საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
შედეგის მიუხედავად მე დღევანდელი თამაშის ხარისხი უფრო მომეწონა ვიდრე ბელარუსთან რადგან სომხეთმა უბრალოდ ზღაპარში გაგვიტანა გოლები ყველაფერს ვაკონტრილებდით ლაღად და კომბინირებულად ვითამაშეთ მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია არაუშავს. პს რაღადროს ბუნა დაუშვილია დიდი პატივისცემის მიუხედავად
გიო ნოზაძე
11 ოქტომბერი 2020 22:04
8
არაუშავს არ იყო ცუდი თამაში. მაგრამ!! აი რატომ ვამბობ ხოლმე რომ მაკარიძე ნაკრების მეორე მეკარეა. ეს გოლი იყო პირადად მისი ბრალი. ამას კომენტატორები რათქმაუნდა არ იტყვიან, სადღაც ჯანდაბაში აწვდის ამ ბურთებს. ეხლაც ეგრე იყო, დაარტყი რა შორს ცენტრში შე კაი ადამიანო. ხოდა ჯიღაური მიგალკაა თქო? ხან მარცხნივ ხან მარჯვნივ რომ აყენებთ? აერია კაცს თავგზა. მოკლედ ნორმალური თამაში იყო. სომხებიც ცოდოები არიან, ამ ომში და უბედურებაში ამ ბიჭებს ანტიგმირებად შერაცხავდნენ და შემეცოდნენ. ცოტა იმათაც გაუწიოთ ანგარიში. ჩვენ გვაწყობს მაინც ფრე, ტამაშით კი ათი თავით მაღლა ვიყავით. წარმატებები ნაკრებს!
გადასარევი გიორგი
11 ოქტომბერი 2020 22:02
13
შენ ვერ გავიგე გადასარევი ხარ თუ უკვე ....ნუ რაც ხარ ეგ შენი საქმეა მაგრამ სახელ გიორგის მატარაბელს და თანაც ქართულ ანბანის მცოდნეს სჯობდა ის 350000 ქართველი შეგცოდებოდა რომლებიც ამათ ბაგრამიანის ბატალიონმა სახლკარიდან თავიანთ მშობლიურ მიწა-წყლიდან გამოყარა თან ვინებმა ეს ნა......1914 წელს თურქეთიდან ხის ნაფოტებზე მოცურდნენ გადავარჩინეთ მივიღეთ შევიფარეთ დავასახლეთ დავასაქმეთ ტოლსწორად გვერდზე დავიყენეთ და სულ რაღაც ( ძირის თხრა მანამდის დაიწყეს)78 წლის შემდეგ ჩვენზე საომრად წამოვიდნენ თან აფხაზები ხომ გააბრიყვეს (იმათ დღემდე გგონიათ რომ სომხებმა მათ დაეხმარეს )რუსები დაკერეს( მართალია ჩიტს რა უნდაო და ...) რომ ჩვენი გენოციდი მოეწყოთ .....საქართველოს დღესდღეობით და უკვე 100წელზე ოდნავ მეტი 1918 წლის დაშნაკების თბილისზე წამოსვლით ამათზე საშიში და საზიზღარი მტერი არ ყავს ამათი ლობი რომ არა რუსეთში იმათ ჭკუა არ ეყოფოდათ ამდენი ზიანი მოეყენებინათ ამათი ლობი რომ არა საფრანგეთსა და აშშ-ში 100ნაბიჯით თუ არა 10 ნაბიჯით მაინც ვიქნებოდით წინ ...და საერთოდ მოიძიეთ ინტერნეტში ესენი აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეს უკვე ეძახიან დასავლეთ სომხეთს როსტოვის და სტავრაპოლის ოლქებს ჩრდილოეთ სომხეთს წარმოიდგინეთ ჩეჩნეთსაც კი სომხურ მიწად მიიჩნევენ და კითხე აბა შენ შეცოდილებს საქართველოს და ქართველებს სად მიიჩნევენ და ნება რომ მისცეს შენნაირებმა რას უპირებენ ..?!?!
Aueee
11 ოქტომბერი 2020 22:44
2
მხითარიანია წინასამატჩო კომენტარი დიდი წნეხის ქვეშ მყოფი ფეხბურთელს არ გავდა :)

სხვა დანარჩენში გეთანხმები
Biankonneri
11 ოქტომბერი 2020 22:21
3
ყველა გამოხმაურება
რაღაცის გაზიარება მომინდა არ ვიცი ვინ როგორ გამიგებს. არაფერს არ ვგულისხმობ უნრალოდ წარმოვიდგინე. ქვეყანაში კოვის ტრაგედია ტრიალებს ქვეყანა ომობს ააობით ახალგაზრდა იღუპება ქვეყნის ნაკრები გამოდის და აგებს საქართველოსთან. წარმომიდგენია როგორი რთული იქნებოდა ეს ნებისმიერი სომეხი ან ნებისმიერი იმ ქვეყნის გულშემატკივარისათვის რომელიც ასეთ პრინციპულ მეტოქესთან ასეთ ურთულეს დროს აგებ.. ალალი იყოს იმედია მალე დამთავრდება ეს უბედურება ყველგან და ის უბედურება ჩვენ სამეზობლოში. ჩვენი მთავარი ბრძოლები წინაა და იქ სადაც არ გაგვიმართლა, სადაც საჭიროა იქ აუცილებლად გაგვიმართლებს. ყველაფერი კარგად იქნება. შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე.
იბერია
11 ოქტომბერი 2020 22:27
8
100%
ზაზა
11 ოქტომბერი 2020 23:11
0
ძალიან გული დამწყდა!!! 8-წუთი და ჯგუფი მოგებული გვქონდა. ეხლა კი მაკედონიაში გვაქვს აუცილაბლათ მოსაგები.. საუკეთესი იყი შენგელია კაჭარავას დუეტი... ეს დაუშვილი ხო მუდმივათ თარსია ნაკრებისთვის რა უნდოდა ვაის დაეტოვებინა კანკავა თამაშის ბოლომდე??
გია
11 ოქტომბერი 2020 22:06
5
აბაა ჩემი.. პირველი ადგილი ჯგუფში, ხოარ ღადაობ!?? :(( ეჰ..
Biankonneri
11 ოქტომბერი 2020 22:14
9
Da rato gindat ro es liga movigot ver vxvdebi. Am momentshi msiplioze gasvlis shansi 0 tolia c ligidan. Ar jobs momaval wels isev evropaze mosaxvedrad gamovikenot, isev rom ikneba garantirebuli adgili c ligistvis.
Nk
11 ოქტომბერი 2020 23:10
7
გრიგალავას თამადობით ყველა კაი პურის მჭამელ კაცს გაუმარჯოს
მეგრელი
11 ოქტომბერი 2020 23:21
2
აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან: აქ რომ ვაისს აგინებენ, აბსოლუტური უმეტესობა ფეხბურთის გაგებაში არ არის. ქვედა ლიგიდან გუნდი ზედა ლიგაში გადაიყვანა და კიდევ უფრო ზედა ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან. ამ დროს კარში წესიერად ბურთის დამრტყმელი არა გვყავს. ხალხო, დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ იყავით ცოტა ობიექტურები.
ვახო
12 ოქტომბერი 2020 02:12
7
გრიგალავა რა არის ამხელა ღიპი შე კაი კაცო
მამუკა
11 ოქტომბერი 2020 22:56
3
მაკარიძემ როგორ ვერ დაარტყა შორს? ეს დაუშვილი მთელი წელია არ შემოუყვანია და რაღა ეხლა დათარსულად შემოვიდა
zura
11 ოქტომბერი 2020 22:02
3
გულ დასაწყვეტი ფრე იყო. მომენტები რომ გამოგვეყენებინა დამაჯერებლად მოვიგებდით. ვაისმა ისევ ყველა გაგვაკვირვა შემადგენლობით. ალბათ მისი წარმატების საიდუმლოებაც ჩვენი გაკვირვებაა. ყოჩაღ ბიჭებს გამართული ფეხბურთი ითამაშეს. მთავარია სკოპიეში მოვიგოთ. დარწმუნებული ვარ თბილკისში მოვუგებთ 12-ში, მარა 14-შიც ძალიან მინდა მოვუგოთ. კრიტიკოსებო 3-3 ესტონეთთან თქვენმა ბუა მაკედონიამ ითამაშა და უფრო დიდი ბუა კოსოვო სახლშია. მჯერა ჩვენ ევროპაზე გავალთ, ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს.
G.LA
11 ოქტომბერი 2020 22:57
2
საქართველო და პორტუგალია, თურმე ჩვენ ორს არ წაგვიგია საერთოდ, რაც ეს ერთა ლიგა არსებობს
domenti
11 ოქტომბერი 2020 23:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული