კაპაროსი საქართველოს ნაკრებთან მატჩზე: ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხებს უპასუხა.

- ბატონო კაპაროს, მთლიანობაში შეაფასეთ თამაში.
- ძირითადად მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ცუდად არ დაგვიწყია, მეტოქესაც კარგი მომენტები ჰქონდა. ეს ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო.

- საქართველოს ნაკრებმა გაგაკვირვათ? რას ელოდით?
- საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არ გამაკვირვა.

- თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ მეორე ტაიმის ნაწილი ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმზე
უარესად ჩაატარეს?
- ფეხბურთში მეტოქე შენზე ზეწოლას ახორციელებს და სირთულეებს გიქმნის. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეს ნაკლები მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორი გოლი გაგვიტანეს.

- ხორენ ბაირამიანმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია. როგორ შეაფასებთ მის თამაშს.
- ხორენი კარგი ფეხბურთელია და ყოველთვის უკეთესად თამაშობს.

- დღევანდელი ფრის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ესტონეთის დამარცხება. გამთანგველი თამაშის გათვალისწინებით, შემადგენლობას შეცვლით?
- მოვიცადოთ, ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ნამუსიც კაი ძღოოხაა თანაბარი თამაშიო ნევი უკუხმა უყურებდა თამაშს???? მეორე შემადგენლობით გათრიეთ და კიდე კცეტხი კაჭარავა რო ჰვყავს არ დაგავიწყდეს ჩამეეთრევით თბილიში და იმედია სირიკოზა მესამე შEმადგენლობას არ გამოგიყვანს და განახებთ ვინ ვინასა...თვენ კიდე ესტონეთში თუ მოიგოთ მე ვიყო ჭრიჭო
qutaiseli
23:36 11-10-2020
4
თანაბარი გუნდების თამაში იყოო - მგონი კაპაროსიც სომეხია, თორემ ასეთი უნამუსობა არ უნდა ეთქვა :)))))))))))))))))) თანაბარი არა კვახი. გაუმართლათ ძალიან. აბა თბილისში ვნახავთ მაგათ თანაბრობას
გიო
10:06 12-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული