ოფიციალურად: საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთადერთი შეხვედრა აშორებს. 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ვლადიმირ ვაისის შეგირდები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, სამწუხაროდ, გაოფიციალურდა, რომ აღნიშნული მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

"პოლიტიკური პროცესების და აქციების შედარება რაიმე თამაშთან, თუნდაც მნიშვნელოვანთან, არაა სწორი. ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესის აკრძალვა, თუნდაც იმ ფონზე, რომ მათ არ უკეთიათ პირბადე.

სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს. დიდი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს
ფეხბურთელებს სახლიდან ვუქომაგოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენი სახლიდან მხარდაჭერით უარესად არ ითამაშებენ".

altროგორი შემადგენლობით უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი

 

მკითხველის კომენტარები / 36 /
მაშინ არ იყო საშიში, როცა მთელი საქართველოდან საჯარო მოსამსახურეები ჩაიყვანეთ დენდროპარკის დასათვალიერებლად და მოსახლეობისთვის ბიძინას კაიკაცობის ილუზიის შესაქმნელად და იქ ზედახორა გაამართვინეთ?

დედები კი ... თქვენი!
თამაზი
16:38 05-11-2020
12
12ში ყველა სტადიონთან!!!!! ჩვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია
ყველა სტადონთან
17:20 05-11-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული