ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
დღევანდელი მატჩი ჩვენი ოქროს ბიჭების ჩაკვე და კვარას გარეშეც უნდა მოვიგოთ.იმედია ევროპის ჩემპიონატზე ეს ბიჭები ნაკრებთან ერთად იტყვიან თავის სიტყვაა
gio gio
12 ნოემბერი 2020 11:44
0
საინტერესოაა, ბიჭებს გამარჯვებას ისევ მაია ცქიტიშვილი მიულოცავს მხოლოდ? მაია სფფ-ს პრეზიდენტად!!!!!
დინამოელი
12 ნოემბერი 2020 11:18
1
არ დაჭირდება მილოცვა
loko
12 ნოემბერი 2020 11:34
3
რაზე ნერვიულობთ, უთხარით ბიჭებს რომ, რუსებს ვეთამაშებით და პრობლემა არ იქნება.
მამუკა
12 ნოემბერი 2020 11:07
0
ვლადიმირ წესიერად, არანაირი ან!!! სულ რომ სეტყვა და თოვლი მოვიდეს ან შენ მოგიწიოს მოედანზე გასვლა, ეს თამაში უნდა მოიგო და დავამთავროთ ამით განხილვები!!! წარმატებები!!!
!!!
12 ნოემბერი 2020 10:34
0
არანაირი ანტიგმირი, არც განიხილება ეს მოცემულობა!!!! ან მოიგეთ და გმირები ხართ ან დარჩით საერთოდ სტადიონზე!!! წარმატებები!!!
2:1 საქართველოს სასარგებლოდ
12 ნოემბერი 2020 10:30
0
მთელი ღამე არ მძინებია დღევანდელ მატჩზე ფიქრით.რაც უფრო ცოტა დრო რჩება მატჩამდე,გული უფრო მიჩქარდება.მჯერა,დღეს საქართველოს ნაკრები გუნდურად ითამაშებს და გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება.
წინ საქართველო !!!
ქობულეთიდან
12 ნოემბერი 2020 10:04
0
კაჭარავას დაყენება ჯობია სასტარტოში 2მეტრიანი კაცი ბურთს მაინც მოიგებს აბა ქვილითაია გინდ გყოლია გინდ არა თავისზე ბევრად დაბალმა სლოვაკმა მცველმა ყველა სათავე ორთაბრძოლა მოუგო. ასევე თვეობით უთამაშებელი ფორმა დაკარგული ხალხიც არ გვინდა სასტარტოში კაშია და ვაკო სკამზე.
ნიკა
12 ნოემბერი 2020 09:55
0
სიტყვა "ლუზერები" არ უთქვამს. კარგად მოისმინეთ. ვიდეო არის YouTube-ში.
ქ. გ.
12 ნოემბერი 2020 08:35
0
დაწერე ბარემ, რა თქვა, შე კაი კაცო, იმხელა პრესკონფერენციას რო გვასმენინებ :) "ლუზერები" არ უხდება კონტექსტს აშკარად.
ვვვ
12 ნოემბერი 2020 10:12
0
ბევრი კომენტარი. გავაკეთე დღეს ჩვენ ნაკრებზე, მაგრამ ერთსაც თუ გამომიქვეყნებთ მადლობელი დაგრჩებით! ხალხო რა ნაცი? რა ქოცი? დაფიქრდით! ორივე თბილად ,კარგად, წყნარად, საკაიფოდ არიან , ხალხი გადაკიდეს ერთმანეთს, ძმაკააცები გადაკიდეს ერთმანეთს, მეზობლები, მამა და შვილი, ცოლი და ქმარი , ამ პოლიტიკის დედა არ ვატირე??? მე პირადად ისე შემზიზღდა ყველა ოპოზიცია პოზიცია რო ერთი მაგათი დედაც მოვტყან სუყველასი!!!!!! / პარლამეტში შედით და იქ იდავეთ ინტელექტუალურად, და ამ საწყალი ხალხის ფარად ამოყენებას გააანებეთ თავი!!! მომხრეები ყავს ოცნებასაც, ნაცებსაც და კიდე სხვებსაც რაღაც ოდენობით, ხოდა ყველამ თავის ამომრჩეველს ცეს პატივი! რა გაყალბები მოხდა და შეცდონები , ზუსტად მაგ პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა შეხვიდეთ პარლამეტში, რადგან პარლამენტი იმიტომ შეიქმნა, იმიტომ აშენდა ეგ შენობა რო პოლიტიკოსებმა მანდ იმუშაონ , ავად თუ კარგად... / კაი რა ტვინი მოიხნა, ვისაც რამე არ მოეწონება ეგრევე რუსთაველზე რო აბუქსავებს!! რომელი საუკუნეა , ტეხავს!!!!
Vasili
12 ნოემბერი 2020 00:49
8
Xvichas korona daudasturdao ratomgac blepi mgonia radgan rubinis uprosobam da gulshematkivarma gaatrake ro ar unda gageshvat sanakrebo shekrebazeo ase rom mgonia pederacias shemoutvales da amatmac kovidi moimizezes radgan aq tramva an rame ar mosvloda xvichashi did puls xedaveen da nakrebshi tamashi vegar gariskees es chemi azriaa
Soso
12 ნოემბერი 2020 00:25
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული