კაპაროსი საქართველოს ნაკრებთან მატჩზე: ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხებს უპასუხა.

- ბატონო კაპაროს, მთლიანობაში შეაფასეთ თამაში.
- ძირითადად მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ცუდად არ დაგვიწყია, მეტოქესაც კარგი მომენტები ჰქონდა. ეს ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო.

- საქართველოს ნაკრებმა გაგაკვირვათ? რას ელოდით?
- საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არ გამაკვირვა.

- თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ მეორე ტაიმის ნაწილი ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმზე
უარესად ჩაატარეს?
- ფეხბურთში მეტოქე შენზე ზეწოლას ახორციელებს და სირთულეებს გიქმნის. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეს ნაკლები მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორი გოლი გაგვიტანეს.

- ხორენ ბაირამიანმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია. როგორ შეაფასებთ მის თამაშს.
- ხორენი კარგი ფეხბურთელია და ყოველთვის უკეთესად თამაშობს.

- დღევანდელი ფრის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ესტონეთის დამარცხება. გამთანგველი თამაშის გათვალისწინებით, შემადგენლობას შეცვლით?
- მოვიცადოთ, ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ჩამოხვალთ აქ და ნახავთ ამ ნაჩუქარს ყელში ამოგადენთ მერე
Gio
12 ოქტომბერი 2020 05:57
0
ამან რა მოსწია
ემზარ დუისბურგი
11 ოქტომბერი 2020 23:50
1
ბებიაშენისა. პირველი ტაიმი შეიძლება კიდევ თანაბრად ჩავთვალოთ, მეორე კი პირწმინდად წააგეთ, როგორც თამაშით ისე ანგარიშით. თქვენს "პელესაც" ვაკვირდებოდით. დიდი არაფერი. ყველაფერს მაინც მომავალი გვიჩვენებს.
ჟორჟი საფრანგეთიდან.
12 ოქტომბერი 2020 14:56
0
ისეეე ჩვენ ხომ ვაიიისს გვჭირს ...ამ .....უი და უი-ზე უარესი ჭირთ ...!!! ნეტავ რას ეწევა ეგ მართლაც ...უი ნახეთ რა როჟაზეა ტიპი ...
Mdaa
11 ოქტომბერი 2020 23:47
5
ბიჯო ვერ ითამაშე ვერ ითამადე ნამუდი მაინც არ გაგ?რა თანაბრი გუნდი მეორე ნაკრებით უამრავი მომენტი შეგიქმნეს 2გოკი გაგიტანეს 2ვე კომბინაციით.შემთხვევით ხელზე გარტყით დაუშვილს რი წაქცეუკიყავთ საჯარიმოში კიდე ხო კომბინაცი ჩაგვიშალესო იტყიდით.შენ რო საქართველის მწრთვნელი ყოფილიყავი მეტოქეს გადაუარეთო იტყოდი:))
Modeconrli
12 ოქტომბერი 2020 12:11
0
ლორია, რო ყოფილიყო კარში ბოლო წუთებს უკეთ ჩატარებდა, გამოცდილების ხარჯზე და არ წავაგებდით ამ თამაშს. ვიგებდით ბოლო წუთები იყო და ამ რევიშვილს გაგიჟებული, რო შეყავდა ბურთი თამაში ჰანდიკაპი ეწერა:)
გოგა
12 ოქტომბერი 2020 08:10
4
რევიშვილი არა,ირაკლი ზოიძე იდგა კარებში ჯიგარო
ჯგენზორა
12 ოქტომბერი 2020 18:39
0
"კაპაროსიანი"-მა რა თქვა სულ არ მაინტერესებს, მაგრამ ასეთი სასტავის დაყენება არაა გამართლებული, უნდა ეთამაშა ძირითადს, უფრო შეთამაშდებიან და 3 ქულასაც აიღებდნენ, ჯგუფიც განაღდებული გვექნებოდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯგუფის მოგება არ უნდა. ისეთი განცდა დამრჩა თითქოს წაგვეგოოს.
x.x
12 ოქტომბერი 2020 12:16
1
შენ მეგობარო თუ გაგიგია ფეხბურთელების დასვენება რას ნიშნავს ? ან რატომ კეთდება ? მაკედონიამაც იგივე გააკეთა და კინაღამ არ წააგო...რა მაგათ არ უნდოდათ პირველი ადგილი?
ემზარ დუისბურგი
12 ოქტომბერი 2020 21:38
0
დავიწყოთ იქიდან რომ საერთოდ ახალი გუნდი გვყავს სომხეთის ნაკრებს. მხითარიანმა საერთოდ პირველად ცხოვრებაში ითამაშა ნახევარ სასტავთან სომხეთის ნაკრებში. შეთამაშება საერთოდ არ გვქონდა, ნახევარი გუნდი ჯერ არ იცნობს კარგად ერთმანეთს და ადაპტაციისათვის დრო გვჭირდება, თან მთავარი მწვრთნელისათვის მესამე თამაში იყო მარტო ნაკრებში. კიდევ დავამატებდი რომ ნეიტრალურ სტადიონზე გვქონდა თამაში მაყურებლის გარეშე, და მესამე გუნდი ემოციებით იყო სომეხ მეომრებთან არცახში. აბა მიდი და ითამაშე როდესაც შენი თანამემამულეები კვდებიან. თბილისში სუ სხვა ნაკრები ჩამოვა.
John Wick
12 ოქტომბერი 2020 12:14
10
დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს ნაკრებმა მეორე შემადგენლობით ითამაშა. ცარიელი სტადიონი გინდ ერევანში ყოფილა გინდ თბილისში და გინდა კრაკოვში. ქვეყნის გასაჭირი კიდე, როგორც წესი დამატებითი მოტივაციაა. მახსოვს საქართველომ უელსს 2008 წლის აგვისტოში გასვლაზე უელსს მოუგო სწორედ იმ მუხტით რომ ომი იყო აქ. მოკლედ დიდი პატივისცემის მიუხედავად ვფოქრობ, რომ ჩვენზე სუსტ მეტოქესთან 2 ქულა დავკარგეთ.
გიონატ
12 ოქტომბერი 2020 13:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული