საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას სკოპიეში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში 12 ოქტომბერს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო მოედანზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართეს.

ამ დროისთვის სკოპიეში ჩვენი გუნდი 24 ფეხბურთელთან ერთად იმყოფება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც მომდევნო შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი
მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

13 ოქტომბრის განრიგი, ტოდორ პროესკის ეროვნული სტადიონი
12:30* - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში
14:15* - იგორ ანგელოვსკის პრესკონფერენცია
20:30* - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
21:00* - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

*თბილისის დროით

უეფას ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფს ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო 5-5 ქულით ლიდერობენ. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თბილისში ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 დაიწყება. თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 25 /
ლორია - მალი, კვერკველია, ტაბიძე, დვალი - კვეკვესკირი, კოტეიშვილი - შენგელია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კვარაცხელია. ოქრი და ვაკო სიტუაციის მიხედვით გაცვლიან ფორვარდისა და ფორვარდსუკანა ნახევარმცველის ფუნქციებს. ორივესთვის მშობლიური პოზიციებია. ფლანგებიც უძლიერესი, მუდამ გამწვავებაზე ორიენტირებული გეყოლება. საჭიროების დროს ყველა ისეთი ფეხბურთელია, რომ არც დაცვის მიხმარება და კოლექტიური ართმევა გაუჭირდებათ და პირიქით: მომენტებში კოტეტიშვილი აიწევს გამთამაშებლად და 4-4-2-ზე გადაეწყობიან. გავაოგნებთ ანგელოვსკის და დავანგრევთ მაკედონიას!!!
ცოტნე
04:22 13-10-2020
4
აბა თქვენ იცით ბიჭებო მარა რატომღაც მგონია რომ ამ ჯგუფში ჩემი სუბიექტური აზრია საქართველო არ ცდილობს პირველი ადგილის დაკავებას შეიძლება რაღაც მომენტში სხვა გათველებია რადგან იმ ზედა ჯგუფში ჩვენი პირველი ადგილი დაკარგული იქნება მეც ვფიქრობ რომ მოდით ჯერ ვარკივიოთ მეტ ნაკლებად ჩვენი დონის გუნდებთან საქმე რაც ჯერ ჯერობით კარგად მიდის და მერე იმ ზედა ჯგუფებშიც უფრო გამოცდილი მივალთ იმიტო რომ ჯერ ჩევნ არც კოსოვოზე არც მაკედონიაზე არც ბელორუსზე ინდივიდულიზმის თუ არ ჩავთვლით არაფრით ვარ ძლიერები კი არა მომენტებში ჩამოუვარდებით კიდეც ფიზიკაში ასე რომ ეს ჩემი აზრია .
კაპიტანი
10:48 13-10-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული