საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
დაუშვილს ხელზე რომ შემთხვევით არ მოხვედროდა ბურთი, მოგებული იყო თამაში. ეს დაკარგული 2 ქულა შეიძლება ბოლოს გადამწყვეტი გამოდგეს. კი მოხვდა ბურთი შემთხვევით, მაგრამ იცით, რა ვერ გავიგე: რა აცინებდა? და კიდევ: კანკავაზე აუგი როგორ წამომცდება, მაგრამ ამ სრულიად არასაჭირო ბარათებს რატომ იღებს?
ნუგზარი
12 ოქტომბერი 2020 01:22
1
კანკავა ჩემი აზრით სპეციალურად მიიღო ყვითელი 14 რომ მიეღო ყვითელი 12ნოემბერს ფინალს გამოტიებდა
ვაკო
12 ოქტომბერი 2020 10:13
1
მე მგონია ეს გამიზნული ქმედება იყო, რათა გარანტირებული იყოს მისი თამაში ფინალში.
გიზოგ
12 ოქტომბერი 2020 07:23
1
ვაისი არაა ტოპ მწვრთნელი. მასეთი, რომ იყოს საქართველოს ნაკრებში არ მოვიდოდა, ტოპი არ მოვა ჩვენთან. არც მოვა და არც არავინ მოუშვებს ჩვენამდე. ჩვენ გვყავდა უფრო სახელიანი მწვრთნელები, ვიდრე ვაისი და უკეთეს შემადგენლობებთან - შედეგი ყველამ ვიცით! აქვე დავაზუსტებ, რომ ის სახელიანები როდესაც ჩვენთან მოვიდნენ კარიერის პიკი უკვე გადავლილი ქონდათ. ვაისის ყველაზე დიდი ღირსება ისაა, ჩემი აზრით, რომ მან მოახერხა და გუნდი შეკრა ან სხვაგვარად, ნაკრები გუნდად აქცია. ის არ დაუძახებს მოთამაშეს "შე ჩემას" და არ შეაგინებს ვარჯიშზე, ემოციურად გაწონასწორებული და რაციონალური კაცია, ამასთან აშკარად გაუგო ქართულ მენტალიტეტს. როგორც ტაქტიკოსიც არაა ცუდი - ყოველშემთხვევაში ჩვენს დონეზე, ერთა ლიგის შესარჩევის გასულ, თუ მიმდინარე ციკლში ის არავის დაუჩაგრია და ის რომ "ტოპ" ვერაა თავშივე ვთქვი. მგონია, რომ ჯიუტი კაციცა, რომელიც არჩევს მთავარ მიზანს და მისთვის ამ მიზნის მიღწევაა მთავარი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი. ერთი თვე დარჩა ამ კაცს ამ მიზნამდე და ნეტა გაუმართლებდეს!
გიორგი
12 ოქტომბერი 2020 01:02
4
გაახარებს ღმერთი, ამ პირობებში რას ერჩიან ამ ტრენერს ვერ გავიგე... ტაქტიკა და დამუშავებული კომბინაციები ქონდათ დღეს რამოდენიმე...
რა მაფიაა?
12 ოქტომბერი 2020 01:33
1
ყველაზე მაგრად ითამაშა გრიგალავამ, კაცი თამადა იყო 100 კაციან ქორწილში გუშინ
გრიგალავას ფანი
12 ოქტომბერი 2020 00:58
2
ასე აგრესიული, შემტევი, ლაღი თამაში კ ა რ გ ა ხანია ა რ უთამაშაბია საქართველოს ნაკრებს ...ყოჩაღ, შეგძლებიათ ბიჭებო, ხო ?!- ა ს ე რომ ითამაშოთ ყ ვ ე ლ ა წამყვანი ნაკრებების წინააღმდეგ ფსიქიკური-მენტალური სიმტკიცით ...- სერიოული ავტორიტეტული ნაკრები გვეყოლება ფ ე ხ ბ უ რ თ შ ი ც, ისევე როგორც რაგბში, კალათბურთში, წყალბურთში.- ბურთის ფლობა,მუდმივი პრესინგი, აგრესია, შეტევა-შეტევაზე , ქართული საფეხბურთო ტექნიკა -შემოქმედებითი თამაში ა რ ა ს ო დ ე ს დაიკარგება და ...პ.ს. -აქვე-იყო არასასიამოვნო - მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი რაღაც ჩვევად გადაქცეული-უ კ ა ნ პასი (უაზროდ) და იმდენჯერ სახიფათო ვითარება თავად შევიქმენით, ასეთ შეცდომებს - სხვა ნაკრებები არ გვაპატიებენ!
გლახუნა
12 ოქტომბერი 2020 00:42
3
თამაშს ვიგებდით რომ არა ვაისის შეცდომები. 2-1 ვიგებდით და დაახლოებით ბოლო 15-20 წუთი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდა გუნდი. აი მანდ დაგვერხა!შეცვლების შეცდომებზე აღარაფერს ვამბობ! სომხეთის დონის გუნდთან ანგარიშის შენარჩუნებაზე როგორ უნდა ითამაშო,როცა როგორც კი ჩვენები წინ წავიდოდნენ სომხებს ბავშვური შეცდომები მოსდიოდათ.
P.S. რაც კი ჩვენმა ნაკრებმა ბოლო წლებში თამაშები ჩაატარა,სომხეთის ნაკრები იყო ყველაზე სუსტი მეტოქე,უსუსტესი...
simartle
12 ოქტომბერი 2020 00:37
14
და მერე ვინ გამოიყვანა ეგ დაუშვილი მინდორზე, ვაისმა თუ სომხეთის მწვრთნელმა?!
gia-s
12 ოქტომბერი 2020 11:13
0
მართალი ხარ, ვაისს მოხვდა ბურთი ხელში.
გია
12 ოქტომბერი 2020 01:33
1
ვაისმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ აზრე არ არის მწვრთნელობის და ჩვენს პოტენციალს ანიავებს. პუნქტობრივად:
1) ც ლიგის მოგება და ბ-ში გადასვლა საგრძნობი წინსვლა იქნება და ამ შანსის ასე განიავება და ექსპერიმენტები ასეთ დროს უპატიებელი შეცდომაა!
2) გრიგალავა რომ კაი მოქეიფე კაცის ღიპით დადიოდა მოედანზე, ამას მწვრთნელი ვერ ხედავდა?!
3) დაცვის ხაზი იყო ყველაზე სუსტი დღეს და არავინ შეცვალა მათგან;
4) კვარაცხელია რატომ არ ათამაშა? ტრავმას თუ უფრთხის, რუბინი არა მგონია ჩვენი ნოემბრის მატჩს დაელოდოს და მანამდე არ ათამაშოს კვარაცხელია;
5) გუნდის ასეთი მთლიანად შეცვლა როგორ შეიძლებოდა?! პირიქით, გამოეყენებინა ეს ორივე თამაში რომ კიდევ უფრო შეთამაშებულიყო ბირთვი და ოპტიმალურად შეხვედროდა ნოემბრის მატჩს.
პ.ს. კვარაცხელიას რომ სხვა ფლანგზე ათამაშებს, ეს ცალკე თემაა...
მოკლედ, წარმატებები ბიჭებს და იმედია, ვაისი არ შეგვიშლის ხელს სანუკვარი მიზნის მიღწევაში ნოემბერში!
დათო
12 ოქტომბერი 2020 00:20
20
თამაშს ვაკონტროლებდით, ლამაზად ვთამაშობდით, დალაგებულად გამოვიყურებოდით, უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, ფაქტიურად მეორე შემადგენლობით, თან შედეგიც მისაღებია, ასე რომ საღოლ ვაისს!
12 ოქტომბერი 2020 00:16
5
ორივე შემთხვევითი გოლი გაგვივიდა, კარგით რა მართლა და მართლა, გეყოთ ეს ღვარძლის ფრქვევა, ჩვენ რო მხითარიანის დონის ფეხბურთელი გვყავდეს ალბათ მსოფლიო ჩემპიონობას მოითხოვდით. დღეს ყველამ ნორმალურად ითამაშა მათ შორის გრიგალავამაც, ჩაკვე და კვარა რომ დაგვემატება მშვენიერი გუნდი გვეყოლება, დასვენებაც ისევე აუცილებელია ფეხბურთელებისთვის როგორც კლუბში მუდმივი პრაქტიკა. ვაისმა მაკედონიელებისთვის შეინახა ბიჭები რადგან თუ მაკედონიას მოვუგებთ, ჯერ ერთი რომ ჩვენ ჯგუფს დიდი ალბათობით მოვიგებთ და მეორე ფინალისთვის შიშს ჩავუნერგავთ მაკედონიელებს.
Semi
12 ოქტომბერი 2020 00:05
2
ოჰ, კორონა, კორონა. შენ, რომ არ არსებობდე, დღეს ჰო პირველი ნაკრებით ვითამაშებდით და არა მეორეთი.შენ, რომ არ იყო, "1921" წლის ნახევარინალს და ფინალს დღეს კი არ გვათამაშებდი.შენი გულისთვის დავკარგეთ დღეს ორი ქულა. ჩვენი პირველი ნაკრები, სომხეთის პირველ ნაკრებს, პირველივე ტაიმში გადაუწურავდა ყველა იმედს.
P.S.ძალიან გასახარელია, როცა შენი მეორე ნაკრები კლასით, ერთი თავით მაღლა დგას მოწინააღმდეგეზე.
P.S.S. მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მე დღეს ჩვენ დაცვაზე არაფერს ვიტყვი.
TanoLife
12 ოქტომბერი 2020 00:05
1
გუნდს რაც შეეხება, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, იყო შეცდომები დაცვაში, მაგრამ ეს სწორედაც რომ შეუთამაშებლობის ბრალია.
მადლობა ბიჭებს.
საერთოდაც, ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს ამ ბიჭებზე ცუდი თქვა. ყველა თავს დებს, თუნდაც შენგელიას მაგალითი რად ღირს.
მე მეშინია, ვაითუ ტვინის შერყევა მიიღო და ისე ითამაშა.
dato
11 ოქტომბერი 2020 23:49
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული