ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
ფორმაშია პაპუ, თამაშობს გუნდში, ნუ 20 წუტს აძლევენ
vaso
11 ნოემბერი 2020 18:24
2
აი ნახავთ ხვალ 3 ჩამშლელი თუ არ გამოიყვანა ვაისმა
გოგა
11 ნოემბერი 2020 18:19
4
ვაისი შემეცოდა! ჯერ კიდევ გულში ტრიუმფატორის სიმღერას ღიღინებდა. დღეს კი ასეთი ელდა დაეცა და დაგვეცა ყველას! შენგელია დიდი დანაკლისია, მაგრამ ხვალ რომ კვარაცხელია ვერ ითამაშებს ეს ძალიან მძიმედ გადასატანი დარტყმაა. წარმოგიდგენიათ 1986 წლის მუნდიალზე 22 ივნისს მეოთხედფინალში ინგლისთან არგენტინას მარადონა რომ გამოჰკლებოდა?! ხო, კვარაცხელიას შემთხვევა სამწუხაროდ მსგავსი სიტუაციაა! მაგრამ იმედი მაქვს თუ ჩვენები ქართულ, ნაღდად ჭეშმარიტ ქართულ ფეხბურთს ითამაშებენ მაკედონიის საშუალოზე სუსტ ნაკრებს დიდი უპირატესობით მოუგებენ! ჩემი პროგნოზია 3:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ! არ დაგავიწყდეთ ესპანეთის ნაკრებისთვის გვაქვს მოგებული როცა იქ თამაშობდნენ ისეთი გროსმაისტერები როგორებიც არიან - დე ხეა, ხუანფრანი (46. ბელერინი), პიკე, რამოსი (46. სან ხოსე), ალბა, ბუსკეტსი (75. პედრო), ტიაგო ალკანტარა (46. კოკე), ვასკესი (61. დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46. ინიესტა), ნოლიტო, ადურისი.
aburjga
11 ნოემბერი 2020 18:14
2
წარმატებები ქართველნო!!! ჩვენი ხატია სამშობლო!!! შეჭამეთ მოწინააღმდეგე!!! საქართველოსთვის!!! ქართველი ერისთვის!!! დიდება უფალს!!!
აღმაშენებელი
11 ნოემბერი 2020 18:14
0
პაპუნაშვილი,ვაისის საიდუმლო ჯოკერი.თუ ფორმაშია ეს კაცი,ძალიან მაგარია.
Master
11 ნოემბერი 2020 18:06
3
მე მჯერა დედას გეფიცები თქვენი, ვიგებთ.. სხვარამეზე აღარც ვფიქრობ. მშვიდად ველოდები 12 ნოემბრის 21:00 საათს.
c
11 ნოემბერი 2020 17:58
1
მშვიდად კიარა,ვკანკალებ უკვე ნერვიულობისგან...
თაზო
11 ნოემბერი 2020 18:19
2
აბა პანდევი ყოველი ბურთის შეხებისას აფერისტულად ძირს ვარდება და მეშინია პენალი არ აგვკიდოს მაგ მსაჯის ხელში.
david gurgenidze
11 ნოემბერი 2020 17:57
0
ძალიან ცუდია ხვიჩა რომ არ გვეყოლება, მის მაგივრად დავითაშვილი უნდა დააყენონ. ზურიკო ძმის გულო, ჩაკვემ დაიწყო, კვარამ გააგრძელა, შენ კი უნდა დააგვირგვინო!!!!!!!!!!
zaza
11 ნოემბერი 2020 17:55
1
მეც რაღაცა ეგრე მიგრძნობს გული და ლამის გავგიჟდი კვარას ინფო რო ვნახე, მარა თითქოს ზურგს გვიმაგრებს ისეთი ჯოკერი, რომელიც ჯერ ჩვენც არ ვიცით )) შარშან იდეაში ზურიკო უფრო პერსპექტიულად ითვლებოდა ვიდრე კვარა, ხვიჩა უფრო ადრე გაიხსნა უბრალოდ, ერთი მომენტი უნდა და მგონია რო არც ეს დააკლებს თავბედისწყევლას მაკედონიელებს...
რა მაფიაა?
11 ნოემბერი 2020 19:52
0
ოჰ. ხედავ შენ, ჯერ კიდევ როდის გამოუცნია? ნამდვილი ვანგა ხარ ვაის))))) რატომ უმდა მოვიგოთ მხოლოდ ერთით მეტი ბურთით და არა ორით ან სამით, შე კურდღელო?
ვანგაშვილი
11 ნოემბერი 2020 17:50
29
პაპუს რაცშეეხება - რადროის უახლოესი თამაშებია შეკაიკაცო!

შეტევაში კაცი გვინდა და ვინ თუ არა პაპუნაშვილი????

გასაგებია უთამაშებლობა და დროის ნაკლებობა მაგრამ, მინიმუმ 30წ გაქაჩავს და მეტიც. ეს ჩემი აზრია..
Biankonneri
11 ნოემბერი 2020 17:42
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული