ვაისი: ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.

ახლა მოწყენილები ვართ. ვნახოთ, 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.

მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ - 6 თუ
7. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.

პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს. როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 49 /
ვაისმა ჩამოაყალიბა და შექმნა გუნდი. საქართველოს ნაკრები გუნდია და ეს არ ქონია ჩვენს ნაკრებს არასოდეს. ბოლო ორ თამაშში ფაქტიურად სხვადასხვა შემადგენლობები ათამაშა რაც გასაგებია, ეს არი მზადება მთავარი მატჩისთვის და ყველა ვარიანტი უნდა მოისინჯოს, მიუხედავად შემადგენლობების ასეთი ცვლისა, საქართველო ყველა ჩატარებულ მატჩში დომინანტი იყო და ყველა მეტოქეს აჯობა, ეს კიდე ერთხელ მეტყველებს იმაზე რო როგორც გუნდი შევდექით. ცოტა იღბალიც რო ჩვენსკენ ყოფილიყო ახლა მინიმუმ 4 ქულით მეტი უნდა გვქონოდა ჯგუფში. ყოჩაღ ბიჭებს და უპირველეს ყოვლისა ვაისს. წინ მთავარი მატჩია და ჩვენ მოვიგებთ მაგ მატჩს.
თენგო
15 ოქტომბერი 2020 07:41
3
წადი!
koki
15 ოქტომბერი 2020 02:09
23
დდ პანდევის იმედი გაქვთ მაკედონიის ფანებს?რაც სომხებმა უქნეს ერევანში იგივეს დამართებენ კვარა და კომპანია აქ 12ში.
źaza
15 ოქტომბერი 2020 11:30
0
ორჯერ 10 კაციან მაკედონიას ვერ მოვუგეთ. სირცხვილია.
kaira
15 ოქტომბერი 2020 11:25
20
ყოფილ იტალიურ ფეხბურთს ათამაშებს ღრმად პატივცემული ვაისი, სიმბოლური იყო 2 მცველის გამოყვანა და იმავე შეტევაში პენალტი ჩვენს კარში, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა!!!
p.s. კვარა აღმაფრთოვანებელი ხარ! ჟრუანტელმა დამიარა შენი გოლის დროს!
ნაკრების ფანი
15 ოქტომბერი 2020 03:12
4
და ეს არის ძალიან ძლიერი ნაკრები?ტოტალური უიღბლობა მადლობა ბიჭებო ყველას .12 ში დავამყნით მაგათს 3-0 ს.კვარაცხელია ხო გვყას ჩაკვეტაძემ ეგება გაეშვას და მოდით მერე.წარმატებები მე თქვენი იმედი მაქვს
თემური
15 ოქტომბერი 2020 10:45
3
კაცი იმედითაა ბიძია და ნუ დაკარგავ მაგ იმედს, აგერ 30 წელია ნატოში ხართ იმედით, ღმერთმა ნუ მოგიშალოთ იმედი დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
xx
15 ოქტომბერი 2020 15:33
1
თუ აკვირდებით ყველა წარუმატებლობას ფეხბურთელებს რომ აბრალებს.
ერთხელ არ უთვამს, ტაქტიკა ვერ შევარციე, არასწორი შემადგენლობა დავაყენე, შეცვლები ვერ გამოვიცანი
Las
15 ოქტომბერი 2020 10:04
8
ვაისზე ბევრჯერ მითქვამს რომ გაუმართლა, შეცვლები დააგვიანა, "სასტავი" ცუადად შეარჩია და ა.შ. მაგრამ ამ კაცმა შედეგი დადო და ეს ბოლო შეხვედრები ძალიან მაგარი საქმე გააკეთა. გვერდიდან შეიძლება ესე არ ჩანდეს (ვერ მოვიგეთ სომხეთთან და გუშინ), მაგრამ სერიოზულად იმუშავა და მჯერა, მთავარი შედეგი ნოემბერში დაიდება. ნაკრები არ აგებს და იგებს მნიშვნელოვან თამაშებს. ვაცადოთ! ვაისი ბევრად მაგარი ტრენერია ვიდრე ჩრდ. მაკედონიის ტრენერი და ეს ჩვენი დიდი პლუსია.
პ.ს. ჩრდ. მაკედონიას ყავს პანდევი, ჩამავალი საშუალო დონის "ვარსკვლავი", ჩვენ გვყავს ამომავალი სუპერ ვარსკვლავი კვარაცხელიას სახით და ჩაკვე, ამ ორს ბარსა, რეალი, იუვეს... დონეზე შეუძლიათ თამაში. ფინალი და მომავალი ჩვენია! :)
გივი
15 ოქტომბერი 2020 08:39
4
ბატონო პროფესორებო, გადახედეთ მატიანეს და სარქივო ჩანაწერებს.
გვითხარით გეთაყვა - დღიდან დასაბამისა და რომელმა მწვრთელმა ათამაშა ამ დონეზე ნაკრები?

აბა მაინც ვინ? იქნებ ანოიკითხოთ წარსულიდან? არ მახსენდება და იქნებ იყო ვინმე ვინც მეტი შეძლო, გამართულიფეხბურთი ათამაშა და მეტი შედეგი დადო?

მე მახსოვს ბოსკამპები, კუპერები, ტოპმიოლერები - მაგრამ რაღაც ამას მიახლოებული შედეგები არ მახსოვს - ქართველი მვრთელების დიდ შედეგებს, რომ პირდაპირ....
ლევანი
15 ოქტომბერი 2020 10:02
14
მთლად მასეც არ არის საქმე.ჩივაძე,ინგლისთან წაგებას გადავაყოლეთ,გერმანიასთან წაგებას ვერ ვპატიობდით გუნდს,ორბურთიანი სხვაობით,იმიტომ რომ მეტი გვინდოდა.ახლა ამაზე ოცნებაც აღარ გვაქვს.ვისთანაც ვაგებდით,იქაც შეტევაში გავრბოდით და ყურება გვიხაროდა,ისეთ ფეხბურთს ვთამაშობდით.ჩაკვეტაძემდე და კვარაცხელიამდეც გვყავდა ფეხბურთელები და არა ერთი.ასე რომ ც ჯგუფში გამარჯვება,მათთვის ნამდვილად არ იქნებოდა პრობლემა.წესით არც ამათთვისაა,მაგრამ თავისი თავის რწმენა არა აქვთ,ჯერჯერობით.თუმცა ესეც მოვა.ვაისი შესაძლოა დიდი არაფერი მწვრთნელია,მაგრამ გუნდში შექმნა ატმოსფერო და თანდათან თითქოს პერსპექტივები გვიჩნდება.ყოველ შემთხვევაში ნაკრებს შემადგენლობის ასეთი სიღრმეები,მგონი არასოდეს ჰქონია.კარგი ახალგაზრდობაც მოდის და აუცილებლად ვიქცევით, საშუალო დონის ნაკრებად მაინც
სოსო
15 ოქტომბერი 2020 10:29
1
იმედია 12ში ყაზაიშვილებით და ოქრიაშვილებით არ დაამძიმებს თამაშს..... კვარა ჩაკვე და შენგელია ან ლობჟანიძე მარჯვნივ. კაშო უეჭველი სასტავში რადგან ამ ბაიყუშ მცცელებს თუარ დაუღრიალე ისე ითიშებიან ხოლმე მომენტებში და კაშოს არ ეშლება მასეთები. ერთი წესიერი თავმდამსხმელი და ერთი კარგი მარჯვენა მცველი გვინდა და კარგი ნაკრები გამოგვივა. 12ში როგორც არუნდა მორჩეს თამაში ვაისი უნდა გაუშვან გუნდს არანაირი ტაქტიკა არ ემჩნევა კვარამ რომ საოცარი გოლი გაიტანა არამგონია ეგ ვაისის მონახაზის ნაწილი ყოფილიყო:/// კუთხურის დროს მცველები ჩადიან ელოდებიან ჩაწოდებას და ამ დროს იქვე ვათამაშებთ და ვკარგავთ ბურთს... მაგარი ტაქტიკაა ძაან. ან გუშინ იმათი კუთხურია და ისე უაზროდ იგერიებენ წინ თითქოს რაგბი იყოს.. ეს არის ამ კაცის ტაქტიკა. ყაზახეთანაც ჩაკვემ ბომბა გოლი გაიტანა რა შუაშია აქ ვაისი. კაროჩე გასაშვებია ეს კაცი სახლში... ყაზაიშვილს 3 თამაში ათამაშა 6 დღეში აბა ეხლა ეს მწვრთნელია??????
Roma
15 ოქტომბერი 2020 09:42
13
აი სწორედ მაგის მეშიანია , ძირითადსი ეს ტვლიპიან მოიაზრებს უკვე ჩამოწერილ მოთამაშეებს.
კვარაცხელია გყავდეს ვერ იყენებდე, კიტეიშვილს თავის ადგილზე არ აყენებდე, რა კარგი ბიჭები არიან აბურჯანია, შენგელია, ჩაკვეტაძე ესენი რომ დააყენონ მაკედონიას კი არა იტალიას და გერმანიას ეთამაშებიან თანაბრად.

ამათი მიკვირს ეს ვაისას ფანკლუბი, დაასახელეთ მწვთნელი ვის ხელშიც ასეთი შედეგი გვაქვსო, რა უნდა ველაპარაკო ასეთებს, სომხეთს რომ 7-0 უგებდა ჩვენი ნაკრები ალბათ არც აინტერესებთ
las
15 ოქტომბერი 2020 10:33
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული