პანდევი: საქართველოს ნაკრების დადებითი და უარყოფითი მხარეები ვიცით - კვარაცხელიას ყურადღება უნდა მივაქციოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალის წინ "სპორტსკის" ინტერვიუ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა გორან პანდევმა მისცა.

- საქართველოსთან ორჯერ ფრედ ითამაშეთ, ახლა როგორი მატჩი გელით? წინა ორ შეხვედრასთან შედარებით თამაშში რაიმე ცვლილებები მოხდება?
- მძიმე მატჩი იქნება, გასული ორისგან განსხვავებული. მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები ვიცით. ასე რომ, განსაკუთრებული თამაში გველის. მოედანზე თვითდაჯერებულები უნდა გავიდეთ. მეტოქის შეცდომების გამოყენება გვმართებს.

- თვლით თუ არა, რომ თბილისში უმაყურებლოდ თამაში ჩვენთვის კარგია?
- ფეხბურთი მაყურებლებისთვისაა და გული დაგვწყდა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი არ იქნება, თუმცა სტუმრად
ვთამაშობთ და ამ შემთხვევაში ეს ჩვენთვის კარგია.

- მოწინააღმდეგის რომელიმე ფეხბურთელმა თუ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
- დიახ, რომელმაც გოლი გაგვიტანა. კვარაცხელია "რუბინში" ასპარეზობს, კარგი ფეხბურთელია, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან შეუძლია ჩვენს დაცვას პრობლემები შეუქმნას.

- რაც საქართველოსთან წინა ორ მატჩში ვიხილეთ, ფავორიტები ვართ?
- ეს ფინალია, აქ ფავორიტი არ არის. როგორც ვთქვი, ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს და იმედია, ეს ჩვენს სასარგებლოდ იქნება.

- სკოპიეში ჩატარებული შეხვედრა დეტალურად თუ გაარჩიეთ?
- გუნდებს ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ტაქტიკა მწვრთნელზეა დამოკიდებული და როგორსაც აარჩევს, ისე ვითამაშებთ, მაგრამ ჩემი აზრით, ბევრ ასეთ მატჩში თამაშის გეგმა გადამწყვეტი არ არის, გადამწყვეტი გამარჯვების სურვილია. ფინალი ლამაზი თამაშისთვის კი არა, არამედ გამარჯვებისთვის ბრძოლაა!

- ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, ეს ნაკრების მაისურათი თქვენი ბოლო მატჩები იქნება?
- დიახ. ასე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებული ფეხბუურთელები ინტელექტთან ახლობლობენ ასეა პანდევიც რაციონალურად განსაჯა და თქვა მეტოქის შეცდომები უნდა გამოვიყენოთო, წარმატების გასაღები ჩვენი უშეცდომოთ თამაში იქნება! წარმატებები ჩვენს გუნდს!
კობა
22:57 06-11-2020
0
პანდეევ კარგი ფეხბურთელი ხარ, მარა ეს შენი ბოლო თამაშია !
მწარე
01:04 07-11-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული