საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
არ მიაყარა შეცვლები! ხან სულ არ აკეთებს ახლა რა შეუჩნდ! მოსაგები თამაში გაანიჩიავა!
მწრთვნელი
11 ოქტომბერი 2020 22:20
1
სპორტალს მინდა ვთხოვო, ცხრილი დადეთ რა , ვერსად ვერ ვპოულობ. ჯგუფი და ქულები რომ იყოს
გადასარევი გიორგი
11 ოქტომბერი 2020 22:19
9
სომხებს ომი აქვთ ეს ჩვენგან საჩუქარი
aleko
11 ოქტომბერი 2020 22:19
3
რაუბედურებაა ეს ბოლო წუთებზე უიღბლობები???
Biankonneri
11 ოქტომბერი 2020 22:19
1
აი ასეთი რეალიზაციით რა ევროპის ჩემპიონატზე და რა მაკედონიაზეა საერთოდ ლაპარაკი... კოშმარი სრული რა... გავიტანეთ მეორე ბურთი და გავჩერდით, როგორც ყოველთვის. 20 წუთით შემოსული ფეხბურთელებიც კი აღარ გარბოდნენ გასაქცევზე. მერე კიდევ, 15 მეტრიდან დარტყმულ ბურთს ხელს რომ ვერ მოარიდებ, ეგ უიღბლობა კი არა შეცდომაა ძალიან უხეში. აი აღარ ვიცი, მერამდენე იმედგაცრუებაა, ან როდის უნდა დამთავრდეს. სასწრაფოდ გასატანი რომ გახდა ბურთი, მაშინ დაავიწყდა ყველას პასის მიღება, ბურთის დამუშავება და სირბილი! აი ეგაა თქვენი "კარგად ვითამაშეთ და ვერ მოვიგეთ".
Lasha
11 ოქტომბერი 2020 22:19
17
ეს ფრე არის თავიდან ბოლომდე ვაისის ბრალი,რა დროს დაუშვილი რა დროს ნავალოვსკია და რა დროს გრიგალავა,ღიპი ადევს...ძალიან სუსტი მწვრთნელია
Smouk
11 ოქტომბერი 2020 22:16
20
დამიჯერებთ,რომ გითხრათ წინასწარ ვიცოდი, ეს მატჩი რომ ფრედ დამთავრდებოდა?
....
11 ოქტომბერი 2020 22:14
3
აი არ ვიცი ასეთი თამაში როგორ ვერ უნდა მოიგოო.რაცგინდათ ის მითხარი მაგრამ შემსრულებელი არ გვყაავს.ჩაკვეტაძე გუნდს ძალიან აკლია.
buxrika
11 ოქტომბერი 2020 22:12
3
ასეთი "სასტავით" ამდენი საგოლე მომენტი გააფუჭო არ ვიცი! ორ თამაშს ეყოფოდა! შენგელია და აბურჯანიამ იბრძოლეს და ფრე მოგვიტანეს! კაჭარავამ დაამტკიცა, რომ კარის ხაზთან კარგად თამაშობს! ყაზაიშვილი ვერ გაიხსნა ბოლომდე! გრიგალავამ თქვა თავის სათქმელი, რომ ძირითადის ფეხბურთელია! ჯიღაურმა ერთი შეცდომა დაუშვა და გოლიც მივიღეთ! ნავალოვსკი დაიღალა ბოლოსკენ! მაკარიძე კარგი იყო კარებში! კანკავა გადაღლილი ჩანდა!
მწრთვნელი
11 ოქტომბერი 2020 22:12
17
დდ აპა მოგება გინდოდათ ამ შემადგენლობით ისე ცუდათ არ უთამაშიათ.აგერ მაკედონიას 4 კაცი აკლდა და წაგებას ძლივს გადაურჩენ 12 ნოემბერია ჩვენთვის მთავარი.
źaza
11 ოქტომბერი 2020 22:12
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული