საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ მეორე ვარჯიში ჩაატარა, ჩვენი გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ კი სფფ-ის საიტთან შემდეგი განაცხადა:
"სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. ეს ფინალია და ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცოთ.
ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ
იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ".
ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ
ცალი ფეხით უნდა უგებდეთ ამათ ყველანაირი კითხვის ნიშნების გარეშე და თუ რამე პრობლემა შეიქმნა მთლიანად ვაისის და სამწვრთნელო შტაბის ბრალი იქნება.
სწორი შემადგენლობით და სტრატეგიით რა უნდა დაგვიპირისპიროს მაკედონიამ არც ვიცი. კვარაცხელიას, დავითაშვილის, კანკავას, შენგელიას, კაკაბაძის, აბურჯანიას (რათქმაუნდა თუ დააყენა ვაისამ ეს ხალხი რაშიც ეჭვი მეპარება) როგორ უნდა გაუძლოს ამ უკლასო მაკედონიამ არც ვიცი. 3-0 ვიგებთ თუ კიდევ ვამბობ ვაისმა გაბედა და დააყენა სწორი შემადგენლობა