ანგელოვსკი იმედგაცრუებულია და საქართველოს ნაკრებთან მატჩისათვის ფეხბურთელებს დაიმატებს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მთავარმა კონკურენტმა ჩრდილოეთ მაკედონიამ ძლივს მიაღწია ფრეს (3:3) ტალინში ესტონეთთან. მაკედონიელებმა კოსოვოსთან ევროპირველობის პლეი-ოფის მოგებულ მატჩს (2:1) დიდი ენერგია შეალიეს და მათმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ესტონეთთან სასტარტოში წამყვანი ფეხბურთელები არ დააყენა, მაგრამ როდესაც 1:3-ს აგებდნენ, იძულებული შეიქნა, ისინი შეცვლაზე შეეყვანა. შედეგად, 87-ე წუთზე გატანილი გოლით ქულა მოიპოვეს.

ანგელოვსკი თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა: "რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. კოსოვოსთან ნათამაშები ფეხბურთელების დასვენება გადავწყვიტე და შანსი სხვებს მივეცი. ვინც გამოიყენა, გამოიყენა, ვინც არა, შემდეგ შანსს დაელოდოს.

მხოლოდ უკანასკნელი
30 წუთით ვარ კმაყოფილი, როდესაც წაგებას გადავურჩით. შედეგით კმაყოფილი არ ვარ. მოგებას ველოდი. კვლავ პირველ ადგილზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა პირველობა ბოლომდე შევინარჩუნოთ".

საკადრო პრობლემების გამო ანგელოვსკი საქართველოსთან მატჩისთვის ადგილობრივი ჩემპიონატიდან რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნორმალური გუნდია მაკედონია,თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ იმსახურებენ მეორე ადგილს ორივე გათამაშებაშიი!!!
ბათუმი
22:49 12-10-2020
2
მაკედონიასთან (ახლა) ფრე..
თბილისში მიზერი (ორივე) მოგება..
ნოემბერში საქა-მაკე 2:0..
alex
00:37 13-10-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული