საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელმა 2008 წლის ომი გაიხსენა: სახლში გამოქცევა სწორი არ იქნებოდა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა ხორვატ-გერმანელმა დამრიგებელმა პეტარ სეგრტმა გერმანულ საიტ rbb24.de-სთან საუბრისას 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა.

"სამწუხაროდ, ომის გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში იშვიათი არაა, წარმოშობით იუგოსლავიიდან ვარ. ხორვატიის ომი საკუთარ თავზე გადავიტანე, გერმანიიდან წამლების, საჭმლისა და ტანსაცმლის გაგზავნას ვცდილობდი. ოჯახსა და მეგობრებს ასე ვეხმარებოდი.

მეგონა, ეს ცხოვრებაში ერთადერთი ომი იქნებოდა, თუმცა შევცდი. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთის ომის შუაგულში აღმოვჩნდი - მაშინ საქართველოს ნაკრებში ვმუშაობდი.

არ მინდოდა ხალხისა და ფეხბურთელებისთვის მეღალატა. სულ იმას ვეუბნებოდი, რომ ერთი
გუნდი, ერთი საზოგადოება ვიყავით. ახლა კი, როცა ომი დაიწყო, თვითმფრინავში ჩაჯდომა და იქ 3 თვის შემდეგ დაბრუნება სწორი არ იქნებოდა.

მარტო ვიჯექი ბინაში, შეშინებული. რუსები თბილისს ბომბავდნენ, ქუჩაში სახანძრო მანქანები მუდმივად მოძრაობდნენ. უცებ მეზობელი მოვიდა და მშვიდობიან დემონსტრაციაზე წასვლა შემომთავაზა და მეც, რასაკვირველია, დავთანხმდი.

დემონსტრაციაზე ვიყავი, როცა ფეხბურთელებმა მითხრეს: "მწვრთნელო, პოლიტიკოსების მოსმენა აღარ გვინდა, თქვენი მოსმენა გვსურს". ლამის მაიძულეს სიტყვით გამოსვლა, თუმცა ეს ძალიან ემოციური იყო.

ამდენი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლა ძალიან გამიჭირდა. არც კი ვიცოდი, რა მეთქვა. ვეცადე, ხორვატიის მაგალითზე ამეხსნა, როცა საქმე ცუდად იყო, ჩვენ ერთად დავდექით. მოვუწოდე, გვერდით მდგომისთვის ხელი ჩაეჭიდათ და მშვიდობის ნიშნად მაღლა აღემართათ. უცებ 200 000-მა ადამიანმა ხელები მაღლა ასწია. მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს გამომიცდია", - თქვა სეგრტმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაი კაცი ხარ შენ პეტარ!
დავითი
17:39 04-11-2020
2
qomagi-ის კომენტარი რატომ გააქრეთ,ჩემი კომენტარის შემდეგ? :-) რაც შეეხება ჩემზე
პასუხის მომწერს, ვესტი???ვერ გევიგე???რა ენაზე წერთ კომენტარებს?სოსოს ვეთანხმები 100% წითელ ხიდზე,რომ დააყენეთ რიგები და ეხლა ხალხს მოუწოდებთ აგვირჩიეთო,შუბლის ძარღვი ბოლომდე,რომ გაქვთ გაწყვეტილი, წადით ჭამეთ და დაიძინეთ ;-)იმათაც იგივე ქენით, ვინც რუსთაველიდან გვიმღეროდით 2008 წელს,როცა ჩვენ ნიქოზში და ცხინვალში ვიბრძოდით,სამწუხაროდ მაგ მომენტში უკვე გადარჩენისთვის. ისე ნეტა არც გასლოკინებდათ?რაც თქვენ იქ ბიჭებმა გლანძღეს?! მოკლედ მადლობა ამ კაცურ კაცს ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომისთვის და დროა ზოგიერთებმა სხვაობა იპოვოთ შავს და თეთრს შორის
საქართველო
15:09 05-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული