ჩრდილომაკედონიელები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, მართლა დარწმუნებულნი არიან ჩრდილომაკედონიელები საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გამარჯვებაში თუ უბრალოდ ეს მათი სტრატეგიაა, ან შეიძლება სულაც თავს იგულიანებენ, მაგრამ ფაქტია, ერთობ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ.

დღეს ნაკრების შეკრებაზე უკვე გამოცხადდნენ კაპიტანი გორან პანდევი და ელიფ ელმასი და ეროვნულ გუნდთან ერთად სასტუმროში არიან.

ნაკრების მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ და რისთვის ვთამაშობთ. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, რათა გავიმარჯვოთ და ბოლოს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ეს მართლაც ემოციური შეხვედრა იქნება, რამეთუ ევრო 2020-ზე გასვლის შესაძლებლობა
გვაქვს. მიღწეული დადებითი შედეგებით ბედნიერები ვართ, თუმცა ფინალში გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს სრულიად ახალი თამაშია, წინა ორისგან განსხვავებული; ფინალია, რომელსაც ორივე გუნდი განსხვავებულად შეხვდება. მე დეტალების ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტას ვიმედოვნებ".

ასევე მეტად ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს მცველმა ვისარ მუსლიუმ და თავდამსხმელმა ილია ნესტოროვსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
და რა გიკვირთ? აბა მეტი რა უნდა თქვან? ყველა ვარიანტში ვაგებთ და დედა გვაქვსო ნატირები?!
სოხუმელი ვეტერანი
13:34 10-11-2020
0
froide! აბსოლუტურად მართალი ხარ! იმედია საიტი გაიგებს და მოგისმენს! წარმატებები ნაკრებს! დიდი იმედებით 12 ნოემბერს!
alexandre
12:50 10-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული