საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
ძმებო, რასაკვირველია კანკავა და აბურჯანია არ უნდა გაეყვანა, გია გრიგალავა, ხომ შეიძლებოდა მთელი თამაშის მანძილზე ერთი ზისტი პასის გაკეთება, ნავალოვსკი დისვენე აწი, ქუსლებთ რომ ბურთაობთ ბიჭებო ჯერ წინ თამაში ისწავლეთ, ვაისი გადაიკეთე გვარი ვაი-ვუისად! მთლიანობაში ანგარიშით კმაყოფილი ვარ... ომი ყველამ ვიცით რაც არი...მოკლედ, მოგებას ფრე მერჩივნა ამ ვითარებაში... მოგება და პრინციპული დაპრისპირება მერე იყოს, მშვიდობა რომ იქნება, ჩვენი და სომეხი გულშემატკივრების გულის გასახარად, ახლა კი ფრე სავსებით ნორმალური ანგარიშია... მაგრამ ვაისი მაინც მძიმე შემთხვევაა...
kavkasieli
11 ოქტომბერი 2020 23:07
22
ჰაეს ცავატანემ?
iolasha
12 ოქტომბერი 2020 00:12
1
ანუ მართალი გამოვდექი, ხომ? ზოგმა უგვანომ ნაცათ მომნატლა. ახალგაზრდებმა ლაღი და ლამაზი ფეხბურთი ითამასეს, როგორც კი ძველი გვარდია შემოვიდა, თამაში გაფუჭდა. ოქრის ნაცვლად, იმ ბურთს ყველა სეაგდებდა. ჩასვიტ საბა ცენტრფორვარდათ. შენგელიას რა უნდა სკამზე. აბუ დიდი ძალაა. ზამენებს იმისთვის აკეთებენ, რომ თამასი გააუმჯობესონ, წააგონ კი არა. ათამაშეთ ახალი სახეები და მიეცით მათ შანსი, დაუშვილს რა უნდა სასტავში. და მაინც, ვაისს აქვს რაღაც პოზიტივი, რომელიც ქებას იმსახურებს, რადგან მგონი შორს ხედავს და ამზადებს სასტავს ევროპაზე სათამაშოდ, რატომრაც ეგეტი შთაბეწდილება დამრჩა, მაგრამ მგონი, ახალგაზრდებს მეტი შანსი უნდა მისცეს. თავისუფლად შეუძლია საქართველოს , დღეს სამი თანასწორი ნაკრების გამოყვანა და თუ ეს იქნება კვალიფიციურად დაყენებული სასტავი, ევროპაზე ჩვენ და ჰოლანდია გავალთ მერვედფინალში, და იქ კიდე, ვნახოტ. წარმატებები. გაუშვით ბებრები პენსიაში
ვასო
11 ოქტომბერი 2020 23:07
5
ერევანში ორჯერ ვარ ნამყოფი 90 იანებში და რაც მართალი მართალია ცოდვას ვერ ვიტყვი იქ მაშინ მაგრად კაცურად გვიმასპნძლეს 1993 წლის 7 დეკემბერი იყო და მაგ დღეს მთელი სომხეთი იგონებს სპიტაკის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებს და მაგ სუფრიდან მოვიკითხავ სომეხ მეგობრებს და ვეტყვი რომ საჩუქარი დღეს ჩვენგან იმ სუფრაზე ყველა იმ სომეხის დედა მოვიკითხეთ ვინც აფხაზეთში იომა ჩვენს წინააღმდეგ ასე რომ არ დაივიწყოთ ქართული დიდსულოვნება ისევ ტქვენთვის ჯობს.
zurabi
11 ოქტომბერი 2020 23:06
2
საქართველოს მეორე ნაკრებმა აშკარად დაჯაბნა სომხეთი,აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში!სხვა საკითხია საგოლე მომენტების ძალიან დაბალი რეალიზაცია,ასე არ შეიძლება!პირველივე ტაიმში უნდა მოგვემთავრებინა მათთვის ყველაფერი!ამ თამაშში სამწუხაროდ გამოჩნდა ის,რომ ძალზედ სუსტი რეზერვი აქვს საქართველოს ნაკრებს!ჯიღაური მარჯვენა მცველად არაფრად არ ვარგა,რაც სულაც არ აკნინებს მას,უბრალოდ ის არ გახლავთ ამპლუით განაპირა მცველი,გრიგალავას აშკარად ზედმეტი წონა აქვს და პირველი პასიც ძველებურად ვეღარ უჭრის,ნავალოვსკის აშკარად დაეტყო ასაკი და აჯობებს მასზე აღარ დავამყაროთ იმედები,იგივე ეხება დაუშვილსაც,გვილიას მოკლებული აქვს,კობახიძეს დებიუტი ჰქონდა და ცოტას ნერვიულობდა(რამდენჯერმე უხეშად შეცდა),მაკარიძეს ფეხით თამაში აქვს გასაუმჯობესებელი,კაჭარავას ძალიან დაბალ დონეზე აქვს მომენტების რეალიზება.რაც არ უნდა სამწუხარო იყოს,ფაქტია ის,რომ ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს,რაც ეყო სომხეთის სუსტ ნაკრებს,მაგრამ საჭიროების შემთხვევაში რამდენად ეყოფა ჩვენივე დონის მაკედონიას არ ვიცი.იმედია ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები გადამწყვეტი მატჩისთვის ჯანმრთელად და საუკეთესო ფორმაში იქნებიან!ევროპის ჩემპიონატზე გავალთ,ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,მაგრამ გულზე ხელი რომ დავიდოთ,ჩვენი ც ლიგიდან ვერც ერთი ნაკრები ვერ აკმაყოფილებს ევროპის ჩემიონატის ფინალური ეტაპის დონეს!
Alex.F
11 ოქტომბერი 2020 23:03
2
დღევანდელმა თამაშმაც აჩვენა , რომ შენგელია ძირითადში უნდა იდგეს , რადგან ეტყობა ყველა კომპონენტში ამ ბიჭს კლასი . და ეს თავისთავად კვარაცხელიას მარცხნივ გადაწევას ნიშნავს , საიდანაც ბევრად სახიფათო , თუმცა ამ შემთხვევაში ოქრიაშვილის სივრცე იზღუდება და უნდა მოიფიქროს , ოქრი და ჩაკვე როგორ დააბალანსოს . 4-2-3-1 ამ შემთხვევაში მემგონი ფორვარდის პოზიციაზე ისევ ოქრიაშვილმა ითამაშოს ჯობია , მის უკან ჩაკვე , ფრთებზე კვარაცხელია და შენგელია , კანკავა კვეკვესკირი ან აბურჯანია .დაცვა ისედაც გასაგებია .
ATP 16
11 ოქტომბერი 2020 23:02
4
უკეთესი თამაში გამოვიდოდა სამწუხაროდ ბოლო 30 წუთში უკვე ჩანდა რომ თამში ეზარებოდაზთ უკმაყოფილო დავრჩი და ფრე თანაც ვისთან ვიღაცა ჭ-კლასის გუნდთან
2020
11 ოქტომბერი 2020 23:02
3
გულ დასაწყვეტი ფრე იყო. მომენტები რომ გამოგვეყენებინა დამაჯერებლად მოვიგებდით. ვაისმა ისევ ყველა გაგვაკვირვა შემადგენლობით. ალბათ მისი წარმატების საიდუმლოებაც ჩვენი გაკვირვებაა. ყოჩაღ ბიჭებს გამართული ფეხბურთი ითამაშეს. მთავარია სკოპიეში მოვიგოთ. დარწმუნებული ვარ თბილკისში მოვუგებთ 12-ში, მარა 14-შიც ძალიან მინდა მოვუგოთ. კრიტიკოსებო 3-3 ესტონეთთან თქვენმა ბუა მაკედონიამ ითამაშა და უფრო დიდი ბუა კოსოვო სახლშია. მჯერა ჩვენ ევროპაზე გავალთ, ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს.
G.LA
11 ოქტომბერი 2020 22:57
2
გრიგალავა რა არის ამხელა ღიპი შე კაი კაცო
მამუკა
11 ოქტომბერი 2020 22:56
3
აბურჯანია კარგი იყო. შენგელიამ კი იმ შეჯახების მერე ბოლომდე ვერ გამოავლინა რაც შეუძლია, შემდეგ თამაშებში უკეთესი იქნება.დაცვა კი კატასტროფულად თამაშობდა, კვირკველია-ტაბიძის წყვილი რო ყოლოდა დაცვაში მოწინაღმდეგეს ძალიან გაუჭირდებოდა,თან კაშია და ხოჭოლავა არ იყვნენ განაცხადში.შეტევაში კიდევ მეტი შეუძლია ნაკრებს,ყაზაიშვილი კარგი იყო ბელორუსთან რაც ითამაშა იმაზე ბევრად უკეთესი იყო ამ თამაშში.მოასაგები თამაში იყო რო მოგვეგო პირველ ადგილზე ვიქნებოდით და მაკედონიაში უფრო მშვიდათ ითამაშებდნენ, ახლა კი მაკედონიაში ბევრად დაძაბული თამაში გველის, თან საკმაოდ მნიშვნელოვანი.
ziko
11 ოქტომბერი 2020 22:53
1
შენგელია ძირითადში!
გიორგი
11 ოქტომბერი 2020 22:49
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული