2018 წელს დავითაშვილმა და კვარაცხელიამ მაკედონიელები გაანადგურეს

AutoSharing Option
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრები გუნდების მესამე შეხვედრამდე 6 დღე დარჩა და გულშემატკივართა უმრავლესობა წუთებსაც ითვლის.

ეროვნული ნაკრებების დონეზე სრული თანაფარდობაა: ორი შეხვედრა, ორი ფრე, ბურთები 2:2-ზე. აი, ასაკობრივ გუნდებს რაც შეეხება, მაკედონიელებს ამ მხრივ ძალიან ვჩაგრავთ.

ამა წლის თებერვალში 19-წლამდელთა ნაკრებმა სკოპიეში მასპინძლებს ორივე მატჩი მოუგო: ჯერ 5:1 გაანადგურა, შემდეგ 4:3 სძლია.

თუმცა სკოპიეში დაფიქსირებული შედეგი ქვეყნების გუნდებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა არ ყოფილა. 2018 წელს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ქართველებმა მაკედონიელებს 6:1 მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში
პოკერი ზურიკო დავითაშვილმა შეასრულა, 1 გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა (1-იც საკუთარ კარში შეაგდეს).

ახლა ზურიკო და ხვიჩა ეროვნული გუნდის იმედები არიან. როგორც ვხედავთ, არცერთ მათგანს მაკედონიასთან არასდროს წაუგია და იმედია, ამ სტატისტიკას 12 ნოემბერს კიდევ ერთ გამარჯვებას დაამატებენ.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ კვარაცხელია მაკედონიელებთან შეხვედრას შედეგიანი მოქმედების გარეშე არ ტოვებს...

მკითხველის კომენტარები / 15 /
ზურიკომ უნდა შეავსოს ჩაკვეს დანაკლისი
ქუთაისელი
15:02 06-11-2020
3
დიდება საქართველოს! დიდება ქართულ გენს საფეხბურთო გენიოსების და ტალანტების სამჭედლოს! დიდება განსაკუთრებულ, თვითმყოფად ქართულ ფეხბურთს!
aburjga
14:30 06-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული