2018 წლის 6 სექტემბერს, "ასტანა არენაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო... პირველი გიორგი ნავალოვსკის ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი იყო. რომ არა "ნავალა", არავინ იცის, ვიქნებოდით თუ არა ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში...
შემდეგ კი კიდევ ერთი გიორგის, ამჯერად ჩაკვეტაძის ბენეფისის დროც მოვიდა - "ჩაკვემ" ულამაზესი გოლი გაუტანა ყაზახებს და ესეც ჩვენი საფინალო გზის უმნიშვნელოვანესი საწყისი ეტაპი იყო.
ჩაკვეტაძემ მესამე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა - კარგი პასი გაუკეთა ვაკო ყაზაიშვილს. ვაკომ დაარტყა, მეკარემ მოიგერია და ავტოგოლი - მატჩი მოვიგეთ.
ასე დაიწყო ფინალისკენ მიმავალი გზა...