ბელარუსული გამოცემა: ევროპის ჩემპიონატზე მაკედონია უნდა გავიდეს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულ ბელარუსულ სპორტულ საიტ pressball.by-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ავტორი სერგეი აზარკევიჩი წერს, თუ რატომ უნდა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები.

"ბელარუსის ნაკრებმა "წლის მატჩი" თბილისში წააგო და ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ერთმანეთს ქართველები და მაკედონიელები შეხვდებიან. ლოგიკურია ეს შედეგი? თბილისში გამართული შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, პირველი წყვილის ლოგიკის შესახებ საუბარი რთულია. თამაშის ხარისხი, რაც ორივე გუნდმა აჩვენა, ევროპის ჩემპიონატის დონისაგან ძალიან შორსაა, ბელარუსის ნაკრებისა კი - მაქსიმალურად შორს. საქართველოს ნაქები ნაკრები, რომელშიც ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერები მრავლად
არიან, ბელარუსზე უფრო ახლოსაა, თუმცა დიდი შთაბეჭდილება ვერც მათ მოახდინეს.

მეორე წყვილის შეხვედრა კი უფრო ცოცხალი და საინტერესო იყო. თითქმის მეზობლები ხვდებოდნენ ერთმანეთს და მატჩი ტიპური ბალკანური გამოვიდა, სადაც მოგების სურვილი და შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, ეს გუნდები ერთმანეთს D დივიზიონის ფინალში რომ შეხვედროდნენ.

თამაშის შედეგში ლოგიკის პოვნას აზრი არ აქვს, რაც უნდა ვისაუბროთ. გამარჯვებულთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ 3-მცველიანი სქემა კარგად გამოიყენა. მისი გუნდი გაშლილად უტევს, ისე, რომ ქართულ-ბელარუსული მატჩის ტრანსლაციის თვალყურის მიდევნებისას გეგონებოდა, ტრანსლაცია 0,75 სისწრაფით არისო, ხოლო სკოპიეში 1,25-ზე იყვნენ ასულები. ამ ტემპს 37 წლის გორან პანდევიც უსწრებს, რომლისთვისაც ჰიპოთეტური ევროპის ჩემპიონატი კარიერის ბოლო კი არა, ერთ-ერთი სასიამოვნო ეტაპი იქნება.

როგორც მაკედონია-კოსოვოს მატჩის შედეგში, ისე ბელარუსის ნაკრების თამაშში არ იყო ლოგიკა. ბოლოს ყველაფერი გამართლების ფაქტორზე დადის. კოსოვოელების ავტოგოლს შეხედეთ - ეს ზოლოტოვზე დანიშნულ პენალტზე სასაცილოა. მაკედონიელთა მეკარისა და საყდენის მიერ წყვილში დადგმული წარმოდგენა?! ერთი ბურთის ასაღებად საჯარიმოს გარეთ გავიდა, მეორე ორი დღე ფიქრობდა, გამოეტანა თუ არა ბურთი სახიფათო ზონიდან. ხატკევიჩსა და ბორდაჩევს ასეთი რამ არც კი დაესიზმრებათ!

იმისათვის, რომ ოდესმე მაინც გაგიმართლოს, რაღაც უნდა გააკეთო. მთავარი მიზეზი, რატომაც ჩრდ. მაკედონია-კოსოვო უნდა ყოფილიყო ფინალი, არის ის, რომ ეს გუნდები საუკუნის მატჩს მოედანზე ითამაშებდნენ და მხოლოდ სიტყვებით არ გაალამაზებდნენ მას.

კოსოვოელებს რომ მოეგოთ და ევრო 2020-ზეც გასულიყვნენ, ეს გრანდიოზული ამბავი იქნებოდა. საფეხბურთო რუკაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი გუნდი, რომელიც არსაიდან მოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ ფიფას რეიტინგში.

თუ ფინალურ ეტპაზე მაკედონიელები გავლენ, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. 2-მილიონიანმა ქვეყანამ ფეხბურთელთა თაობა აღზარდა, რომელიც მთელ კონტინენტს მოედო. გორან პანდევის შემცვლელის საკითხი არ დგას, თავად გორანი სერია А-ს დონეზეც კი მაგრად თამაშობს.

მეკარე სტიპე დიმიტრიევსკი სეგუნდას "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავს. სტეფან რისტოვსკი ლისაბონის "სპორტინგის" წევრია, ნახევარმცველი ენეს ბარდი - "ლევანტეს" ერთ-ერთი ლიდერი, ეჟჯან ალიოსკი "ლიდსთან" ერთად პრემიერლიგაში ტრიუმფალურად დაბრუნდა და მარსელო ბიელსას ხელში თამაშობს. "მალიორკა", "უდინეზე", "ჯენოა", ზაგრების "დინამო" - ამ კლუბებში თამაშობენ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები.

შიდა ჩემპიონატიდან თითქმის არავინაა, ძირითად შემადგენლობაში საერთოდ არავინ. ისიც აღსანიშნავია, რომ მაკედონიის, საქართველოსა და მით უმეტეს, კოსოვოს ჩემპიონატები კონკურენციას ბელარუსულ ლიგას ვერ გაუწევენ. ამ ქვეყნების კლუბები ევროთასებზე მოხვედრაზე ოცნებობენ.

როგორღაც ისე მოხდა, რომ მაკედონიის ნაკრები ბელარუსის გუნდთან შედარებით უფრო ახალგაზრდა და ამავდროულად, უფრო გამოცდილია. მოთამაშეების საშუალოდ ასაკი 26-28 წელი გახლავთ. ფეხბურთელთა უმრავლესობას ნაკრებში 30-40 მატჩი აქვს ჩატარებული, ზოგს - 50-ზე მეტი. როგორც ჩანს, ამ გუნდში თაობათა ცვლის შესახებ არაფერი იციან, რადგან ისე შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რომ გაგეცინება კაცს.

თუმცა, არ გავიცინებ. უბრალოდ, ძალიან გამიხარდება, თუ მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვიხილავ. რადგან, თუ ტოპ-ტურნირისთვის ეს "შავი ხვრელი" მოიგონეს, ეს მათთვისაა, ვისაც იქ თამაში ნამდვილად სურს."

ეს სტატია 10 ოქტომბერს არის დაწერილი, 1 დღით ადრე, ვიდრე მაკედონია გასვლაზე ესტონეთს შეხვდებოდა. საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა სტატიის ავტორი გუნდზე, რომელმაც ესტონეთისაგან 3 გოლი გაუშვა, იმ ესტონეთისგან, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან კარში ვერ დაარტყა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
მაკედონია ჩვენზე კლასით გაცილებით მაღალი დონისაა შანსები 30/70 ზეა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,
გაცილებით ორგანიზებული გუნდია და ფეხბურთელების კლასიც ბევრად მაღალია,რა გუნდებში თამაშობენ და თან რა დონეზე,ჩვენები კიდე
ზაალი
13 ოქტომბერი 2020 14:08
44
რატომ ბლოკავთ მუდმივად კომენტარებს?!
თავი ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ გგონიათ?!

გიორგი
13 ოქტომბერი 2020 13:59
2
უკაცრავად და, ჩემს კომენტარებს სად აქრობთ, პატივცემულო ადმინისტრაციავ?!
უხამსობა, შეურაცხყოფა ან ძალადობის და სიძულვილის ენა სად ნახეთ?!
თუ საბჭოთა კავშირის ცენზურის მოდუსში ბრძანდებით?!
მერსო
13 ოქტომბერი 2020 13:45
3
დავიწყოთ იქიდან რო საქართველო ტერიტორიულად შუაგულ ევროპაში რო იყოს სადაც მაკედონიაა, ჩვენი ფეხბურთელები ბევრად უკეთეს გუნდებში ითამაშებდნენ ვიდრე მაკედონიელები თამაშობენ.14-ში და მერე ფინალში უნდა დავანახოთ ყველას რო მაკედონიას ტრადიიციით და თავის კლუბ ვარდარიანად ვჯობივართ.დრევანდელი გადასახედიდანაც საქართველოს ნაკრები თუ თავის ფეხბურთს ითამაშებს და მაკედონიას დარწმუნებული ვარ აჯობებს,საქართველოს ნაკრები უნდა ცდილობდეს ყველა თამაშში რო მოწინააღმდეგეს ბურთი არ მისცეს, საქართველოს შეუძლია ბურთი აკონტროლოს მაკედონიისგან განსხვავებით, ნაკრებს აქ ამის რესურსი და თუ ამას გააკეთებს საშუალო დონის გუნდებთან წარმატების მეტი შანსი იქნება.ძალიან ჭირდება სამომავლოდ ნაკრებს ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე და ანანიძე მათთან ერთად ნაკრები სულ სხვა დონის გუნდია, იმიტომ რო ისინი ბურთს მაგრად აკონტროლებენ, კვარაცხელია კი უფრო დრიბლინგის ფეხბურთელია, ესენი რო იყვნენ მაკედონიას კი არა ბევრად მაგათზე ძლიერ გუნდს მოუგებდნენ თან საკმაოდ დამაჯერებლად იმედია ჩაკვეტაძე ალბათ მალე ანანიძე კი სამომავლოდ ნაკრებს აუცილებლად დაუბრუნდებიან.მაკედონიას უნდა დაუმტკიცოთ რო მათზე ძლიერები ვართ.
ziko
13 ოქტომბერი 2020 13:35
4
რომელ თავის ფეხბურთს გულისხმობთ პატივცემულო? ოქრიაშვილი-კვეკვესკირი-კაშია-გოლიკიპერი?
ბ-ნ ზიკოს
13 ოქტომბერი 2020 14:54
18
არ უწყინოთ ბელორუსებს იმიტო რო ზოგ ზოგიერთები უკვე ევროპს ჩემპიონატზე აღებულ სამ ქულას ითვლის ავსტრიასთან ჩვენს ქვეჯგუფში. მანამდე დროა და ბიჭები მიწაზე დაეშვებიან.
zurabi
13 ოქტომბერი 2020 13:19
0
პენალტის წყალობით, ძლივს მოვუგეთ და არაა გამორიცხული, რომ გაბრაზებულია ავტორი. ისე ბალკანელები, ყველა ქვეყანა, გვჯობნის ფეხბურთელების ხარისხით
თამაზი
13 ოქტომბერი 2020 13:18
15
ჩვენ ყველამ ვნახეთ ,რომ თბილისში ჩრდილო მაკედონიას საქართველოს ნაკრებმა ვერ მოუგოოო!!! მიუხედავად იმისა, რომ მაკედონელები 10 კაცით თამაშობდნენ ნახევარ საათზე მეტი ამ თამაშზე ჩვენი ნაკრები იყო ოპტიმალური შემადგენლობით კვარაცხელია ჩაკვეტაძე ოქრი ყველა იყო, მაგრამ მაინც ვერ მოვუგეთ.
ასე, რომ არ არის ეს მაკედოანია ხელწამოსაკვარი მეტოქე ზე მოტივირებულია ეს ნაკრები და სერიოზული მომზადება და დაგეგმვა მართვეს საქართველოს ნაკრებს ფინალისთვის. ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს ევროპის ჩემპიონატს და ესეთი შანსი შეიძლება მომვალში აღარც გვქონდეს ასე რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უმაღლეს დონეზე და ხალხიც უნდა შეუშვან სტადიონზე.
გელა
13 ოქტომბერი 2020 13:17
0
სერგეი მოდი წერე და იკითხე რა
gio
13 ოქტომბერი 2020 13:13
2
ბელორუსების ამბავი ისაე:
კოშკა ნი დასტალ კალბასა
პარასკევია კაკრასა.

აბა მოეგო ბელორუსს, თუ დაიწყებდნენ მაკედონიის ქებას.
არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ მწარე კბენების გარდა.
წაგებაც ვაჟკაცური უნდა იცოდე და არა ასეთი, გულის მოსაფხანი სტატიების საწერი.
gio
13 ოქტომბერი 2020 13:12
2
ძალიან დაიბოღმა ამ სტატიის ავტორი როგორც სჩანს და მიდით ბიჭებო მაკედონიაც მივაყოლოთ ბელორუსს და ბარემ ეს ავტორიც გაიგუდება ბოღმით
****
13 ოქტომბერი 2020 13:04
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული