ანგელოვსკი: კოსოვოსაც მოვუგეთ და ჯგუფშიც პირველ ადგილზე ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მეოთხე ტურში მიღწეული ფრის (1:1) შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ სიხარული ვერ დამალა:

"ამ მატჩმა ჩვენი გუნდის მებრძოლი ხასიათი აჩვენა, რომელიც რიცხობრივ უმცირესობაში მყოფიც არ დანებდა. დიდი მადლობა ბიჭებს. ზედიზედ სამი მატჩის ჩატარება ადვილი არ არის.

იგივე სიტუაცია განმეორდა, რაც პირველ თამაშში იყო. კაპიტნით დაწყებული, ყველა შესანიშნავად გაისარჯა.

კოსოვოსაც მოვუგეთ და ჯგუფშიც პირველ ადგილზე ვართ. ახლა საქართველოსთან მომავალ მატჩზე ვფიქრობ, შემდეგ კი ერთა ლიგის შეხვედრები გვიწევს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
ორჯერ გაგიმართლათ თორემ დიდი შანსი იყო 4 ან 7 ქულით გაგქცეოდით მაგრამ მესამედ 12 ნოემბერს იღბალი ჩვენკენ გამოიხედება
ბაჩი
17:27 17-10-2020
0
აქ წავიკითხე სოსოს კომენტარი და ამ კაცს სრულიად ვეთანხმები! თითქოს ჩვენს გუნდს უჭირს იმის დაჯერება, რომ მაკედონიას სტუმრად უგებს და ცოტა რჩება მატჩის დასრულებამდე.აბა ამდენი უიღბლობა მე არ ვიცი.მაგ გუნდს თბილისშიც ვაჯობეთ და ბოლო წუთებში სასწაულებრივად გადაურჩენ წაგებას, ანუ სკოპიეში ბოლო წუთზე მსაჯის ნაჩუქარი პენალტით გადაურჩენ წაგებას და თბილისში მეკარეს და იღბალს უნდა უმადლოდენ.გამოდის რომ უკეთესი გუნდი ვართ და იმედია მესამე შემთხვევაში უკვე ჩვენც გადმოგვხედავს საფეხბურთო ფორტუნა.ეგენი უნდა დავუშვათ მიწაზე,წინ საქართველო!!!
სიმართლე
15:18 16-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული