საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
უბრალოდ ვიტყვი გადაჭარბების გარეშე კვარაცხელია ყალიბდება მსოფლიო დონის ფეხბურთელად
მგელი
15 ოქტომბერი 2020 00:48
2
ვაის წადი! გოლი ინდივიდუალური იყო (არა მწვრთნელის). სამაგიეროდ, მწვრთნელმა ათ კაციან მოწინააღმდეგესთან ნაჩუქარი ანგარიში ვერ შეინარჩუნა (ბოლო წუთებზე რიტმიდან ამოვარდნილი მცველები არ უნდა შემოიყვანო).
PS. თუ გინდათ ისევ გაავსეთ დისლაიქებით ეს კომენტარი, მაგრამ როდემდე? გავითვალისწინოთ, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებსაც კი არ ვეთამაშებით!
რაგბის ფანი
15 ოქტომბერი 2020 00:54
42
რა გჭირთ ხალხნო რა გადაუარეთ ვაისს.კაკაბაძე,კაშია,ხოჭოლავა,კანკავა,ოქრიაშვილი,ჩაკვეტაძე,შენგელია და მესამე წუთზე კიტეიშვილი.8 ფეხბურთელი გვაკლდა და მსაჯის დამსახურებით ფრე ვითამაშეთ.ასეთი პენალტი რავიცი მე არ მახსოვს სადმე დაენიშნოთ,აშკარად დაეხმარა მსაჯი.ორივე თამაშში ბოლო წუთზე პენალტით.აშკარად უიღბლობის მომენტია.ფინალშიც გავედით და დიდებული შანსი გვაქვს ამ ჯგუფშიც პირველზე გავიდეთ.რისთვის იშლით ნერვებს და ლანძღავთ მწვრთნელს.ეს მისი დაყენებული გუნდია და სხვა არავისი.თქვენ ყველა თამაშის მოგება გინდათ,ევროგრანდი ვართ?
master
15 ოქტომბერი 2020 03:14
15
ორივე თამაშში დაგვაკლდა კლასი.
სომხეთთან ხელით თამაში ნამდვილად იყო,
გუშიბდელი პენალი კი მაინც უკლასპბის შედეგია და ნაწილობრივ ვაისის ბრალი, ბოლო წუთებზე 2 მცველის დამატებამ გამოიწვია ის გაურკვეველი ზედა ხორა ბურთზე (დაცვა აირია ძალიან). მსაჯმა გაატარა მეტოქის მხრიდან თავის სიმაღლებდე აქნეული ფეხი და 4-მა ქართველმა ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ ქვევიდან წაერტყათ ფეხში, თავით თამაშის იმიტირება, მაინც, რომ გაეკეთებინათ მსაჯს შანსი არ ექნებოდა. ისე არც მეტოქეს ქონდქ შანსი იქედან დარტყმის. ამიტომ ჩვენს შეცდომებს მივხედოთ და ვეღარ გაგვიბედავენ მასეთ პენალებს, ახლა კი ფსიქოლოგიური უპირატრსობს მათ გადავაბარეთ და სტიმული მივეცით,
თავო და თავო
15 ოქტომბერი 2020 07:34
1
მსგავსი კომენტარების ავტორთა უმრავლესობა სტადიონზეც არ არის ნამყოფი... უბრალოდ "ბოღმა" ახჩობთ.
tngh
15 ოქტომბერი 2020 09:53
2
კიდევ იტყვიან კვეკვესკირს რა უნდა ნაკრებშიო. დღეს გამოჩნდა კანკავას არყოფნაში ვინც არის გუნდის ხერხემალი
Toko
15 ოქტომბერი 2020 00:57
2
მოგონილი პენალტი. ამ დებილ მსაჯი მსაჯობა უნდა აეკრძალოს. 2 მეტრზე თუ ვერ იხედება, იმ აფერისტი "მაკედონელის" ფეხზე დაეხედა. ამ ყაზაიშვილმა კი ვერ ისწცავლა რომ არ იჟოშკოს, როცა სხვა ფეხბურთელი აშკარად უკეთეს მდგომარეობაშია გოლის გასატანად. ხვიჩა რაღაც მალე იღლებოდა ან ნერვიულობდა.
მოკლედ ხვიჩა ჩაკვე და შენგელია უნდა იყვნენ მწყობრში პლიუს კანკავა, რომ მაკედონიას აქ მოვუგოთ.
irakli
15 ოქტომბერი 2020 00:55
3
კარგით რა ბიჭო კარგით რააა კარგით რააა გეყოთ ეს დედა....... კარგით რააააააა კარგით რაააააააა ამის დედა .... კარგით რააა..... ფაქტია 10 კაციან მაკედონიას ვერ ვუგებთ იმედია ნოემბერში 9 კაცით იქნებიან ან ჩვენ ვიქნებით 14. კარგით რა უბედურებააა ბოლო წუთებზე ბურთის დათმობა ეს დედა .....კარგით რა
იბერია
15 ოქტომბერი 2020 00:50
3
ეს იმის ბრალია, ნაადრევად რომ იჯერებენ მოგებას და უმცერესობაში მყოფ გუნდს ბურთს რომ უთმობენ. ამათ არავინ ასწავლა ავადმყოფისა და საწოლის ამბავი, რომ იქვე უნდა მოუმთავრო? ესენი კიდევ ერთი ბურთით იგებენ თამაშს და დაცვა ჩავიდნენ და ბურთი მისცეს. დაუჭირე მაინც რა...

ვაისზე რა უნდა თქვა. ჭკვიანურად დაგეგმა კაცმა, მთელი თამაში დაღალა და მერე შეუსრულა კვარაცხელიათი, მაგრამ...
ღირსები ვართ
15 ოქტომბერი 2020 00:51
6
ეს იყო სამარცხვინო მსაჯობა..
გიორგი
15 ოქტომბერი 2020 00:51
5
ჩვენ აშკარად უკეთესი გუნდი ვართ ჩვენს ჯგუფში, მაგრამ ჩვენ პრობლემას საკუთარ თავს ვუქმნით. ჩემი აზრით შანსი გვაქვ 70-80%, რომ გავიდეთ ევროპაზე, თუ კვარა იქნება ძირითადში
დაT
15 ოქტომბერი 2020 00:49
2
საქართველოს ნაკრებს უკანასკნელ ორ შეხვედრაში გასამარჯვებლად არ ეყო კლასი,სულ ესაა!!!
!!!
15 ოქტომბერი 2020 03:55
7
კი, ოღონდ ინდივიდუალური კი არა, გუნდური კლასი. ეს კი მწვრთნელის ბრალია.
ცოტნე
15 ოქტომბერი 2020 08:42
3
რა ცოტა რამეააა:))
oxxxx
15 ოქტომბერი 2020 10:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული