საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ავღანეთს გაწვრთნის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებთა ყოფილი თავკაცი პეტარ სეგრტი ავღანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

თავიდან ის კლაუს ტოპმიოლერის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. ერთი ხანობა (2006-08 წლებში) საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა, ორი მატჩიც (2008 წელს) ეროვნული გუნდის დამრიგებლის რანგში ჩაატარა...

სეგრტსა და ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტრაქტი მაისამდე გაფორმდა. ამ ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თამაშობს. უახლოეს მატჩს სეგრტის ახალი გუნდი 12 ნოემბერს, კამბოჯასთან გამართავს.

აქვე შევნიშნავთ, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების გამო ავღანელები მატჩებს ირანში ატარებენ, ხოლო შეკრებებს აბუ-დაბიში
გადიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული