"საქართველოს დავამარცხებთ, იღბალი მამაცთა მხარეს იქნება" - ამბობს ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს სამშობლოში ამხნევებენ, შეიძლება ითქვას, ერთგვარი მხარდამჭერი კამპანიაცაა წამოწყებული. მედიასაშუალებები არწმუნებენ ფეხბურთელებს, რომ გამარჯვება შეუძლიათ. საქართველოში გამომგზავრების წინ ნაკრებს მათი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მუამედ სეიდინიმ მიმართა:

"ჩვენს ფეხბურთელებს საქართველოსთან ფინალში მთელი გულით წარმატებას ვუსურვებ. ამ გუნდს აქვს მებრძოლი ხასიათი, ძალა და მოთმინების უნარი. მე მჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში დიდი გამარჯვება გველის. იღბალი მამაცთა მხარეს იქნება. ნახეთ, როგორ ვხდებით სულ უფრო ძლიერები ერთად".

მკითხველის კომენტარები / 25 /
მაშ თქვენ გგონით,რომ ჩვენზე მამაცები ხართ?კარგი გამოწვევაა ბრძოლის წინ!
gia jashi
01:14 11-11-2020
0
აქ არ ჩამოხვალთ სათითაოდ დაგთვლით "მამაცებო". თქვენ საქართველოს შესახებ არაფერი გსმენიათ. სიმამაცის გაკვეთილს აქ ჩაგიტარებენ მკვეხარა დედლებო. ცარიელმა ტრიბუნებმა არ მოგატყუოთ. წმინდა ილია მართალს უთქვამს:"მას დედის ძუძუ ტკბილი შხამადაც შერგებია,მამულისთვის სიკვდილი ვისაც დაზარებია!" 12 ნოემბერს მინდორზე 11 ფეხბურთელს კი არა ერთიან საქართველოს დაუპირისპირდებით. გაუმარჯოს საქართველოს! წარმატება ბიჭებო!
გიორგი
01:48 11-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული