საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
არ არის ვაისი მწვრთნელი და ... მაქსიმუმ ჰოკეიდან ნასწავლი ფეხბურთის მწვრთნელია. სხვა ასე ერთიანად შეცვლები სხვაგან არ ვიცი (კალათბურთშიც სხვა დატვირთვა აქვს). გოლი გაიტანა, თამაში შემოაბრუნა და კაცმა კანკავაც და აბურჯანიაც გაიყვანა და ... ვის უნდა ჩაერთო თამაშის ტემპში ახლად შემოსულები? სულ დაშალა გუნდი. მოკლედ უდონოოა რა.
???
11 ოქტომბერი 2020 22:47
24
ჩაწყობილი ანგარიში
ლევანი
11 ოქტომბერი 2020 22:43
21
გილოცავთ ბიჭებო მომენტების 30%ის გამოყენებას თუ შეძლებთ კარგი იქნება.ხალხო მოგება ყველას გვინდა მაგრამ შეხედეთ მეორე შემადგენლობა იყო მოედანზე და რამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ ესეიგი გამოჩნდა ერთი სომხეთი სუსტი გუნდია ძირითადი ბირთვით გადაუვლით და მეორე ეს შემადგენლობა კარგი იყო ითამაშა ბიჭებმა.დაცვა არ გვივარგოდა ნავალა დაბერდა გრიგალავა კიდე მუცლით დარბოდა თუ მე მომეჩვენა ვერ გავიგე კანკავა არ უნდა გაეყვანა და მოვიგებდით მაგრამ არაუშავს მაკედონიასთან არ წავაგებთ და მგონია აქ პირველ ადგილზე გავალთ
თემური
11 ოქტომბერი 2020 22:43
3
ძირითადი ფეხბურთელების დასვენება , მთავრი მატჩის წინ უფრო საზიანოა, ვიდრე დადებითი მოვლენა. დასვენება მესმის თუ სეზონის ბოლოა და ბიჭები თამაშებით გადაღლილობის არიან, ამ დროს ჩემპიონატები ძირითადად ყველგან ეხლახანს განახლდა. მოკლედ ვაისი უნდა წავიდეს
ფეხბურთი
11 ოქტომბერი 2020 22:41
24
1.ვაისს მართლა მწვრთნელად მივიჩნევთ? ტიპმა 9 ცვლილება გააკეთა და არ შეცვალა კანკავა, ვიდრე ბარათების ლიმიტი არ ამოწურა. 2. გრიგალავა ნაკრებისთვის საჭირო კაცი მგონია, მაგრამ ეს თვითონაც უნდა ესმოდეს და მინიმუმ 10 კილო დაიკლო, რომ არა მხოლოდ სომხებთან გამოგვადგეს. 3. ეს ეროვნული ნაკრებია, თუ ბათუმის დინამოს სადისტრიბუციო კომპანია?! არ გვყავს ჩემპიონატში სანაკრებო კადრები, შეიგნეთ! ნორმალურ გუნდთან ეს სასტავი ქვეყანას შეარცხვენს. 4. ძველი გვარდია: ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, კაკაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი, კაშია, კვირკველია შეუცვლელია. მათთან უმორჩილესი თხოვნა გვაქვს მთელს ერს: მაქსიმალურად მოემზადონ ერთ თვეში გასამართი მატჩისთვის. 5. იგივე თხოვნა გვექნება ყველასთან, განსაკუთრებით: კიტეიშვილთან და გვილიასთან, რომლებმაც უსიამოვნო გამაკვირვეს და აბურჯანიასთან და შენგელიასთან, რომლებიც დღეს კარგად გაისარჯნენ, ასევე ჩვენს თავდამსხმელებთან, რომლებმაც სამწუხაროდ რეგრესს შეგვაჩვიეს. 6. და ბოლოს კვარა! ნახევარი საათი დღეს თავის ფლანგზეც მიეცათ ამ ბიჭისთვის, იქნებ რა ეჩვენებინა?! ნუთუ უკვე ისე შეეჩვია ნაკრებს, რომ ამ უქმობით არა დაუშავდება რა?! მე პირიქით მომეჩვენა, რომ ნაკრებში ბევრად უფრო შეზღუდულია, ვიდრე რუბინში და ესეც ვაისის ბრალი. 7. ვაისის აუტანლობა არ მაწუხებს, ნეტა ევროპა მოგვაგებინოს, მაგრამ რაც შავია, იმას თეთრად ვერც მოვიჩვენებ და ვერც მოგაჩვენებთ.
ცოტნე
11 ოქტომბერი 2020 22:41
12
საქართველოს მეორე შემადგენლობამ თამაშიდან გააქრო სომხეთის ძირითადი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები რაზე ვლაპარაკობთ? დაცვაში სართოდ ექსპერიმენტი ჩაატარა და საერთოდ მეორე შემადგენლობის ხალხი დააყენა. რას იკბინებით? რა დღეში ხართ? გადაურბინეს ბიჭებმა სომხებს. ძირითადის ხალხი 3:0 ნაკლებს არ მოუგებდა. დაწყნარდით რა!!!
ლაშა გოგელია
11 ოქტომბერი 2020 23:04
3
საოცრება კომენტარებია. საიდან ეს ამდენი ზიზღი, სხვისი შეურაცხყოფის სურვილი.
ფეხბურთის გარჩევის გარდა ყველაფერია.. ყველა რომ შემადგენლობას აყენებს თან.
რა ხართ, რა...
giabar
11 ოქტომბერი 2020 22:38
8
კანკავა არ გაეყვანა თამაში მოგებული იყო. რაც არის ეგ არის, ისე სომხები ასე სუსტები თუ იყო არ მეგონა, არა დიდი წარმოდგენაც არ მქონდა მარა ასეთ უსუსურობასაც არ ველოდი.
hhh
11 ოქტომბერი 2020 22:38
2
წინახაზი მომეწონა, უკეთესი იყო ვიდრე ბელარუსთან.
იმიტომაც ითამაშეს შემტევი სწრაფი ფეხბურთი.
ნაკრებს აუცილებლად ჭირდება ცენტრფორვარდი.
შუახაზში კი სხარტი ახალგაზრდა მოთამაშეები.
ჩაკვე. კვარა. აბურჯანია და ამათ პლიუს კირე და კანკავა.
ამ სიკო ვაისისთვის ძირითადი შემადგენლობა პენსიონერები არიან
max
11 ოქტომბერი 2020 22:35
24
ვაისმა გააფუჭა!
ასეთ დროს შენგელიას და კანკავას რომ გათიშავ, რა მწვრთნელი ხარ?
და საერთოდაც, ამ შენგელიას რატომ არ ათამაშებ ძირითად გუნდში???
რაგბის ფანი
11 ოქტომბერი 2020 22:34
16
კანკავას და აბურჯანიას გაყვანით ვაისმა ცენტრი დაუთმო სომხებს, კურდღელივით შეშინდა მეორე გოლი რომ გავიტანეთ და ანგარიშის შენარჩუნება მოინდომა თავისი ჭკუით... სანამ კიდევ დროა გაუშვით ვლადიმირი სახლში!
მწვრთნელი
11 ოქტომბერი 2020 22:28
27
ჰო რათქმაუნდა შეეშინდა და მცველების მაგივრად შემთხვევით მოიერიშეები შემოყარა....თან ორივე ლონჟანა....და თან იცოდა მერე რომ ორივე ვერ გაამართლებდა? ცოტა დაფიქრდი რა რას წერ? ვინც მოედანზე იყვნენ და ვინც კიდევ შემოიყვანეს მარტო ოქრიმ გაამართლა ,ნუთუ ვერ ხედავ ამას და ესეც ტრენერმა ასწავლოს რომ როგორ უნდა გაამართლოს იმედები....
ემზარ დუისბურგი
12 ოქტომბერი 2020 00:20
5
გასაშვებია ვაისი დიდი ხანია. მაგრამ, აქ ზოგი ვაისის ფეხების დაკოცვნისკენ მოგვიწოდებს.
რაგბის ფანი
11 ოქტომბერი 2020 22:36
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული