ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.
პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.
5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.
61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.
14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.
ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)
სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)
საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)
P.S. რაც კი ჩვენმა ნაკრებმა ბოლო წლებში თამაშები ჩაატარა,სომხეთის ნაკრები იყო ყველაზე სუსტი მეტოქე,უსუსტესი...
1) ც ლიგის მოგება და ბ-ში გადასვლა საგრძნობი წინსვლა იქნება და ამ შანსის ასე განიავება და ექსპერიმენტები ასეთ დროს უპატიებელი შეცდომაა!
2) გრიგალავა რომ კაი მოქეიფე კაცის ღიპით დადიოდა მოედანზე, ამას მწვრთნელი ვერ ხედავდა?!
3) დაცვის ხაზი იყო ყველაზე სუსტი დღეს და არავინ შეცვალა მათგან;
4) კვარაცხელია რატომ არ ათამაშა? ტრავმას თუ უფრთხის, რუბინი არა მგონია ჩვენი ნოემბრის მატჩს დაელოდოს და მანამდე არ ათამაშოს კვარაცხელია;
5) გუნდის ასეთი მთლიანად შეცვლა როგორ შეიძლებოდა?! პირიქით, გამოეყენებინა ეს ორივე თამაში რომ კიდევ უფრო შეთამაშებულიყო ბირთვი და ოპტიმალურად შეხვედროდა ნოემბრის მატჩს.
პ.ს. კვარაცხელიას რომ სხვა ფლანგზე ათამაშებს, ეს ცალკე თემაა...
მოკლედ, წარმატებები ბიჭებს და იმედია, ვაისი არ შეგვიშლის ხელს სანუკვარი მიზნის მიღწევაში ნოემბერში!
P.S.ძალიან გასახარელია, როცა შენი მეორე ნაკრები კლასით, ერთი თავით მაღლა დგას მოწინააღმდეგეზე.
P.S.S. მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მე დღეს ჩვენ დაცვაზე არაფერს ვიტყვი.
მადლობა ბიჭებს.
საერთოდაც, ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს ამ ბიჭებზე ცუდი თქვა. ყველა თავს დებს, თუნდაც შენგელიას მაგალითი რად ღირს.
მე მეშინია, ვაითუ ტვინის შერყევა მიიღო და ისე ითამაშა.