ქვილითაია: საქართველოში ზეწოლა უზარმაზარია - პირველ ადგილზე გასასვლელად მზად ვართ!

AutoSharing Option
14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია იახლა, რომელმაც შემდეგი განაცხადა.

"ჩვენს ქვეყანაში ზეწოლა უზარმაზარია. ევროპირველობაზე გასვლას 30 წელია ველით და ეს ჩვენთვის დიადი საქმეა. გამარჯვებას და კონტინენტის ჩემპიონატზე გამგზავრებას ვაპირებთ.

ისევე, როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც რთული ბრძოლა გველის. მომავალი შეხვედრებიც რთულია. 3 ქულის ასაღებად და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად მზად ვართ", - ციტირებს ქვილითაიას "სპორტმედია".

მკითხველის კომენტარები / 4 /
შენი ზურგით ბურთის მიღება არ გაუშვას
სააკაძე
22:03 14-10-2020
0
ქვილი, ეს პლეი-ოფის თამაში არაა, ის 1 თვის მერეა აგერია :D
შაკო
16:22 14-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული