომ იყო თამაშის ბოლოს კარგად გამოჩნდა ორივე გუნდის მოქმედებიდან გამომდინარე.
oskari
12 ოქტომბერი 2020 10:50
7
ამდენი საგოლე მომენტის "გაფლანგვას" მაკედონია არ გვაპატიებს. დასანანი ფრეა. იმედია, გადამწყვეტ მატჩში მომენტებს შევქმნით და უკეთ გამოვიყენებთ...
tngh
12 ოქტომბერი 2020 10:19
1
ერთ თამაშში ამდენჯერ დაამცირო ქვეყნის ნაკრები ალბათ ცოდვაა. ჯერ ერთი, ასეთი საპასუხისმგებლო თამაში მეორე გუნდით ეთამაშო და მეორე თამაშით ასე დაჩაგრო საკმაო დამცირება იყო სომხეთის ნაკრებისა ვაისის მხრიდან. მოგება მართალია ძალიან გვჭირდება, მაგრამ ერთ თამაშში სამი სახის დამცირება ქვეყნის ნაკრებს, მეტის-მეტი იქნებოდა. ასეთი თამაშის შემდეგ მაკედონელებთან დიდი ოპტიმიზმის უფლებას გვაძლევს. პირველობის ბედი სწორედ იქ წყდება.
ჟორა გაბრიჭიძე
12 ოქტომბერი 2020 10:00
3
ეს თამაში ვაისმა გამოიყენა იმ ფეხბურთელებზე დაკვირვებისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მაგალითად შენგელიამ აჩვენა, რომ იმსახურებს მეტ დროს ნაკრებში და ასევე გრიგალავამაც იდეაში ეს თამაში დიდად არაფერს წყევტდან მითუმეტეს, რომ სომხეთან სახლშიც ვაქვს სათამაშო ახლა გველის მაკედონიასთან თამაში და ვაისმა დასვენა შემადგენლობა ეს თამაშჳ ნამდვილად იქნება ფინალისთვის წინა მოსამზადებელი შეხვედრა ვაის ვინც აკრიტიკებს მეც არ მომწონს რაღაცები მის მოღვაწეობაში მაგრამ ამ წვრთნელს აქვს სანაკრებო გამოცდილება სლოვაკეთის ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე და იმ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდანაც კი შეძლო მე 8 ფინალში გასვლა ასე რომ სუსტი მწვრთნელი არ არის.
გელა
12 ოქტომბერი 2020 09:59
2
ვაისთან რა გინდათ, სანამ კაჭარავას იმენა ცხვირპირში არ გლიჯეს ბურთი იქამდე ვერ გაიტანა ტიპმა, აი მანდ რო ხე მდგარიყო და მაგას მოხვედროდა ეგეც ეგრევე გაიტანდა :დდ აი ეგ ვინც ფეხბურთზე შეიყვანა ეგაა დასაბრედი. ლობჟანიძე ქვილითაიაც არაა უკეთესი და მოკლედ ფორვარდი ერთი არ გამოჩნდა ამდენი ხანი ვინც საშუალოზე დაბალ დონეს მაინც დადებდა
Nedved
12 ოქტომბერი 2020 03:09
2
არ მესმის იმ ხალხის ვინც ეგრეთწოდებული ძლიერი ფეხბურთელების დასვენების მომხრეა. ეხლა ხვიჩა რომ ყოფილიყო ვფიქრობ მოვიგებდით და გამომდინარე იქიდან რომ მაკედონიამ ვერ მოიგო პირველ ადგილზე ვიქნებოდით და შემდეგ თამაშზე ფრეც შეიძლებოდა. ეგ პენალტი უფრო მეკარის ბრალია. ძალიან ცუდად მოიგერია, რითაც ისარგებლეს სომხებმა. ძალიან დასანანია რომ ვერ მოვიგეთ. რაც შეეხება ვაისს წასვლა არწასვლის ამბავს ვფიქრობ შუა სეზონში მწვრთნელის გამოცვლა არ იქნებოდა კარგი. ისე ვერ ვიტყვი კარგი მწვრთნელია.
დავით 67
12 ოქტომბერი 2020 03:04
1
აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან: აქ რომ ვაისს აგინებენ, აბსოლუტური უმეტესობა ფეხბურთის გაგებაში არ არის. ქვედა ლიგიდან გუნდი ზედა ლიგაში გადაიყვანა და კიდევ უფრო ზედა ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან. ამ დროს კარში წესიერად ბურთის დამრტყმელი არა გვყავს. ხალხო, დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ იყავით ცოტა ობიექტურები.
ვახო
12 ოქტომბერი 2020 02:12
7
დასანანია ეს ფრე, არადა შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება. საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა და აშკარად უკეთესი გუნდი არის ვიდრე სომხეთის ნაკრები. ორი ინდივიდუალური შეცდომა ორი გოლი დაგვიჯდა. კაჭარავა კარგი იყო. თუ გვინდა რომ წარმატებული ნაკრები ვიყოთ, მაშინ უნდა ვისწავლოთ ჩვენზე სუსტი გუნდებისთვის საქმის მოყომარება ისე რომ ბოლო წუთებზე არ ვინერვიულოთ და არ დავკარგოთ ქულები. ჩრ. მაკედონიასთან ინდივიდუალური შეცდომით დავკარგეთ ორი ქულა. ესეც ხომ გრანდები არ არიან რომ შედეგი ვერ ვაჩვენოთ? გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს ჩრ. მაკედონიასთან!
ლუკა
12 ოქტომბერი 2020 01:57
2
აი ამ თამაშმა გაასწორა. კარგი იყო. ჯიგრები ხართ.
რატი
12 ოქტომბერი 2020 01:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული