ოქრიაშვილი: მოგების გარდა, სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ - გუნდში საუკეთესო განწყობაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან ევროპირველობის პლეი-ოფის მატჩისათვის სამზადისს განაგრძობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა გააკეთა:

"ჩრდილოეთი მაკედონია კარგი გუნდია, ერთმანეთს უკვე ორჯერ ვეთამაშეთ და ერთმანეთის სუსტი წერტილები კარგად ვიცით, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მოგების გარდა, სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გუნდში საუკეთესო განწყობაა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას.

​ძალიან შეკრული გუნდი ვართ. საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ,
რომ ეს განწყობა თამაშზეც დაგვეტყო. ბოლომდე ვიხარჯებით და სწორედ ეს მგონია იმის მიზეზი, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას ვაგრძელებთ.

გულშემატკივრებისგან უამრავი შეტყობინება მივიღე და ვიცი, რომ ყველა ელოდება ამ თამაშს. მადლობა მათ გამამხნევებელი სიტყვებისთვის".

მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა შენ იცი ბაბუ. შენ ხარ ლიდერი მანდ და შენ თავზე აიღე ბიჭების წაძღოლა. მე რა მრჩეველი ვარ მაგრამ სულ მინდა პირადად შენ და ბიჭებსსაც ვუთხრა. ურტყით რა! ურტყით რაც შეიძლება მეტი და პირველივე შესაძლებლობისას. მე რასაც ვიყურებ ბოლო თამაშებში მეტი რომ გვერტყა და მომენტებში თამაში საკუთარ თავზე მეტად აგეღოთ დაახლოებით ხვუჩამ რო მაკედონიას გაუტანა ეგეთებს ბევრს გაიტანდით და ეხლა უკვე ჩამოტოვებული გვეყოლებოდა მუტრუკი მაკედონიაც და მაჩანჩსლა სომეხიც. ღმერთი ჩვენსკენ! 12 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შევა ოქროს ასოებით!
Zaza
02:40 11-11-2020
1
ოქრი შენი და ვაკოს იმედი გვაქ ! მჯერა თქვენ გაიტანთ და 2-0 მოვიგებთ !
semi
11:18 11-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული